ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველო-ურუგვაი 27:3 - მთავარი ტესტი მოგებულია!

საქართველო-ურუგვაი 27:3 - მთავარი ტესტი მოგებულია!

"თბილისის თასის" გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის მოუგო და ტურნირში გამარჯვების შანსი შეინარჩუნა
"პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ. გუნდმა კარგად ითამაშა, შეტევების ორგანიზება შესანიშნავად შევძელით.

არა უშავდა მეორე ტაიმის პირველ ნაწილს. მატჩის ბოლო 15 წუთში კონცენტრაცია დავკარგეთ. მინდოდა თამაში დაგველაგებინა, ფაზები აგვეკინძა. არ გამოგვივიდა.

არადა, აუცილებლად უნდა გაგვეტანა მეოთხე ლელო, რათა პრემიალური ქულა აგვეღო და ტურნირის მოსაგებად უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაგვეკავებინა" , - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

"თბილისის თასის" გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდს 27:3 მოუგო და ტურნირში გამარჯვების შანსი შეინარჩუნა.

"ბორჯღალოსნებისა" და "ლოს ტეროსის" დაპირისპირების შედეგი, ცხადია, მსოფლიოს კლასიფიკაციაზე გავლენას იქონიებდა და ამიტომ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

მზარდ ირლანდიასთან დასანანი მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, მაქსიმალურად მობილიზებული და საბრძოლველად შემართული გამოვიდა. აშკარად ჩანდა გუნდის თითოეული წევრის განწყობა. ურუგვაის ნაკრებთან დამარცხება არაფრით არ შეიძლებოდა.

შეუძლებელია, არ დაეთანხმო საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს პირველი ტაიმის შეფასებაში. თუმცა ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს გუნდს თამაშში ხარვეზები არ ჰქონდა. ზედ ჩათვლის მოედანთან მისულებს ბურთი ორჯერ გაუვარდათ ხელიდან; რამდენიმე შეტევა კი, იმავე მიზეზით, ურუგვაელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ჩაიშალა.

რომ არა ეს, ერთი შეხედვით ელემენტარული შეცდომები, ცხადია, პირველი ტაიმის და მატჩის საბოლოო ანგარიშშიც სხვაობა ბევრად მეტი იქნებოდა.

ერთის თქმა თამამად შეიძლება: მილტონ ჰეიგი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს დასახულ მიზანს. გუნდი ხელდახელ ათამაშდა და თუ ამას მორკინალების კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვება, იმედია, ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელი თავკაცის "საოცნებო გუნდსაც" მივიღებთ.

ურუგვაელებთან მატჩი, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე ანგარიში გახსნეს. სტუმრებმა რაკში თამაშისას წესი დაარღვიეს და საჯარიმო 45 მეტრიდან "ბორჯღალოსნების" ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ზუსტად დაარტყა - 3:0.

აქვე შევნიშნავთ, რომ ირლანდიელებთან მატჩისგან განხვავებით, ამ შეხვედრაში წიკლაურის ყველა დარტყმა კარის აღებით დასრულდა.

პირველი ლელო საქართველოს ნაკრებმა მატჩის მეათე წუთზე გაიტანა შესანიშნავი მრავალფაზიანი შეტევით, რომლის დროსაც იერიშის მიმართულება "ბორჯღალოსნებმა" ორჯერ შეცვალეს და მასში მონაწილეობა თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო.

დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 47 მეტრში მოვიგეთ. პირველი დარტყმა მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა განახორციელა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მერე ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ შეტევის მიმართულება შეცვალა და მარცხნივ, მოკლე ფრთაზე ბურთი წიკლაურს გაატანა. მან რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და შებოჭეს.

ბეგაძემ ახლა ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშა. ჯერ პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა შეუტია, მერე მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ სცადა მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრა. ამის შემდეგ იერიშში მგეზავი ლაშა ხმალაძეც ჩაერთო, რომელმაც კიდევ უფრო მარჯვნივ, შუამარბ მერაბ შარიქაძეს გადააწოდა.

კიდისკენ სამი "ბორჯღალოსანი" ერთი ურუგვაელის წინააღმდეგ იყო დარჩენილი. შარიქაძემ ეს დროულად შენიშნა, შეტევაში მეწყვილე თედო ზიბზიბაძე ჩართო, რომელმაც ბურთი უკეთეს პოზიციაზე მყოფ გარემარბ ალექსანდრე თოდუას გაატანა, მას კი ლელოს გატანა არ გასჭირვებია.

წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:0.

მომდევნო ათწუთიან მონაკვეთში უპირატესობას ვერავინ ფლობდა. ჩვენი მგეზავი და მეტოქის უკანახაზელები აბრაგანების დარტყმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ამასთან, ისევ იჩინა თავი საქართველოს ნაკრების სენმა - "ბორჯღალოსნები" მეტოქეზე ხშირად არღვევდნენ თამაშის წესებს. ურუგვაელებმა პირველ 20 წუთში სამი საჯარიმო დაარტყეს და სამივე გააცუდეს.

პირველი ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მეტიც, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრებს ერთხელაც არ განუხორციელებიათ სალელოვე შეტევა, ჩვენი გუნდის ჩათვლის მოედანს არ მიახლოებიან.

მეორე ლელო პირველზე არანაკლებ ეფექტური გამოვიდა. 35-ე წუთზე საკუთარი დერეფანი ცენტრთან ახლოს გიორგი ჩხაიძემ სუფთად მოიგო და მოლი შევკარით. ხუთიოდე მეტრი გავიარეთ და მერე ბეგაძემ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა.

შუამარბმა მერაბ შარიქაძემ ხაზი გაჭრა, 22-მეტრიან ზონაში შეაღწია. მის შეჩერებას მეტოქის სამი მოწინააღმდეგე ცდილობდა, თუმცა ფეხზე მყარად მდგარი ქართველი მორაგბის წაქცევა ვერაფრით შეძლეს. შარიქაძემ ბრძოლაში 15 მეტრი გაიარა და ბოლო მომენტში, როცა თითქოს მისი ძირს დაცემა მოხერხდა, მან იქვე მიმყოლ თედო ზიბზიბაძეს ბურთი შესანიშნავად ამოუგდო.

თედოს ხელი ვერავინ შეუშალა. წიკლაურმა თანაგუნდელებს გარჯა დაუფასა - 17:0.

ანგარიშის გაზრდის შანსი დარჩენილ დროში რამდენჯერმე გვქონდა, თუმცა მეტოქის ლელოში მეტჯერ ვეღარ შევაღწიეთ და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.

შესვენების შემდეგ, მეორე ნახევარი, პირველის იდენტურად დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" ორ წუთში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს და წიკლაურმა ანგარიშში სხვაობა ოცამდე გაზარდა - 20:0.

აღსანიშნავია, რომ ჰეიგმა მეორე ტაიმში მოედანზე ახალგაზრდა ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი გამოუშვა, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

მესამე ლელო საქართველოს ნაკრებმა ძველებურ სტილში, 55-ე წუთზე გაიტანა. საჯარიმოს დარტყმის უფლება "ბორჯღალოსნებმა" მარჯვენა ფრთაზე მოიპოვეს. ხმალაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. ხუთმეტრიანი დერეფნიდან ჩვენმა მორკინალებმა მოლი ააგორეს და მეტოქე ლელოში შეათრიეს. ბოლოს ბურთით ხელში შეცვლაზე შესული მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე იყო.

წიკლაურმა ესეც გარდასახა - 27:0.

მეოთხე ლელოს გასატანად, რომელიც ერთ პრემიალურ ქულას გვარგუნებდა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ძალ-ღონე არ დაუშურებია, თუმცა მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა ვერაფრით მოახერხეს. ურუგვაელებმა სანუგეშოდ 57-ე წუთზე ერთი საჯარიმო გაიტანეს - 3:27.

ერთი ხანობა ჩვენი ლელოს მისადგომებთანაც იბრძოლეს, მაგრამ ქართველების კედელივით დაცვას ვერაფერი დააკლეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ის, რომ მეორე ტაიმი პირველზე უარესი იყო, ფიზმომზადების არცთუ კარგი დონის ბრალია. მოთამაშეები როცა იღლებიან, კონცენტრაციას კარგავენ და თამაში აღარ გამოსდით. ამიტომაც არის ხშირი ტექნიკური წუნი.

ვფიქრობ, საერთო ფიზიკურ მომზადებაზე სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ.

არგენტინაში ორ ჯგუფად გავემგზავრებით. პირველ ჯგუფში ათი მორაგბე იქნება. ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან დათუნაშვილი - ესენი "თბილისის თასის" გათამაშების განაცხადში არ არიან. დანარჩენ შვიდს მოგვიანებით შევარჩევთ.

ვნახავთ, ვის რა ხარისხის ტრავმა აწუხებს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"პირველი მატჩის წაგების შემდეგ ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება ადვილი არ იყო. მით უფრო, როცა ვიდეოფირი ვნახეთ, აშკარად ჩანდა, რომ ირლანდიის ნაკრებთან არ უნდა წაგვეგო.

ამ დროს რომ გამოხვიდე და ითამაშო, ძალიან ძნელია. თანაც ურუგვაის ნაკრები კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, შევძელით და კარგად ვითამაშეთ, შერკინებისა და უკანა ხაზის სინთეზურად შერწყმა მოვახერხეთ.

ამინდის გამო ორჯერ შევცვალეთ ტაქტიკა და ორივეჯერ შესანიშნავად გავისარჯეთ".

ფაბიო მანიო, ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველ მატჩში ცუდად არ გვითამაშია. უბრალოდ, ზოგიერთმა მოთამაშემ ვერ შეძლო ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება, სხვებიც აიყოლია და თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. პირველ ტაიმში ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. გამოვყოფდი მგეზავ ლაშა ხმალაძეს, რომელიც თამაშს შესანიშნავად აკონტროლებდა და ფეხით ბრწყინვალედ ითამაშა.

ერთი სიტყვით, ირლანდიასთან გამართულ მატჩთან შედარებით, თქვენი გუნდი დღეს ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა".

IRB თბილისის თასი 2013

11 ივნისი. ავჭალის სარაგბო სტადიონი

საქართველო-ურუგვაი 27:3

საქართველო (15-9) წიკლაური, მაჩხანელი, ზიბზიბაძე (კაჭარავა 64), შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე (მალაღურაძე 77), ბეგაძე (ხუციშვილი 41). (1-8) მირცხულავა (ჩილაჩავა 48), ბელქანია (ს. მაისურაძე 57), ზირაქაშვილი, ვ. მაისურაძე, ჩხაიძე (ბერიშვილი 74), სუთიაშვილი (ნემსაძე 32), კოლელიშვილი, ბიწაძე.

3 ლელო: თოდუა, ზიბზიბაძე, ნემსაძე.

3 გარდასახვა: წიკლაური

2 საჯარიმო: წიკლაური.

ურუგვაი (15-9) ეჩევერი, გონსალესი (ხიბერანუ 41), პრადა, რომანი, ლეივასი, დურანი (კასტიჯო 41, ტასისტრო 56, ს.საგარიო 77), ალვანელი. (1-8) კორალი (ხიმენესი 52), კლაპენვახი (ავალო 52), მ. საგარიო (დე მულა 52), ესპიგა, ლამანა, ს.საგარიო (დე ფრეიტასი 41), ვასკოუ, გამინარა.

საჯარიმო: ალვანელი

მსაჯი: ვლად იორდანესკუ (რუმინეთი).

11 ივნისი. ავჭალის სარაგბო სტადიონი

სამხ. აფრიკა-ირლანდია 19:8

სამხ. აფრიკა (15-9) ფან ვეიკი, ბოკი (პრეტორიუსი 74), ლოუ, ენგელბერხტი (ვატერმეიერი 78), სპეკმანი, ბესუიდენჰაუტი, ნტანდა. (1-8) კოხი, ჰერნე, ესპახი (დრეიერი 74), ფან დერ ვალტი, სნეიმანი (მტიანადა 79), შაბანგუ, კასიმი, იორდანი (ბოუვერი 56).

ლელო: ბოკი.

4 საჯარიმო: ბესუიდენჰაუტი.

გარდასახვა: ბესუიდენჰაუტი.

ირლანდია (15-9) ქარნი, მორისი, მექინი (გრიფინი 80), რიდი, ოჰალორანი (ალენი 48), ქითლი, ქუნი (ჰინი 56). (1-8) მაკგრასი (ლუთონი 48), ენეთი (ჰერინგი 48), ბენთი, ფოლი (ოქალენი 56), ნეგლი, რადოქი, მერფი, დიაქი.

ლელო: ალენი.

საჯარიმო: ქითლია

მსაჯი: ნიკ ბრაიანთი (ახალი ზელანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ირლანდია 15:20 - ხუთი საჯარიმო, რომელიც მარცხის ტოლფასია

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?

საქართველო-სამხრეთი აფრიკა 16:21 - სამხრეთაფრიკული ბარიერი ვერ გადავლახეთ

დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა

"ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამარცხდნენ

[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

ირლანდიის მზარდმა ნაკრებმა ურუგვაი დაამარცხა

ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ

”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

საქართველო VS სამხრეთ აფრიკა - პრემიალური გვჭირდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის

ურუგვაი VS ირლანდია [LIVE]

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

მილტონ ჰეიგი: ივნისის დასაწყისში ოთხივე მატჩის მოგებას ვგეგმავდით