"ორჰუსის" ქართველი ფორვარდი დანიის სუპერლიგის თავდამსხმელებში გამოარჩიეს

დოსიე

დავით სხირტლაძე

20 წლის

სიმაღლე: 187 სმ. წონა: 79 კგ.

კარიერა

"სასკო" (საქართველო)

"ორჰუსი" - 38 მატჩი, 2 გოლი

გუნდშია 2011 წლის ზაფხულიდან, კონტრაქტი აქვს 2014 წლამდე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი

დავით სხირტლაძე დანიის სუპერლიგის თავდამსხმელებში გამოარჩიეს. გამოცემა Jullands-Posten-მა თავდამსხმელები შემდეგი პარამეტრებით შეარჩია - ბურთის კონტროლით, გადაცემების სიზუსტითა და ბურთის დაკარგვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

გასულ სეზონში სხირტლაძემ დანიის სუპერლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ამის მიუხედავად, გამოცემამ ის საუკეთესო ხუთეულში მოახვედრა.

დასრულებულ სეზონში "ორჰუსის" ისლანდიელმა თავდამსხმელმა აარონ იოჰანსენმა 14 გოლი გაიტანა და ჰოლანდიურმა "ალკმაარმა" ის 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ დროს სხირტლაძე გაცილებით ნაკლებად შედეგიანი გახლდათ.

მაგრამ გარკვეულწილად, ისლანდიელი ფორვარდის შედეგიანობა სწორედ ქართველის კარგმა თამაშმა განაპირობა. მან გულშემატკივართა გულის მონადირება მოახერხა და ახლა ქომაგები ძველი ფრაზის: "სახლში გაუშვის" ნაცვლად, ასე სკანდირებდნენ: "მაგარია!"

"გულშემატკივართა კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან გუნდური მოთამაშე ვარ და ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, "ორჰუსის" წარმატებაა. ვინ გაიტანს და ვინ გახდება ბომბარდირი, ეს ნაკლებად მადარდებს", - ამბობს სხირტლაძე, რომელმაც ნახევარი წლის წინ გუნდისგან ულტიმატუმი მიიღო - თუ უკეთ არ ათამაშდები, ჩვენ აღარ გამოგიყენებთო.

სხირტლაძემაც უფრო და უფრო მოუმატა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდში კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი - მათე ვაწაძე გამოჩნდა.

"ვიცი, რომ მეტის გატანა მომეთხოვება, სეზონში ორი გოლი კარგი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამას მომავალ სეზონში მოვახერხებ.

სუფთა თავდამსხმელიც არ ვარ - უფრო ფორვარდების დახმარება მევალება, ვიდრე ბომბარდირობაზე ზრუნვა. ყოველ შეხვედრაში უნდა დავამტკიცო, რომ ძირითადში მოხვედრას ვიმსახურებ. ამიტომ მოედანზე იმისთვის გავდივარ, უკეთ ვითამაშო და გუნდს დავეხმარო", - ამბობს სხირტლაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით სხირტლაძე: მათე ვაწაძესთან ერთად კარგი დუეტი გამოგვივა

კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
პსჟ "რეალის" დღე - კვარაცხელია "სამეფო კლუბის წინააღმდეგ"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მათე ვაწაძე "ორჰუსიდან" წამსვლელ ფეხბურთელთა სიაშია
სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
კოპენჰაგენი
დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და სამხელისუფლებიანობა დანიის ჩემპიონატში
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
აქ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე... მათე ვაწაძე ფანებს დაემშვიდობა
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება
უარი ომს, არჩევანი ისრაელი ან საქართველოა - სად ითამაშებს მათე ვაწაძე