გაიცანით პრემიერლიგაში აღზევებული "კრისტალ პალასი"
27 მაისს "უემბლიზე", იან ჰოლოვეის "კრისტალ პალასისა" და ჯანფრანკო ძოლას "უოტფორდის" დაპირისპირებაში, 2013/14 წლების პრემიერლიგის უკანასკნელი მონაწილე გამოვლინდა.

ელიტაში თამაშის უფლება ლონდონელმა "არწივებმა" მოიპოვეს. პრემიერლიგაში გადასვლა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე იქ ფეხის მოკიდება. დედაქალაქელებს ეს ნამდვილად არ ესწავლებათ. პირველად ელიტაში ეს გუნდი 1969/70 წლების სეზონში გამოჩნდა და 1972/73-ში ისევ დაემშვიდობა მას.

მეორედ ის უკვე 1979/80-ში ვიხილეთ საუკეთესო ინგლისური გუნდების გვერდით, მაგრამ მათთვის დღესასწაული არც ამჯერად გაგრძელებულა დიდხანს. "პალასმა" უკანასკნელად პრემიერლიგაში 9 წლის წინ, სწორედ პლეი ოფში მოიპოვა ეს უფლება, მაგრამ იან დოუის გუნდმა ვერც მაშინ გაუძლო საჭიდაო რიტმს და პირველივე სეზონში გავარდა. საფეხბურთო მიმომხილველებს ახლაც ეჭვი ეპარებათ, რომ გუნდმა დიდხანს მოახერხოს დარჩენა.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა "უოტფორდთან" გამარჯვებული შემადგენლობის საბაზრო ღირებულება გამოითვალეს და აღმოაჩინეს, რომ კლუბს 11 ფეხბურთელში მხოლოდ 2,15 მილიონი ფუნტი აქვს დახარჯული: ყველაზე ძვირი ჰოლოვეის შეგირდებს შორის კაგიშო დიკგაჩოია, "არწივებს" "ფულჰემიდან" მისი შეძენა 600 ათასი ფუნტი დაუჯდათ. იულიან სპერონიში 500 ათასია გადახდილი ("დანდი იუნაიტედი"), ჯოელ ვორდსა და დინ მოქსიში - 400-400 ათასი (შესაბამისად, "პორტსმუთი" და "დერბი ქაუნთი"), ოუენ გარვანში კი - 250 ათასი ("იპსვიჩი").

დანარჩენი ფეხბურთელებიდან ზოგი კლუბის აღზრდილია, ზოგი იჯარით თამაშობს, როგორც, მაგალითად, უილფრიდ ზაჰა, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება, და ზოგიც თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა საკადრო თვალსაზრისით: ერთ თვეში 14 ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი, ერთ წელიწადში კი 8 მათგანი ისარგებლებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, თუკი კლუბმა მათთან ხელშეკრულებები არ განაახლა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი, რასაკვირველია, ლონდონელებს აქვთ მიღწეულით ტკბობის უფლება, მაგრამ უმჯობესია, მაინც საქმეს მიხედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან მძიმე დღეები ელით. მით უფრო, რომ "სელჰერსტ პარკზე" აღარ ითამაშებს უილფრიდ ზაჰა. რაც შეეხება კევინ ფილიპსს, ოდესღაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი უკვე 39 წლის არის და მის იმედად ყოფნა უკვე ძალიან ძნელი იქნება.

რა შეიძლება ითქვას "არწივების" მთავარ მწვრთნელზე? იან ჰოლოვეის პრემიერლიგაში ადრეც უმუშავია, მაგრამ წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ის 2010/11-ის სეზონში "ბლექპულს" ხელმძღვანელობდა და საბოლოოდ მხოლოდ მე-19 ადგილზე მოახერხა გუნდის გაყვანა. მრავალჭირნახულ სპეციალისტს ამჯერადაც წინასწარ უკიჟინებენ, რომ ის და მისი ფეხბურთელები სეზონის უმთავრესი აუტსაიდერები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტად ეუხეშებიან პრემიერლიგაში
კვირის ფრაზები: მარადონას ფავორიტი ბრაზილიაა
"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა
კვირა ციფრებში: რეკორდებით დაწყებული სეზონი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
პსჟ-მა ნეიმარის შემცვლელს ინგლისში მიაგნო
უილფრიდ ზაჰას გაკვეთილები საუკეთესოსგან
"კრისტალ პალასის" ლეგენდა კევინ ფილიპსი ერთი წლით დარჩა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ჩელსი" ზამთარში 3 ფეხბურთელის შესაძენად 150 მლნ ევროს ამზადებს
ძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა
"მილანს" "კრისტალ პალასი" არჩია - ირაოლამ "როსონერის" შეთავაზება იუარა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ყველაფერს სწორედ ეს ართულებს" - ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა
აიტორ კარანკას პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი
დევიდ მოიესის სადებიუტო მარცხი
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
სამწვრთნელო გადაადგილები - ტოპმიოლერი საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონში, საჟი კი "კრისტალ პალასის" დამრიგებლად ინიშნება
დევიდ მოიესი "იუნაიტედში" რეპრესიებს იწყებს
"10 ნომრიანი მაისური? მარადონა თავად გადასცემდა" - ძოლამ კვარაზე ისაუბრა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ხვიჩამ განსაკუთრებულად ამით გამაოცა" - ჯანფრანკო ძოლა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს