11 ივნისს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა და გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა პრესკონფერენცია გამართეს
11 ივნისს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა და გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა პრესკონფერენცია გამართეს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას ბრალდებები წაუყენეს.

გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ მიმართვას:

"ქართულ ფეხბურთში დღეს შექმნილი მძიმე მდგომარეობა "ნაციონალური მოძრაობის" და ბატონი ზვიად სიჭინავას ერთობლივი მოღვაწეობის პირდაპირი შედეგია. უალტერნატივოდ ჩატარებულ არჩევნებს და სუბიექტების მისამართით ირიბ თუ პირდაპირ ზეწოლას ვერც ფუტსალის ასოციაცია გადაურჩა.

საქართველოს ფუტსალის ასოციაცია (წარსულში მინი-ფეხბურთის ასოციაცია) დაარსების წლიდან (1992) უწყვეტად ფუნქციონირებდა. ამასთანავე, გახლდათ სფფ-ში ინტეგრირებული წევრი, იცავდა უეფა-ფიფას საერთაშორისო ნორმატივებს, 2009 წლის ოქტომბრის 15 რიცხვიდან მოექცა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ბატონ ზვიად სიჭინავას მიერ გაცემული სანქციით ამოქმედდა ფეხბურთის ფედერაციის ფუტსალის კომიტეტი, რომელმაც იმავე წლის ნოემბრის თვეში დაწყებული ლეგიტიმური და სფფ-სთან შეთანხმებული და დაწყებული ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის სამი ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა. სფფ-ის მხრიდან ასოციაციის შეჩერების საბაბად უსახსრობა დასახელდა.

სამწუხაროდ, მაშინ არჩეულ (თუ დანიშნულ?) სფფ-ის პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ყველა ქვეყანაში ფუტსალის ეროვნული ორგანიზაციისთვის ფინანსებსა და ოფისს ქვეყანაში მოქმედი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

მეტიც, ბატონმა ზვიად სიჭინავამ პირად და სატელევიზიო გამოსვლებში საზეიმოდ განაცხადა, რომ ასოციაციის მოქმედი წესდება თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და დასძინა, რომ მოქმედი პრეზიდენტი კახა დევდარიანი მას პირადად ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს აგონებდა. "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო გადაცემაში, "საფეხბურთო ღამე", ფუტსალში მოღვაწე ხალხს უცოდინარი უწოდა. იგივე ეთერით გაირკვა, რომ სფფ-ის პრეზიდენტს "სულ ფეხებზე ჰკიდია, ნაკრებში ლეგიონერი ითამაშებს თუ ქართველი" (სტილი დაცულია).

პირად საუბარში სიჭინავამ დასძინა, რომ პირველ რიგში, მოქმედ პრეზიდენტს, კახა დევდარიანს თანამდებობა დროზე ადრე უნდა დაეტოვებინა და მისთვის რიგით მე-2 არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.

აქვე დავძენთ, რომ 1992 წლიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ბატონი დევდარიანი გახლდათ ფუტსალის ასოციაციის (მანამდე მინი-ფეხბურთის ასოციაციის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. მან უმძიმესი წლები ღირსეულად გამოიარა.

სიჭინავას გამოჩენამდე, სფფ ბატონი კახას მოღვაწეობას (1992 წლიდან 2009 წლის ოქტომბრამდე) წარმატებულად აფასებდა. სიჭინავას საჯაროდ გაცხადებულ პოზიციას უცნაური ამბები მოჰყვა - ფუტსალში მოღვაწე ყველა პირის ლაპარაკი ოპერატიულად ხელმისაწვდომი ხდებოდა გარეშე პირებისათვის.

ბატონ კახასთვის და ჩვენთვისაც ნათელი გახდა, რომ თუ ის თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას არ დათანხმდებოდა, ეს ზეწოლა გაძლიერდებოდა და მოვლენები კიდე უფრო მძაფრი სცენარით განვითარდებოდა. სიჭინავასგან (და არა მარტო მისგან) შემდეგი წინადადებები ისმოდა: "ძალა ჩვენ მხარესაა", "სახელმწიფო ჩვენია", "თავად თუ არ დაიშლებით, ჩვენ დაგშლით, შევქმნი ახალს და ვისაც მინდა, იმას მოვიყვან და ვაღიარებ".

ამის შემდეგ მომხდარზე დასკვნები თავად გააკეთეთ: დევდარიანის გადაყენების შემდეგ პირველი საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის გლდანში, შსს-ს დარბაზში, ფაქტობრივად, უმაყურებლოდ ჩატარდა. ამან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გაკვირვებული დატოვა.

