ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?

მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?

ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე მომხდარ ჩხუბზე ირაკლი ცირეკიძე, ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი ყვებიან
სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ქართულ ძიუდოში ახალ კონფლიქტზე წერა, რომლის ერთ მხარესაც ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, მეორე მხარეს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი და ძიუდოდან მოკვეთილი იოსებ წელაური დგანან თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად.

ჩხუბი ამ დღეებში ძიუდოს აკადემიაში მომხდარა ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე, როცა სპორტსმენებს გუჯეჯიანი გარეთ გაუხმიათ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ნაკრების სამწვრთნელო შტაბი - ირაკლი ცირეკიძე, გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი რედაქციაში გვესტუმრა და თავისი აზრი დააფიქსირა.

ცუდია, ძიუდოში დაპირისპირება რომ არ მთავრდება. რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფრისგან.

ახლა კი მოვუსმინოთ თავად მწვრთნელებს, რომელთა ნაამბობსაც უცვლელად გთავაზობთ:

ირაკლი ცირეკიძე:

- ჩვეულებრივად ვატარებდით ვარჯიშს, როცა შუა პროცესში დარბაზში შემოვიდა სამი პიროვნება - ბეთქილ შუკვანი, იოსებ წელაური და ერთიც ჩემთვის უცხო ადამიანი. მათ გუჯეჯიანი გარეთ გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სრულიად უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ.

ესაა პროვოკაცია, რადგან ალბათ, ეგონათ, რომ ჩვენც ჩავერეოდით, რასაც მოჰყვებოდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს მწვრთნელები მოსწავლეებს ვცემთ, დებოშს ვაწყობთ და ასე შემდეგ.

ეტყობა, მათ ხელს არ აძლევთ სიტუაციის დალაგება ნაკრებში, რადგან არსებობს ხალხი, რომელსაც უნდა, თვითონ იყოს, სხვას კი მნიშვნელობა არაფერს აქვს. ეკუთვნით თუ არა, მაინც აქვთ ამბიცია, რომ უნდა იყვნენ.

თუ ძიუდოს სამყაროს შოთა ხაბარელის დანაშაულზე დაეკითხებით, საზოგადოებას ბევრი კითხვა უჩნდება და ბევრი ფაქტი არსებობს საამისოდ. თუ მას ძიუდოს სიკეთე უნდა, არაა აუცილებელი, ფედერაციის პრეზიდენტი იყოს - ის პარლამენტშია და იქიდანაც შეუძლია ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება.

ხაბარელისადმი ამ ბიჭების მხარდაჭერა იმაში გამოიხატება, რომ ეს ჯგუფი იყო ჩასული კახეთში რეგიონული არჩევნების ჩასატარებლად. მარნეულშიც ჩავიდნენ. მათთან იყო მოქმედი სპორტსმენი ამბაკო ავალიანიც.

გუნდში სიტუაცია დალაგდა და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ მის არევას. ისინი წინა დღესაც ყოფილან დარბაზში მოსული, მაგრამ სამინისტროში ვიყავით მინისტრთან შეხვედრაზე და ვერ გვნახეს. სამაგიეროდ, მეორე დღეს მოვიდნენ, არც სავარჯიშო ფორმა ეცვათ და არც მწვრთნელებს მოგვსალმებიან.

არადა, თავის დროზე არც წელაურთან მქონია პრობლემა, ხოლო შუკვანი ბოლო შეკრებაზე ჩემს ოთახში ცხოვრობდა. ამის მიუხედავად, არც მოგვსალმებიან, გაიყვანეს გარეთ გუჯეჯიანი და არაფრის გამო ჩხუბი დაუწყეს.

გვინდა, ეს ფაქტი საზოგადოებამაც შეაფასოს. ამიტომ ვლაპარაკობთ ხმამაღლა, თუმცა არც მათი საქციელი დარჩება რეაგირების გარეშე - ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ხახალეიშვილი ჩამოვა ამერიკიდან და მომხდარზე იმსჯელებს.

შეიძლებოდა, ეს ფაქტი დღეს არ გამოგვეტანა საზოგადოების სამსჯავროზე, გარკვეულ მომენტამდე დაგვეცადა, მაგრამ არ გვინდა, ძიუდოში დაბრუნდეს ის ძალა, რაც აქამდე აფუჭებდა ვითარებას. ყველანაირად შევეცდებით, ეს არ დავუშვათ.

ლაშა გუჯეჯიანი:

- ჩხუბის კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, მაგრამ ვფიქრობ, რეალური მიზეზი ისაა, რომ ხაბარელის მხარდამჭერები არიან. ამ შემთხვევაში მამუკა და შოთა ხაბარელები ერთმანეთთან ასოცირდებიან.

ჩვეულებრივად დამიძახეს, ხელი დამიქნიეს და გავედი. მე იქით ვუთხარი ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩემს მეგობრებად, ძმაკაცებად მივიჩნევდი, ან რატომ არ ვარჯიშობთ, ან მოსალმებას რა უდგას, ან რაზე ხართ ნაწყენი, ან მე რა დაგიშავეთ-მეთქი, მაგრამ არაფერი უთქვამთ, მუშტიკრივზე გადმოვიდნენ.

შუკვანთან არც ადრე მქონია უთანხმოება. პირიქით - ჩემი კალთის ქვეშაა გაზრდილი, მეგობრულად ვუწვდიდი ხელს და ჩემი გამოცდილებიდან ყველაფერს ვუზიარებდი.

ისინი წინა დღესაც მოვიდნენ დარბაზში შუკვანის მწვრთნელ ბორის ფირცხელიანთან ერთად. არ უვარჯიშიათ, ფორმაც არ ჰქონდათ და რა უნდოდათ, რატომ მოვიდნენ? მოენატრა ძიუდო იმ ჯგუფს, რომელიც მარნეულსა და საგარეჯოში იყო ჩასული მამუკა ხაბარელის მხარდასაჭერად? ან მეორე დღეს რატომ მოვიდნენ შუა ვარჯიშზე, თუ ეს პროვოკაცია არაა?

ხაბარელის მხარდამჭერებს თურმე ფედერაციის გადარჩევა უნდათ; თურმე, არც რეგიონულ ფედერაციებში არ არიან ობიექტური პრეზიდენტები...

ესეც ხაბარელებმა მოაწყვეს, რადგან ეს მათი სტილია - მსგავს დავალებებს მეც მაძლევდნენ სპორტსმენობისას, როცა შოთა ხაბარელი თანაგუნდელების გალახვას მავალებდა. მაგალითად, გრიგოლ მამრიკიშვილზე მეუბნებოდა ამას...

ნამდვილად არ გვინდა, ძიუდოს ჩირქი მოვცხოთ, მაგრამ რაც ხდებოდა ფულთან დაკავშირებით ან რა სიბინძურეებიც კეთდებოდა, მაშინ მამუკა ხაბარელიც ფედერაციაში მუშაობდა. ახლა არ გვინდა იმდროინდელ ფაქტებზე ლაპარაკი, მაგრამ საზოგადოება თუ დაინტერესდება, დაე, ყველაფერს ფარდა აეხადოს.

ასევე, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია მოწოდებები, რომ თურმე ირაკლი ცირეკიძე, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ნაკრებში არ უნდა იყოს, რომ თქვენი დრო მალე წავაო... თურმე ჩვენი ადგილი იქ არაა. არადა, ჩვენ 4-წლიანი კონტრაქტი გვაქვს დადებული.

ამ ფაქტზეც იმიტომ ვლაპარაკობთ ასე საჯაროდ, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გვინდა გამოტანა.

გიორგი ვაზაგაშვილი:

- არცერთი იმ სპორტსმენისთვის, ვინც დღეს არ ვარჯიშობს, არავის უფიქრია ხელის შეშლა. პირიქით, ყველას დავუძახეთ და ვეუბნებით, მოდით, ივარჯიშეთ და იმ ფორმაში ჩადექით, რომ ყველგან მიიღოთ მონაწილეობაო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა.

ახლა მეც შემიძლია, ცირეკიძის მაგივრად გავცე პასუხი რაღაც კითხვებს, ცირეკიძემ - გუჯეჯიანის და ლაშამ - ჩემს ნაცვლად. ბიჭებმა ეს რომ დაინახეს, დადებითადაც განეწყვნენ, რადგან ყველა მათგანი იმ არეულობის მონაწილეა. როგორ შეიძლება, წონაში ორ კაცი გყავდეს და ერთი ერთ მხარეს იყოს, მეორე - მეორეზე? დღეს რომ ასე არაა, ეს მწვრთნელების დამსახურებაა.

ისიც აუცილებელია, რომ მწვრთნელი უნდა დაფასდეს და ამაში მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ - მწვრთნელი დარბაზში რომ შედის, შეგირდები მას უნდა აფასებდნენ.

რედაქციისაგან: აი, ასეთია სურათი, რომელიც ერთმა მხარემ დაგვიხატა. "ლელო" მზადაა, მეორე მხარესაც დაუთმოს ტრიბუნა, თუ თვითონ ამის სურვილს გამოთქვამენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• realoba

ამერიი .... იცი რა ... აქვს გაკეტებული ხაბარელს? ტუნდაც ცირეკიძის მიმარტ. რამდენი .... იციი, არ იცი და ნუ ....

• lasha

lifelife .... რამდენი გუჯეჯიანი და ცირეკიძე მერაბისჰვილთან იყვნენ 24 საათი ვიგაც ... ხარ და თავი ამოყავი. წადი დაიძინე სჰენ გუჯეჯიანის და ცირეკიძის კაცობამდე ვერც მიხველსჰე ... ხაბარელი რო ბავშვებს შეჯიბრზე მონაგებ ფულს ართმევდა სწორი იყო? და ეხლა კიდე გუჯეჯაზე და ცირეკაზე ლაპარაკობ. ყველა ხაბარელს ............

• ameri

რა იყო გჯეჯიანო ფული გადაიხადე 4 წლიან კონტრაქტში..ვინც დაგნიშნათ მაგის ნაკვალევს მიყევით!!! როგორ პატივს გცემდით ორივეს და ეს ინტერვიურაც გააკეთეთ ყველას აზრი შეუცვალეთ.ასე როო მიბრზანდით.მოვა ისეთი ვინც უკომფლიკტო იქნება.

• olimpo

უველაპერი გარდამავალია მიეციტ დატოს და ირაკლის მუჰაობის სასჰუალება

• lado

უგუნურებო, გუჯეჯიანის კაცობასთან ბევრი ახლოსაც ვერ მივა. ბიჭს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია და არც ფულის მოყვარული არარის ზოგიერთებივით. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. თქვენ რა იცით რა არის ძმაკაცობა. ან ძიუდოსი რა გაგეგებათ, მაგრამ შური და ბოღმა არ გასვენებთ. ვერ იტანთ სხვის ცარმატებას და გული ღვარძლით გაქვთ სავსე. შუკვანი სვანი კაცია და ნეტავ ტუ შეძლებს ხატზე დაფიცებას, რომ მართლა სიმარტლეს ამბობს?

• ameri

ცირეკიძემ ვერ ვარჯიშობო სახლი არ მაქო თბილისშიო ამ დროს როგორც გავიგე ერტ ერტი ნაუქარი ბინა ქონია თბილისის გარე უბანში მაგრამ ავანგარდელმა ბიჭმა არ იკადრა და არიქა და ისევ ხალხის ფულებით დაუქირავეს მის მერე რამდენი სიბინძურე გაისმა მის მისამართით..მას არ ქონდა საშუალება თუ არ კადრულობდა გარე უბანში ცხოვრებას მას გადაეხადა ჯიბიდან...და დადგა და ხაბარელზე საუბრობს რას არ სცხვენიაააა?

• ameri

სირცხვილია ამათი ასეთი გამოსვლა ორი უმადური ცირეკაც და გუჯეჯაც.ხაბარელმა დაგაყენათ კაცებად აქ ძიუდოში რა დგეში ხართ?არ გეგომოთ არვინ არაფერი იცის.სინდისი ნუ დაკარგეთ.რისი გეშინიაათ შეკრებებზე ოჯახებს ცოლებს,შეყვარებულებს ვერ ატარებთ ჩვენი პულებით.წადით ჯერ პატარები გაწვრთენით.

