ცნობილია ყველა დეტალი, თუ როგორ და სად იცხოვრებს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
სფფ-ის ტექნიკური დირექტორის - ნიკოლოზ ჩხეიძის ლიტვიდან დაბრუნების შემდეგ, ცნობილია ყველა დეტალი, თუ როგორ და სად იცხოვრებს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები და სად გამართავს თამაშებს.

ჩემპიონატის მასპინძელი სამი სტადიონია - კაუნასის Darius & Girenas Stadium (ტევადობა - 9180 მაყურებელი), სადაც ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი და 1 ნახევარფინალი გაიმართება;

მარიამპოლის სტადიონი (ტევადობა - 6250 მაყურებელი) - სადაც ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი და ფინალური შეხვედრა ჩატარდება და ალიტუსის სტადიონი (ტევადობა - 3748), რომელიც ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრასა და 1 ნახევარფინალს უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი მარიამპოლის სტადიონზე, 1 აგვისტოს გაიმართება.

მატჩებზე დასასწრები ერთჯერადი ბილეთები 2 ევრო ღირს, აბონემენტის შეძენა კი გულშემატკივარს 9 ევროდ შეუძლია.

20 ივლისს საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ფრანგების წინაღმდეგ გამართავს ალიტუსის სტადიონზე.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 23 ივლისს უკვე სერბებს შევხვდებით მარიამპოლის სტადიონზე. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

გია ცეცაძის გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრასაც მარიამპოლის სტადიონზე - თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დასაწყისი - 17:30 საათზე.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ქალაქ კაუნასში - Radisson Kaunas Hotel-ში იცხოვრებს "თანაჯგუფელ" თურქებთან, ფრანგებთან და სერბებთან ერთად.

ჩვენს სასტუმროშივე იქნება უეფას საორგანიზაციო კომიტეტის ოფისიც. კაუნასშივე, Europa Royale Kaunas Hotel-ში იცხოვრებენ A ჯგუფის ნაკრები გუნდები.

მსაჯები კი უეფამ Kaunas Hotel-ში დააბინავა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩემპიონატისწინა დასკვნით შეკრებაზე 6 ივლისს, რიგაში გაემგზავრება და ლატვიაში 16 ივლისამდე დარჩება.

ამის შემდეგ კი გუნდი უკვე კაუნასში წავა და ევროპირველობის ფერხულში ჩაებმება. რიგაში გამგზავრებამდე გია ცეცაძე საქართველოში მყოფ ფეხბურთელებს თბილისში ავარჯიშებს.

20 ივლისი

საქართველო - საფრანგეთი (20:00. ალიტუსის სტადიონი)

23 ივლისი

სერბეთი - საქართველო (19:30. მარიამპოლის სტადიონი)

26 ივლისი

თურქეთი - საქართველო (17:30. მარიამპოლის სტადიონი)

სფფ-ის პრესსამსახური

ramo
ამხანაგურები დაგეგმეთ. გუნდმა ფორმა არ დაკარგოს.
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა