ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რეკორდსმენი ჩემპიონი ნინო ხურციძე: ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო

რეკორდსმენი ჩემპიონი ნინო ხურციძე: ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო

ნინო მეექვსედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე - თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრებულ ქალთა 70-ე საიუბილეო ჩემპიონატში 11 შესაძლებლიდან 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა

ფოტოზე: ნინო ბაციაშვილის (მარცხნივ) და ნინო ხურციძის ბოლო ტურის შეხვედრას თვალს ადევნებს სალომე მელია

დიდოსტატი ნინო ხურციძე სამ ათეულ წელიწადზე მეტია, ჭადრაკს თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მრავალი წარმატებისთვის მიუღწევია შინ თუ გარეთ.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა 2000 წელს თავის დაფაზე ოქროს მედალიც დაიმსახურა. ორი წლის წინათ თურქეთში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მესამე ადგილი დაიკავა. ევროპის გუნდურ პირველობებზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს ჯილდო მოიხვეჭა, დაფების მიხედვით კი ორჯერ ვერცხლი ხვდა.

შინაურ შეჯიბრებებშიც არაერთხელ გაუხარებია გულშემატკივრები. აქამდე ოთხჯერ (1989, 1993, 2005, 2006) იყო ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კი ეს ტიტული ვაჟებშიც (1998) მოიპოვა, რაც ქართული ჭადრაკის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა.

და აი, მეექვსედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე - თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრებულ ქალთა 70-ე საიუბილეო ჩემპიონატში 11 შესაძლებლიდან 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნინო ბაციაშვილი. შარშან ანაკლიაში მსგავს შეჯიბრებაში მან ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

წლეულს, როგორც ვხედავთ, კვარცხლბეკზე ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა, არადა, მიზანთანაც ახლოს იყო - ბოლო ტურში ჩემპიონატის რეალური ფავორიტის, ხურციძის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

"ნინო ისე მიიწევს წინ, გრაფიკით ოქროს მედალი გაისად ეკუთვნის", - იხუმრეს შეჯიბრების მონაწილეებმა.

საგულისხმოა ისიც, რომ ბაციაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შარშან მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზეც მოსინჯა ძალები და დებიუტანტისთვის არცთუ ურიგოდ.

7,5 ქულით მესამე ადგილი სალომე მელიამ დაიკავა და ახლა მის სპორტულ კოლექციას ქვეყნის პირველობებში მოპოვებული სამივე სინჯის მედალი ამშვენებს: 2009 წელს მეორე იყო, 2010 წელს კი ყველას აჯობა. იმავე წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გუნდურში მესამე ადგილი ხვდა, პირადში კი ბოლო დაფაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა, შარშანწინ გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ბრინჯაო ერგო, პირადში - ოქრო. წლეულს ყაზახური ასტანიდან მსგავსი შეჯიბრების ვერცხლით დაბრუნდა. ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია როგორც ნაკრებთან ერთად, ისე - პირადში.

ნინო ხურციძემ ამჟამინდელი ჩემპიონობით ევროპის გუნდურ პირველობაზე გასამგზავრებლად საქართველოს ნაკრებში ადგილი დაიბევა, სხვებს კი საამისოდ ბრძოლა მოუწევთ.

გასულ უქმეებზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა. გამარჯვებულსა და პრიზიორებს მედლები და ფულადი ჯილდოები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიდოსტატმა გია გიორგაძემ გადასცა.

დახურვის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ რეკორდსმენ ჩემპიონს (ქალთაგან საქართველოს პირველობა ექვსჯერ - ხუთჯერ ქალებში, ერთხელ - კაცებში - არავის მოუპოვებია) გავესაუბრეთ.

- დაძაბული ჩემპიონატი იყო, თანაბარი ძალის რამდენიმე დიდოსტატმა მოიყარა თავი. თუმცა არც დებიუტანტებთან - ეროვნულ ოსტატებთან ყოფილა პაექრობა იოლი. მაგალითად, მე ყველაზე რთული პარტია სწორედ ლიკა კობეშავიძესთან მქონდა. ლიკამ და ანა კუჭავამ წლეულს სკოლა დაამთავრეს და ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. ამიტომ გაუჭირდათ ორ ფრონტზე ბრძოლა, თორემ, დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგები ექნებოდათ.

- თქვენ როდის იგრძენით, რომ მეექვსედ შეგეძლოთ ოქროს მოპოვება?..

- მცირეწლოვანი შვილის გამო ბოლო ორი წელიწადია, მხოლოდ ოფიციალურ ტურნირებში ვთამაშობ. წლეულს, მაგალითად, მარტო ასტანაში გამოვედი მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში. პრობლემების მიუხედავად, ეროვნული პირველობისთვის ნორმალურად მოვემზადე. მეხუთე ტურის შემდეგ ვიგრძენი, რომ სამეულისთვის ბრძოლა შემეძლო. ვიბრძოლე და ოქროც მოვიდა.

- თქვენი მეუღლე ბაჩანა მორჩიაშვილი საერთაშორისო ოსტატია. ის თუ გეხმარებათ?

- შეძლებისდაგვარად, რადგან თავადაც მონაწილეობს ტურნირებში. საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში კი ვერაფერს ვუსაყვედურებ - გვერდით მედგა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- უპირველესად, მადლიერებით მინდა მოვიხსენიო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთეს ჩვენთვის. თუნდაც ის რად ღირს, რომ საგრძნობლად გაიზარდა ეროვნული ჩემპიონატების საპრიზო ფონდი, რამაც უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა ეს შეჯიბრება.

ამასთანავე, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი დააწესეს. მაგალითად, წლეულს ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების - ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის თასები გათამაშდება. ცხადია, ორივე ტურნირში გამოვალ.

საქართველოს ჩემპიონობით ქვეყნის ქალთა ნაკრებში მოვხვდი და ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გავემგზავრები. არ არის გამორიცხული, ივნისში ევროპის პირად პირველობაზეც მიხილოთ.

ასე რომ, წინ საინტერესო შეჯიბრებები მელის და ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქომაგი

ნინო წარმატებას გილოცავთ,დროა ვინმე მყარად დაუდგეს გვერდით ნანას და ბელას!

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა

"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

ᓒᓘᓐ გᓘᓝᓠᓒᓐძᓔ: ᓛიზᓐᓜᓘ ᓣᓪᓕᓚᓔᓚᓘა, ᓥᓐᓚᓔბᓘსგᓐᓜ მᓔᓓᓚᓔბᓡ ᓕᓔლᓘᓗ

რა ჯდება ჭადრაკის ოლიმპიადა - როგორ განაწილდება 38.5 მილიონი ლარი?

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო

ᓚᓝᓞᓝᓢᓐ ᓛᓝᓭᓐᓓᓠᓐᓙᓔ ᓥᓐᓚᓗᓐ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓡ ᓛᓔ-4 ᓔᓢᓐᓞᓡ ᓣᓛᓐᓡᓞᓘᓜᓫᓚᓔᓑᓡ

ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია

ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საჭადრაკო აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი არსებულ პრობლემებზე საუბრობს

"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა

ᓒᓘᓐ ᓒᓘᓝᓠᓒᓐᓫᓔ: ᓩᓕᓔᓜᓔᓑᓖᓔ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓞᓘᓠᓝᓑᓔᓑᓘ ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓩᓘᓜᓔᓗᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓠᓣᓡᓔᓗᓘᓡ ᓒᓣᓜᓓᓔᓑᓡ ᓗᓣ ᓔᓥᓜᓔᓑᓐᓗ

ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა

ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ

ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე