გასულ უქმეებზე საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი ორი ტურის პარტიები გათამაშდა
გასულ უქმეებზე საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი ორი ტურის პარტიები გათამაშდა.

მე-4 ტურში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა დავით ჯოჯუამ, რომელმაც შავი ფიგურებით გიგა ყუფარაძე დაამარცხა.

უახლოესი მდევრები - კონსტანტინე შანავა და ლუკა პაიჭაძე ყაიმებს დასჯერდნენ, შესაბამისად, გაიოზ ნიგალიძესა და მერაბ გაგუნაშვილთან. ასევე, დაზავდნენ მიხეილ მჭედლიშვილი და დავით ლომსაძე; ხოლო ლევან ფანცულაიამ - დავით ზარქუას, დავით მაღალაშვილმა კი ფრიდონ ყალაგაშვილს აჯობა.

დაძაბულად წარიმართა 16 ივნისის, მე-5 ტურის შეხვედრები. ერთპიროვნული ლიდერის წინსვლა მაღალაშვილმა შეაფერხა - მეტოქეები 23-ე სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

სამაგიეროდ, პაიჭაძემ და შანავამ იყოჩაღეს - შავი ფიგურებით ლომსაძეს და ყალაგაშვილს გააჩერებინეს საათები. ახლა მეწინავესთან ისევ ნახევარ-ნახევარი ქულა აშორებთ. ნიგალიძემ თეთრი ფიგურებით ჩემპიონატის რეიტინგფავორიტი მიხეილ მჭედლიშვილი 42-ე სვლაზე დაამარცხა. მე-10 სვლაზე (!) შეთანხმდნენ ყაიმზე ზარქუა და ყუფარაძე, ხოლო ლევან ფანცულაიამ 98-ე სვლაზე მერაბ გაგუნაშვილს მოუგო.

ხუთი ტურის შემდეგ: ჯოჯუა - 4,5, პაიჭაძე, შანავა - 4-4, ნიგალიძე - 3,5, ფანცულაია - 3, გაგუნაშვილი, მჭედლიშვილი, ყუფარაძე - 2,5-2,5, მაღალაშვილი - 2, ლომსაძე - 1, ზარქუა - 0,5, ყალაგაშვილი - 0 ქულა.

17 ივნისს, მე-6 ტურში ითამაშებენ: ყუფარაძე - მაღალაშვილი, შანავა - ჯოჯუა, მჭედლიშვილი - ყალაგაშვილი, პაიჭაძე - ნიგალიძე, ფანცულაია - ლომსაძე, ზარქუა - გაგუნაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგი
დავით ბოლომდე!!!
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
დღეიდან რეიკიავიკში მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ზედიზედ ორი ფრე
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა