იქ, სადაც ნიუ იორკ იანკისი თამაშობს
ნიუ იორკში, საქვეყნოდ ცნობილ ბეისბოლის კლუბ "ნიუ იორკ იანკისის" მოედანზე 40 ათასი ადამიანი დაესწრო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ბოლო რეპეტიციას კონფედერაციათა თასის წინ.

ესპანეთის ნაკრებმა 2:0 მოუგო ირლანდიას, რომელსაც ამერიკაში გულშემატკივარი არ აკლდა და არც ურიგოდ უთამაშია.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივე შემთხვევაში თავი შეცვლაზე შესულებმა გამოიჩინეს: "ვალენსიას" ფორვარდმა რობერტო სოლდადომ და ყოფილმა ვალენსიელმა - ხუან მატამ. პირველ შემთხვევაში უხეშად შეცდა ირლანდიელთა ცენტრალური მცველი ოდი, ბურთი სოლდადოს მიუვიდა და ფორვარდმაც საჯარიმოს მისადგომიდან დაუმუშავებლად დაარტყა ფორდის კარში. 88-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს ერთმანეთში ასტურიელებმა - სანტი კასორლამ და ხუან მატამ, "ჩელსის" შემტევმა კი მეკარესთან პირისპირ გასვლა გოლად აქცია.

აღსანიშნავია, რომ ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა ისეთი იყო, როგორიც ალბათ კონფედერაციათა თასზე იქნება... ერთი გამონაკლისის გარდა - კარში ვიქტორ ვალდესი იდგა, ხოლო იკერ კასილიასი მხოლოდ მეორე ტაიმში ვიხილეთ. დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკე მატჩამდე ორჭოფულად აცხადებდა, რომელი მეკარეც არ უნდა დავაყენო კარში, მართალი ვიქნებიო.

სხვათა შორის, მატჩის გმირი სწორედ იკერი გახდა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს ორი ფანტასტიკური "სეივით" იხსნა გუნდი. ვისენტე დელ ბოსკეს საფიქრალი გაუჩინა ირლანდიელი ქუინის უხეშობამ, რომელმაც საკმაოდ სერიოზულად დააშავა სერხიო ბუსკეტსი, რომლის თამაშიც ურუგვაის ნაკრებთან საეჭვოა.

სხვათა შორის, ამერიკელმა რეფერი მარუფომ 84-ე წუთზე საეჭვო ვითარებაში არ ჩათვალა სენტ ლედჯერის გოლი (სწორედ იმ ეპიზოდის მერე, როცა კასილიასმა იყოჩაღა).

16 ივნისს "ფურია როხა" კონფედერაციის თასს ურუგვაის ნაკრებთან მატჩით იწყებს.

ესპანეთი-ირლანდია 2:0

გოლები: 1:0 სოლდადო (69), 2:0 მატა (88)

ესპანეთი (4-3-3): ვალდესი (58. კასილიასი) - არბელოა, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ჩავი (69. მატა), ბუსკეტსი, ინიესტა (58. ფაბრეგასი) - სილვა (46. ნავასი), ვილია (58. სოლდადო), პედრო (78. კასორლა).

ირლანდია (4-4-2): ფორდი (73. რენდოლფი) - მაკშეინი, სენტ ლედჯერი, ოდი, კელი (88. დელეინი) - კოულმენი, ჰენდრიკი (46. ქუინი), მაკარტი (87. ლონგი), კიო (73. მაკლინი) - კინი (56. კოქსი), სამონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრებს კარგი ცენტრფორვარდი არ ჰყავს

რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
ჯორჯო კიელინი: ბრაზილიაში საოცარი საფეხბურთო ატმოსფეროა
ლაპორტა ვიქტორ ვალდესს "ბარსელონაში" აბრუნებს
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
რუსეთი-ახ. ზელანდია 2:0 - ინტუიციამ რა ჰქნა...
ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ვიქტორ ვალდესი: ფატის საშინელი ბუცები ჰქონდა და ახლები მე შევუძინე
8 გატანილი გოლი - ლა ლიგაში საოცარი მატჩი გაიმართა [VIDEO]
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
The Independent: "ტოტენჰემი" 9 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა
გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" მწვრთნელად დაბრუნდა
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო
ხავი მარტინესი: იქ ვითამაშებ, სადაც ხოსეპ გვარდიოლა ინებებს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
ლა ლიგა. XXI ტურის ფაქტები და ციფრები: სოლდადოს საგოლე პასები, ადურისის გოლები
"იდიოტი ხარ, კუმან" - დაუყვირა ნამატჩევს სოლდადომ
სამი მეგობარი, რომელმაც "ტოტენჰემი"-"პარტიზანის" მატჩი კინაღამ ჩაშალა [VIDEO]
კონფედერაციათა თასი: პორტუგალია მესამე ადგილის მფლობელია
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
კონფედერაციათა თასი: მექსიკამ რუსეთი ჯგუფში ჩატოვა [VIDEO]
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდა
კონფედერაციათა თასი 2017. B ჯგუფი: ლიოვის მეასე გამარჯვება [VIDEO]
ლონდონის "ტოტენჰემი" ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე გადაერთო
"ბარსელონას" ლეგენდამ გარეუბნის გუნდი ჩაიბარა
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?