როგორ კი ფუტსალის კომიტეტმა ბოლშევიკური მისია შეასრულა, მისივე შემქმნელმა ზვიად სიჭინავამ უკვალოდ გააქრო და მას შემდეგ დებულების შეცვლაც არ მოუთხოვია.

ამის შედეგად მივიღეთ მკაცრი რეალობა - ფუტსალში ვკარგავდით რეგიონალურ კლუბებს. სფფ-მ კახა დევდარიანი უფინანსობის ალიბით გადააყენა, მაგრამ ამ ნაბიჯს არავითარი კაპიტალდაბანდება არ მოჰყოლია, რაზეც ბატონი ზვიად სიჭინავა აპელირებდა. ახალგაზრდული ნაკრების სრულ დასამარებამდე, მორიგი დახურული საერთაშორისო თამაში პოლონელ თანატოლებთან შსს-ს დარბაზში იგივე სცენარით გაიმართა.

მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, თანამდებობიდან მაინც გაანთავისუფლეს ეროვნული ნაკრების წარმატებული მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი. თანაც ისე, რომ კონტრაქტის პერიოდში სფფ-ისა და ფუტსალის კომიტეტს მწვრთნელისა და ნაკრების (?!) პრობლემების მიმართ არანაირი დაინტერესება არ გამოუჩენიათ. სრულიად იგნორირებულ იქნა ასოციაციაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. ამ ყველაფერს ემსხვერპლა ბავშვთა სკოლა (სამი ასაკობრივი გუნდი) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. იკლო საერთაშორისო მატჩების რაოდენობამ, რაც საერთაშორისო იზოლაციის დასაწყისი გახდა.

კომიტეტი, ბატონი სიჭინავას ხელმძღვანელობით, გაუქმებული ფუტსალის ასოციაციისგან (ანუ მისივე უკვე ყოფილი სუბიქტისგან) მოქმედ ბეჭედს დაჟინებით მოითხოვდა. სფფ-ისთვის მთავარი მიზანი იყო, ფუტსალის კომიტეტის (ანუ ახალი სუბიექტის) ლეგიტიმაცია და მომავალ არჩევნებზე ფუტსალის ასოციაციიდან ხმის გარანტირებულად მიღება.

სფფ-ის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, ზეწოლის ქვეშ, მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს ბექა კვიციანს ახსნა-განმარტების გაგზავნა მოუხდა უეფა-ში, რათა ლეგიტიმაცია ჰქონოდა ახალ ჩემპიონატს.

ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი, ვაღიარებთ ზეწოლის ფაქტებს და მოვითხოვთ:

1. ქართულ ფეხბურთში ისედაც დამძიმებული ვითარება რომ არ გაღრმავდეს და კრიზისი შეუქცევადი არ გახდეს, ვადაზე ადრე გადადგეს სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა.

2. დაინიშნოს თავისუფალი და დემოკრატიული, რიგგარეშე არჩევნები.

3. სფფ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გაითვალისწინოს ჩვენ მიერ მოყვანილი გარემოებები და მის საფუძველზე თავისივე სუბიექტს საქართველოს ფუტსალის ასოციაციას, აღუდგინოს 2009 წლის ოქტომბრამდე არსებული სტატუს ქვო.

4. სტატუს ქვოს ცნობის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ თავისივე წესდება სრულყოს და სფფ-ის და უეფა-ფიფას მოქმედ კანონმდებლობას შეუსაბამოს.

5. წესდების სისრულეში მოყვანისთანავე, ბატონმა კახა დევდარიანმა გამოაცხადოს რიგითი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ფუტსალის ასოციაციაში, რაც სპორტის ამ სახეობაში სამართლიანობის აღდგენას უზრუნველყოფს".

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"იბერია სტარს" მინისტრი და მერი დაეხმარებიან?
ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?
ლევან ცქიტიშვილი: თქვას ფეხბურთის ფედერაციამ, ვინ არის ნამდვილი პრეზიდენტი!
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
საფიქრალი: როგორ ჩამოვიშოროთ კოსოვო? არსებობს რამდენიმე არგუმენტი
"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"
ქართულ ფუტსალში დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს
ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"იბერია სტარი" უეფას თასის გათამაშებაში ისე ერთვება, ერთი საკონტროლო მატჩიც არ ჰქონია
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ფუტსალში განხეთქილებაა - ლევან ცქიტიშვილი ასოციაციის პრეზიდენტობიდან გადააყენეს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...