გაიმართა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების პრეზენტაცია
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების პრეზენტაცია. ცერემონია მიჰყავდათ "სოჭი-2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტს დმიტრი ჩერნიშენკოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს სვეტლანა ჟუროვას.

ოლიმპიური მედლების წონა 460-დან 531 გრამამდე მერყეობს და ის მედლის სინჯზეა დამოკიდებული. "მეტალისა და პოლიკარბონის უჩვეულო შერწყმა მედალს მეტ ჰაეროვნებასა და თვითმყოფად სილამაზეს ანიჭებს", - განაცხადა ჩერნიშენკომ.

მედლის ერთ მხარეს გამოსახულია ოლიმპიური რგოლები, მეორე მხარეს - სპორტის სახეობის დასახელება (ინგლისურ ენაზე) და სოჭის ოლიმპიადის ემბლემა. პარალიმპიელთა მედლების დიზაინი თითქმის არ განსხვავდება ოლიმპიელებისთვის განკუთვნილი მედლებისგან.

სულ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტის 15 სახეობაში გათამაშდება მედლების 98 კომპლექტი. თამაშებისთვის, ჯამში, დამზადდება 1300 მედალი. მედლების მოსაპირკეთებლად დაიხარჯება 3 კილოგრამი სუფთა ოქრო.

სოჭში ზამთრის ოლიმპიადა 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართება, პარალიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი კი 9-16 მარტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
სოჭის ოლიმპიადის ამბები: ხარჯები, ტრანსპორტი უფასოდ, ლონდონი-სოჭი
ნინო წიკლაურმა სოჭის ოლიმპიადა ნაადრევად დაასრულა [VIDEO]
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები სოჭში 4 თებერვალს გაემგზავრებიან
საქართველო რუსეთს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარებაში დაეხმარება
სოჭის ოლიმპიადის ამბები: + მილიარდი, დოპინგი, აი, დარდი და ორი ამოცანა
სოჭი ოლიმპიადამდე 10 დღით ადრე - Олимпиада через задницу [PHOTO]