"...ის პრობლემა, რაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აწუხებს, ჩემი პრობლემა ვერ იქნება, მე ჩემს გუნდს უნდა მივხედო"

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დუბლის შესრულებაც შეძლო. ყველა ეს წარმატება კი მას შემდეგ მოვიდა, რაც "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი უმცროს დუშან უჰრინს ჩააბარეს.

ახლა მისი გუნდი უკვე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და გვაქვს იმედი, რომ "დინამო" თავს არც საერთაშორისო ასპარეზზე შეირცხვენს.

დღეს "ლელოს" სტუმარი ჩეხი სპეციალისტია, რომელიც გასულ სეზონს კიდევ ერთხელ აფასებს, სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზეც.

- დიდი მადლობა მოწვევისთვის. შემიძლია, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე გულახდილად გესაუბროთ.

- როგორ დაისვენეთ?

- მხოლოდ ორკვირიანი შვებულება მქონდა და ამ დროის განმავლობაში ოჯახურ საკითხებს ვაგვარებდი. გარდა ამისა, მთელი ჩეხეთი წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდა და ამ საქმეში მეც გახლდით ჩართული.

ერთი სიტყვით, საერთოდ არ დამისვენია.

- 24 ივნისს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "დინამო" ჩაიბარეთ...

- ეს ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული პერიოდი იყო. ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავიდა და ვნახოთ, რამდენ ხანს მომიწევს აქ ყოფნა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ისე კი, "დინამოსთან" კონტრაქტით კიდევ წელიწადი მაკავშირებს.

- ურიგო კარიერა არც "დინამომდე" გქონიათ, მაგრამ პირველი ტიტულები სწორედ საქართველოში მოიპოვეთ...

- დიახ, ასეა და ამით ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ზეიმისთვის დიდი დრო არ გვქონია. ახლა მთელი ენერგიით უნდა მოვემზადოთ ახალი სეზონისთვის.

- ბოლოს "დინამო" ჩემპიონი უფროსი დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით გახდა. ალბათ, მამათქვენს ამ თემაზე ესაუბრეთ...

- მე და მამაჩემმა "დინამოს" ჩემპიონობა ერთად ვიზეიმეთ, ისევე, როგორც მისი 70 წლის იუბილე. რასაკვირველია, მე და მან ბევრ საფეხბურთო საკითხზე ვისაუბრეთ. ისე კი, შეგახსენებთ, რომ მამაჩემს, ჩემგან განსხვავებით, დუბლი არ შეუსრულებია (იცინის).

- მამა იშვიათად არის შვილით კმაყოფილი. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

- ამაზე არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ იგი ჩემით ყოველთვის უკმაყოფილოა.

- ელოდით ასეთ შედეგს?

- თავიდანვე, როცა გუნდი ჩავიბარე, მიზნად დუბლის შესრულება დავისახეთ, თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, მაინც ჩემპიონობა იყო. სეზონი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და ასი პროცენტით ვიხარჯებოდით.

- გულშემატკივარი უცხოელი მწვრთნელისა და ფეხბურთელისგან ყოველთვის მეტს ითხოვს. ამის გამო თავს წნეხში ხომ არ გრძნობდით?

- საზღვარგარეთ აქამდეც მიმუშავია და ამ წნეხს მიჩვეული ვარ. თავიდანვე კარგად ვაცნობიერებდი, როგორი პასუხისმგებლობაა "დინამოს" მწვრთნელობა. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე "ტორპედოსა" და "დილასთან" ფრედ ვითამაშეთ, რაც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვების ტოლფასი იყო. ამ დროს ოჯახიც კი გავუშვი სამშობლოში, რათა საქმეზე სრული კონცენტრირება მომეხდინა.

- ალბათ, იცით, რომ საქართველოს მომავალი ჩემპიონატის თაობაზე სრული გაურკვევლობაა. კვლავ უცნობია, რამდენი გუნდი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. ეს მოსამზადებელი ციკლის დაგეგმვაში ხელს არ გიშლით?

- ამ ეტაპზე ზუსტი გეგმა გვაქვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მომზადებას ითვალისწინებს.

- "დინამოში" გყავთ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც დუბლშემადგენლობაში თამაშობენ. როგორ გადაწყდება მათი საკითხი?

- ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს - შინდაგორიძე, პაპავა, გველესიანი, ხოჭოლავა, ჯიღაური... ხოლო ის პრობლემა, რაც აწუხებს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ჩემი პრობლემა ვერ იქნება. ჩემს გუნდს უნდა მივხედო.

მე არ გახლავართ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, რომ ძირითად შემადგენლობაში თერთმეტი გამოუცდელი ფეხბურთელი გავამწესო. ასე რომ ვქნა, ევროთასებზე წარმატების შანსი ნულის ტოლი იქნება.

"დინამოში" შანსი ყველა ახალგაზრდას მივეცით. ეს შანსი ზოგმა გამოიყენა, ზოგმა კი - ვერა. ვინც ვერ გამოიყენა, მათ სხვა კლუბებში გავანათხოვრებთ.

ნიჭიერი ფეხბურთელების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან მოდის და მათ დიდი შრომა და კონცენტრაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ ყოფა გამოისწორონ.

- ზამთარში "დინამომ" მილხრაუმი, ტატანაშვილი და მენდი დაიმატა, ზაფხულში კი მათზე უარი თქვა. ეს ფეხბურთელები თქვენი სურვილით მოიყვანეთ თუ კლუბის ხელმძღვანელობის ინიციატივა იყო?

- ვიტყოდი, რომ 50/50-ზე. მესმის თქვენი შეკითხვის არსი. ყოველთვის ვცდილობ, აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გავაკეთო, რადგან მათ თამაშს საქართველოს ჩემპიონატში ვადევნებ თვალს და მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. მაგალითად, მილხრაუმის საჭიროება უცებ გაჩნდა, რადგან "დინამო" რეხვიაშვილმა დატოვა.

მე ნახევარი წლით ფეხბურთელების მოყვანას ტრანსფერს ვერც ვუწოდებ. ზოგადად კი, მთავარია, კლუბს წარმატება ჰქონდეს და ევროპაში კლუბის ხელმძღვანელი არ დაეძებს, ამ წარმატებას ადგილობრივი ფეხბურთელები მოუტანენ თუ ლეგიონერები.

უკეთესი შედეგები თუ გვინდა, უკეთესი მოთამაშეების ყიდვაც უნდა შეგვეძლოს. თუკი, მაგალითად, პრაღის "სპარტა" 1-2 მილიონად ღირებულ ფეხბურთელებს ყიდულობს, საქართველოში ნახევარი მილიონისა და 200 ათასის გადახდაც პრობლემაა.

თუმცა გამონაკლისებიც არსებობს - ასე მაგალითად, ჯაბა დვალის სანაცვლოდ "დინამომ" "ზესტაფონს" სოლიდური თანხა ჩაურიცხა.

- გასული სეზონის განმავლობაში როტაციას, ფაქტობრივად, არ მიმართავდით. ეს თქვენი სტილია თუ ამას კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე აკეთებდით?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სტილია. აქცენტს ყველგან 15 ფეხბურთელზე ვაკეთებ. ასე უფრო ადვილია მათთვის დავალებების განაწილება, ხოლო ვინც ამ 15-ში ვერ ხვდება, უფრო მკაფიოდ იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი მიეცეს.

- რეხვიაშვილი "დინამოს" დაუბრუნდება?

- არა, არ დაუბრუნდება და ამის მიზეზსაც გეტყვით. იგი ვარჯიშებზე არაკონცენტრირებული იყო. ჩემი არაერთი შენიშვნის მიუხედავად, მაინც იგივეს იმეორებდა, მხოლოდ მცირე დროით ახერხებდა თავის ხელში აყვანას და შემდეგ მაინც თავისას აგრძელებდა.

მე შემიძლია, ფეხბურთელს რაღაცაზე მივუთითო ერთხელ, ორჯერ და სამჯერ, მაგრამ არა - ათჯერ. ამდენი დრო არ მაქვს.

დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. არსებობს წესები და კანონები, რომლებსაც მწვრთნელებიც უნდა დაემორჩილონ და ფეხბურთელებიც.

- საინტერესოა, რატომ თქვით კოტოზე უარი...

- ყველაფრის თავი და თავი არის მაღალი ხელფასი, რაც მისგან მოტანილ სარგებელს არ შეესაბამებოდა. მის პოზიციაზე ქუთაისის "ტორპედოდან" ელგუჯა გრიგალაშვილის დამატება გვინდა.

- ახალი ტრანსფერების შესახებ სხვა არაფერია ცნობილი?

- ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ რუსთავის "მეტალურგის" წევრ მიქაბერიძეს ვაკვირდებით, თუმცა მისი სინჯებზე მოყვანა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა.

- მილან ბაროშის ტრანსფერზე საუბარიც არ ყოფილა?

- ვერ გეტყვით, რატომ დაირხა ხმები, თითქოს ბაროშის დამატებას ვაპირებდეთ. ახლა იგი მშობლიური კლუბის, ოსტრავის "ბანიკის" ღირსებას იცავს, იქ უხელფასოდ თამაშობს და მეტიც, კლუბს ფინანსურადაც ეხმარება; სულ მალე კი, სავარაუდოდ, რომელიმე არაბულ კლუბს მიაშურებს, სადაც წლიური ხელფასი 1,5-2 მილიონი ევრო ექნება.

- არის თუ არა "დინამო" მზად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად და თუ არ არის, როდისთვის იქნება შესაძლებელი ამ მიზნისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება?

- ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ჩვენი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს წილისყრის შედეგებსაც და რა თქმა უნდა, ტრანსფერებსაც. თუმცა ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ასე მაგალითად, ჩემს გუნდს ორი მატჩის ჯამში მარსელის "ოლიმპიკი" დაუმარცხებია, რომლის ღირსებასაც ფრანკ რიბერი იცავდა.

- ბოლო ორი მატჩისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ორი დინამოელი იყო გამოძახებული. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ლორია და ძარია არიან სანაკრებოდ მზად?

- ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, შეიძლება, გამართლებული არ იყოს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ სანაკრებო შანსს ასევე იმსახურებენ კვარაცხელია, ხმალაძე, მერებაშვილი, სეთურიძე და დვალი.

დვალმა ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, მერებაშვილის მიერ გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობა კი შთამბეჭდავია.

სურვილის ასრულებას და საქართველოს ნაკრებში თამაშს ჩისკოსაც ვუსურვებ.

- საქართველოს ნაკრებზე სხვას რას იტყოდით?

- ბევრს ვერაფერს. პატარა ქვეყანა ხართ და ძნელია, სერიოზული სანაკრებო წარმატებების იმედი გქონდეთ. მომეწონა ბელორუსსა და ესპანეთთან ჩატარებული საშინაო მატჩები. ისე, ჩეხეთში ამდენი ტექნიკური ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.

- "ლელომ" სეზონის ნომინანტები დაასახელა და ყველა ამპლუაში დინამოელები გამოარჩია. ეთანხმებით ჩვენს არჩევანს?

- აბსოლუტურად ვეთანხმები და კმაყოფილი და მადლიერი გახლავართ.

- ბევრი უცხოელი მწვრთნელი ქართული მენტალიტეტის თავისებურებებზე საუბრობს. თქვენ რა შეხედულება გაქვთ ამ საკითხზე?

- არ ვფიქრობ, რომ ქართველებს სხვებისგან განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. დილით ადრე ადგომა და მუშაობა სხვა ქვეყნებშიც ეზარებათ.

- "დინამო" საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებით რომ იყოს დაკომპლექტებული, შეძლებდა ევროპული წარმატებების მიღწევას?

- ვფიქრობ, რომ გარკვეული შედეგები აუცილებლად ექნებოდა. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტაა ულეგიონერო კარგი გუნდები, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს - მაგალითად, ბელორუსული ბატე. ამხელა ფინანსური შესაძლებლობები ჩვენ არ გაგვაჩნია.

- იმას გულისხმობთ, რომ სასურველი ფეხბურთელების შეძენას ვერ ახერხებთ?

- საქართველოში ასეთი სისტემაა - აქცენტი იაფიან ფეხბურთელებსა და თავისუფალ აგენტებზე კეთდება.

- ქართულ მედიასთან თანამშრომლობით თუ ხართ კმაყოფილი?

- სიმართლე გითხრათ, ინტერვიუებით განებივრებული არ გახლავართ, ყველაზე დიდ ყურადღებას კი ყოველთვის თქვენი გაზეთისგან ვგრძნობ ხოლმე.

ქართულ მედიასთან ჩემი კონტაქტი ინტენსიური არ არის და მხოლოდ დროდადრო თუ მაქვს თქვენს კოლეგებთან შეხება. რუმინეთსა და ჩეხეთში კი ბევრად მეტი ყოველდღიური საფეხბურთო გამოცემაა და იქ მუშაობისას ჟურნალისტებთან ყოველდღიური შეხება მქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა

რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება

თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
მამადუ სახო "ტორპედოდან" წავიდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო
"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა