კრისტიან ჰორნერის მისია
ფორმულა 1-ში მომუშავე ორი ავტორიტეტული კორესპონდენტის აზრით, "რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი იდეალური კანდიდატია იმისთვის, რომ მომავალში "სამეფო რბოლების" ხელმძღვანელი გახდეს.

ბრიტანული "თაიმსის" ჟურნალისტს, კევინ იზონს მიაჩნია, რომ დროა, ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა მემკვიდრე მოძებნოს. ამ მომენტისთვის ფორმულა 1-ში აუდიტორია ეცემა, მცირე გუნდები ახლოს არიან გაკოტრებასთან, აქციონერებმა კი არ იციან, როგორ დაუბრუნონ ამ სარბოლო სერიას ძველი დიდება.

იზონს მიაჩნია, რომ დღევანდელ ფორმულა 1-ს 84 წლის ბრიტანელის მეთაურობით არ შეუძლია, ნაბიჯი გადადგას XXI საუკუნეში.

"ადრე თუ გვიან, "სამეფო რბოლებს" მოუწევს ამის გაკეთება. ექლსტოუნისთვის აუცილებელია, "რედ ბულიდან" კრისტიან ჰორნერი გამოიძახოს და გადასცეს მას მართვის ბერკეტები. ჰორნერი - ახალგაზრდა, ჭკვიანი და თანამედროვე ადამიანია, რომელიც ყველა მოვლენის კურსშია".

კიდევ ერთი ბრიტანული გაზეთის, "დეილი მეილის" კორესპონდენტი ჯონათან მაკევოი ასევე ფიქრობს, რომ 41 წლის ბრიტანელი იდეალური კანდიდატია ამ პოსტზე:

"ჰორნერი - ჭკვიანი, ახალგაზრდა, ენერგიული, წარმატებული და უშიშარი ხელმძღვანელია, რაც ასე საჭიროა სპორტში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა "რედ ბულში" რიგით თანამშრომლად მუშაობდა, მან ყველა ეს თვისება გამოავლინა. ჰორნერისთვის უფლებამოსილების გადაცემა - ექლსტოუნის ბოლო დიადი საქმე იქნება ფორმულა 1-ისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ქურთი მებრძოლის სითავხედემ გააღიზიანა - ცარუკიანი ღონისძიებიდან გააგდეს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?

ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1: ᓐᓚᓝᓜᓡᓝ 105 ᓛიᓚᓘᓝᓜᓐᓓ ᓓᓐᓠᓩეᓑᓐ
"ᓠᓔᓓ ᓑᓣᕚᓘ" ᓒᓔᓜᓘᕝᓡᓡ ᓐᓠ ᓓᓐᕗᓛᓝᓑᕡ
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
ფორმულა 1: ჭორები "რედ ბულის" გარშემო
"ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓑᓝᓚᓝᓛᓓᓔ ᓓᓐᓘᓮᓕᓔᓬᓔᓑᓐ
ფორმულა 1: "რედ ბულის" ბაზიდან მოპარული პრიზები ტბაში იპოვეს
"რედ ბულის" შეფი: გააჩერეთ "მერსედესი"!