თუკი ფინელი კანადაში ქულებს აიღებს...
მონაკოს გრანპრიზე "ლოტუსის" ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა სტაბილურობის მორიგი რეკორდი დაამყარა: 33 წლის ავტომრბოლელმა ზედიზედ 34-ე რბოლის დასრულება შეძლო.

ბოლოს კიმიმ ფინიშამდე 2009 წლის ზაფხულში ვერ მიაღწია, როცა "ფერარის" რიგებში ირიცხებოდა: იმ წლის 12 ივნისს რაიკონენი ავარიის გამო ჩამოსცილდა დისტანციას.

ამის შემდეგ მან რვა რბოლა ჩაატარა "ფერარის" რიგებში და 26 - "ლოტუსის" შემადგენლობაში, ყოველ ჯერზე მიაღწია ფინიშამდე და მხოლოდ სამჯერ ვერ შევიდა ქულათა ზონაში, აქედან 15-ჯერ პოდიუმზე ავიდა.

ასე რომ, მონაკოში კიმიმ დაამხო წინა რეკორდი - ზედიზედ 33 ფინიში, რომელიც გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს ეკუთვნოდა. აქამდე რაიკონენი მხოლოდ ერთი რეკორდის მფლობელი იყო და იმასაც მიხაელ შუმახერთან იყოფდა: სეზონში სწრაფი წრეების რაოდენობა. შუმახერმა 2004 წელს 10 საუკეთესო წრე დააფიქსირა, რაიკონენმა კი, რომელიც მაშინ "მაკლარენის" ბოლიდით გამოდიოდა, 2005 წელს გაიმეორა ეს შედეგი.

თუმცა კანადაში, მომავალ სარბოლო უქმეებზე ფინელს აქვს შანსი, დაეწიოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ზედიზედ შედეგიანი ფინიშების რაოდენობით: თავის დროზე შუმახერი ზედიზედ 24 რბოლაში აგროვებდა ქულებს. მონაკოში მოპოვებულმა ერთადერთმა ქულამ რაიკონენს ანალოგიური სერია 23 რბოლამდე ააყვანინა და თუ სკანდინავიელი კანადის გრანპრიზე წარმატებით გამოვა, დაეწევა ლეგენდარულ შუმის.

მონაკოში არცთუ ისე წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, კიმის კვლავინდებურად მეორე ადგილი უკავია ჩემპიონატის პირად ჩათვლაში. მისი ჩამორჩენა ლიდერ სებასტიან ფეტელთან 21 ქულას უდრის.

რედ ბულში შემადგენლობა არ იციან

"რედ ბულის" შეფმა აღნიშნა, რომ გუნდი არ ჩქარობს 2014 წლისთვის შემადგენლობის გამოცხადებას. თუმცა ავსტრიული საჯინიბოს ხელმძღვანელმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ მარკ უებერთან კონტრაქტი, რომელსაც ვადა ამ სეზონის შემდეგ ეწურება, არ იქნება გაგრძელებული.

"ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება შემდეგ სეზონში "რედ ბულის" წევრი, - მოჰყავს Autosport-ს ჰორნერის სიტყვები. - ყველასთვის ცნობილია, რომ მარკ უებერის კონტრაქტი მთავრდება, თუმცა ჩვენ არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. 2014 წლის სეზონისთვის შემადგენლობას მომავალ კვირას ნამდვილად არ დავასახელებთ".

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უებერის ადგილი "რედ ბულში", შესაძლოა, "ტორო როსოს" ამჟამინდელმა პილოტმა დანიელ რიკიარდომ დაიკავოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: "ფერარიც" უკანონოა?

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
"სტუდენტობიდან ოსტატად იქცა" - ნევილმა არტეტა შეაქო
ფლიკმა ლევანდოვსკის შემცვლელს ლიგა 1-ში მიაგნო
"სწორედ ამიტომ, ალისონი ვიცე-კაპიტანი იქნება" - ირაოლა
[VIDEO] ჩემპიონის დამაჯერებელი სტარტი - "არსენალმა" "ქოვენთრი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
"ინტერმა" "ლივერპულის" ნახევარმცველი შეიძინა
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 დინამო (ბთ). დრო, რომელიც იწურება...
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
დისკვალიფიკაციამოხდილი მუდრიკის იჯარით აყვანა "ლიდსს" სურს
ითამაშებს "ქოჩო" "ატლეტიკთან"? - მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
WU19 | საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ორ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი "სევილიას" ფეხბურთელია
[VIDEO] პსჟ-ს ახალწვეულმა ვარჯიშზე თანაგუნდელები აღაფრთოვანა
კვარაცხელია იწყებს! - მთავარი ინტერესი და ბევრი ქართველი
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
არადა, შარშან 4 გოლი გაიტანა - "ტოტენჰემი" სავინიოს 95 მილიონ ევროდ შეიძენს
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
ფორმულა 1: ექლსტოუნისთვის მემკვიდრეს ეძებენ
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ფორმულა 1: ჭორები "რედ ბულის" გარშემო
"ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓑᓝᓚᓝᓛᓓᓔ ᓓᓐᓘᓮᓕᓔᓬᓔᓑᓐ
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
ფორმულა 1: "რედ ბულის" ბაზიდან მოპარული პრიზები ტბაში იპოვეს
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"რედ ბულის" შეფი: გააჩერეთ "მერსედესი"!