• dudu

ესაა, რაც ნაცმოძრაობამ დანერგა ჭიდაობაში. ნამგალაურის ბრძანებით ხალხს რო ცემდნენ ქუჩებში, მაგით დაწყებული და გატაცებებით და დაშინებებით თვითონ მოჭიდავეების და ძიუდოს პოლიტიზირებით ბოლომდე. ეხლავე უნდა გაირკვეს ყველაფერი და ვინც დასასჯელია, დაისაჯოს!

• 111

ეს ის შუკვანი არ არის, მოთქმით რომ ტიროდა ლონდონში, მოსაკლავად მომსდევენო, როგორ აბლატავებულა ეს ჭუჭული, ხედავ?

• lifelife

გუჯეჯიანო შენ ხმას როგორ იღებ ვაბშე მერაბიშვილის კაბინეტში რო ეგდეთ 24 საათი ეხლა გაგახსენდა სამართლიანობა?

• R.V.P

ყველაზე პოპულალური ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი... ხარ ფეხბურთით დაინტერესებული? გინდა საკუთარი გუნდი გააცნო მსოფლიოს? გინდა,რომ შენი ნიჭი,როგორც მწვრთნელი გამოამჟღავნო? მაშინ დარეგისტრირდი http://trophymanager.com/?c=2546166 შეასრულე ყველა დავალება,რასაც კი შენი ასისტენტი გეტყვის და შენ თვითონ დარწმუნდი ამ ონლაინ მენეჯერის სიძლიერეში! შენ გყავს შენი გუნდი,რომლითაც იწყებ საქართველოს უდაბლეს ლიგაში თამაშშ.. შენი მიზანია ააყვავო შენი გუნდი...ასევე ლიგის თამაშების გარდა იმართება თასის,სწრაფი ამხანაგური მატჩები და ამხანაგური ლიგები... მოკლედ დარეგისტრირდით არ ინანებთ!

• asurbanifali

შუკვანი რაც იყო ოლიმპიადაზე გამოჩნდა, მისი განცხადება რომ ოქროს მედალი ბიძინასთვის უნდოდა მის ინტელექტზე მეტყველებს...მოკლედ რაც არიან ძალიან მალე გამოჩნდება...

• pesimisti gvxdi

რაც ძიუდოისტებზე და საერთოდ მოჭიდავეებზე მსმენია აბსოლითურად ყველაფერი რეალობაა. მთავარია ძალა და არა ჭკუა და ინტელექტი (ყველას არ ეხება თავისტავად). მეგონა არჩევნების შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდებოდა, მაგრამ მეტი მტერი არ იქნა. არაფერი ამის მსგავსი არ ხდება, პირიქით, ყველა სფეროში არეულობა და ქაოსია.გაფიცვები, დაუმორჩილება, ყველაფერი ეს, თუ ასე გაგრძელდა მყისიერად აისახება ქვეყნის ცხოვრებაზე, განსაკუთრებით ეკონომოკაზე და მერე გვიან იქნება. სადაა მტავრობა?. ერთი ხადურია მხოლოდ, რომელიც ღვარძლს აფქვრევს, დანარჩენებს სძინავს კახას ტამადობით.

• kaxa

რაგბისტებს პატივს ვცემ იმიტომ რომ პირად უკმაყოფილებას მოედანზე ტოვებენ ვფიქრობ იგივე ყველამ ინდა გაითვალისწინოს

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სოფიაში "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" საქართველო 32 ძიუდოისტით გამოვა

ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]

ზაგრების გრან პრი: ამირან პაპინაშვილი 1/2-ფინალშია!

ზაგრების გრან პრი: ორიდან ორი - პაპინაშვილის ოქრო, ლიპარტელიანის ბრინჯაო [VIDEO]

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

ქართული ფინალი ზაგრებში: პაპინაშვილი და მშვიდობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

მამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ

ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა

ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი

ძიუდოისტები 2022 წლის პირველი გრან პრისთვის ემზადებიან

ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

რამ გამოიწვია ძიუდოისტების არადამაკმაყოფილებელი შედეგი? - გუჯეჯიანი მტკივნეულ ცვლილებებთან...

ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის