"ფერარის" დიდი დანაკლისი
ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის ქალიშვილი ტამარა ცოლად გაჰყვა ყოფილ ბრიტანელ საბირჟო ბროკერს ჯეი რატლენდს. 28 წლის ტამარასა და 33 წლის ჯეის ქორწილი ფრანგულ რივიერაზე შედგა. წყვილისთვის და მათი სტუმრებისთვის მთლიანად დაიქირავეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Grand-Hotel du Cap-Ferrat.

სტუმრებს შორის ბევრი სახულგანთქმული ბრიტანელი იყო. მათ თავიანთი გამოსვლებით ართობდნენ ელტონ ჯონი და ლაიონელ რიჩი.

პრესის ინფორმაციით, ექლსტოუნების ოჯახს ქორწილი 4.6 მილიონი ევრო დაუჯდა. თუმცა ეს თანხა იმაზე ნაკლებია, რაც 2011 წელს ტამარას უმცროსი დის - პეტრა ექლსტოუნის ქორწილის გადახდას დასჭირდა. მაშინ, ბერნიმ და მისმა ყოფილმა ცოლმა სლავიკამ 22 წლის პეტრას ქორწილისთვის 12 მილიონი ევრო დახარჯეს.

ტამარა ექლსტოუნის მეუღლე უმწიკვლო რეპუტაციით ნამდვილად არ სარგებლობს. გასული წლის ივლისში, ბრიტანეთის ფინანსური სამსახურის სამმართველომ ჯეი რატლენდს საფინანსო სფეროში ნებისმიერი მოღვაწეობა აუკრძალა, რისი მიზეზიც გახდა არაკეთლისინდისიერება და გარიგებებისას კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა. უფრო ადრე, ის Deutsche Bank-დან დაითხოვეს კოკაინის რეალიზაციის ბრალდებით.

ფერარის დიდი დანაკლისი

სამწუხარო ამბავი შეიტყვეს "ფერარის" გუნდის წევრებმა და გულშემატკივრებმა. 90 წლის ასაკში გარდაიცვალა "სკუდერიას" შემადგენლობაში პირველი გრანპრის მომგები, არგენტინელი ხოსე-ფროილან გონსალესი.

1951 წელს, ბრიტანეთის "სილვერსტოუნში" გონსალესის გამარჯვებამ სათავე დაუდო "ფერარის" დიად ისტორიას ფორმულა 1-ში. 1954 წელს, ხოსე-ფროილანმა მოიგო "ლე მანის 24-საათიანი" რბოლა. არგენტინელმა ბოლო გრანპრი კარიერაში 1960 წელს ჩაატარა, როცა მეათე ადგილზე გავიდა საშინაო რბოლაში.

გონსალესის სიკვდილის შემდეგ, ფორმულა 1-ის გრანპრის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია ჯეკ ბრებემი, რომელიც ამჟამად 87 წლისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
მარტინა ჰინგისი პოლიციამ დაკითხა
გვარდიოლას გამარჯვება ელტონ ჯონმა მიულოცა
ფორმულა 1: მუდმივი არაფერია
ელტონ ჯონმა "ლიდსის" ფორვარდის "იუნაიტედში" ტრანსფერი ლამის ჩაშალა
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
ფორმულა 1: მესამე მანქანა იქნება?
ფორმულა 1: ბერნი ექლსტოუნის სიდედრი თავისუფალია
ფორმულა 1: მოტაცება ბრაზილიურად
ფორმულა 1: დიდი ცირკი მფლობელს იცვლის