ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტორნეო ფინალი. XVIII ტური: "ნიუელსი" - 99%, "ინდეპენდიენტე" - 100%

ტორნეო ფინალი. XVIII ტური: "ნიუელსი" - 99%, "ინდეპენდიენტე" - 100%

უცნაური სიტუაცია გასავარდნ ზონაში
არგენტინის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ჩემპიონის ვინაობა 99,9 პროცენტით გარკვეულია - "ნიუელს ოლდ ბოისი", 9-წლიანი შესვენების შემდეგ, ისტორიაში მე-6 ტიტულის მფლობელი უნდა გახდეს და წესით, ჩემპიონობა 20 ივნისს უნდა გაიფორმოს.

ამ ტურის კიდევ ერთი მთავარი მოვლენა იყო ის, რომ დასრულდა "ინდეპენდიენტეს" წვალება და არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გავარდა. ამიერიდან ერთადერთი არგენტინული გუნდი, რომელიც ელიტიდან არასდროს გავარდნილა, "ბოკა ხუნიორსია"...

"ბოკა ხუნიორსი", რომელიც მატჩის წინ... ბოლო პოზიციაზე იმყოფებოდა. კარლოს ბიანკის შეგირდებმა სარანდის "არსენალს" უმასპინძლეს და ვალტერ ერვიტის გოლის წყალობით 1:0 მოუგეს. ეს ისე, უბრალოდ ვახსენეთ, თორემ XVIII ტურში გაცილებით საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა.

"ნიუელსი" თითქმის ჩემპიონია

"ნიუელს ოლდ ბოისი" საუკეთესო არგენტინული გუნდია და ამას ხერარდო მარტინოს შეგირდები ყოველ ტურში და ყველა ტურნირზე ამტკიცებენ. გარდა იმისა, რომ "ძველი ბიჭები" ჩემპიონატში ლიდერობენ, ისინი ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალშიც გავიდნენ, სადაც "ატლეტიკო მინეიროს" უნდა შეხვდნენ.

მე-18 ტურში "ნიუელსი" "რაფაელას" ეწვია და ადგილობრივ გუნდს საკმაოდ მარტივად მოუგო. მოტივაცია "ატლეტიკოსაც" ჰქონდა - ხორხე ბურუჩაგას გუნდმა ბოლო ტურები ჩააგდო, კონკურენტებმა კარგად ითამაშეს და შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარმოუდგენელი იყო: "ატლეტიკო" შეიძლება გავარდეს.

მართალია, ამის საფრთხე მინიმალურია, მაგრამ მაინც არის და სასიამოვნო ნამდვილად არაა, როდესაც ბოლო ტურის წინ ლიგაში ადგილი გარანტირებული არ გაქვს.

სტუმრებს დაწინაურება ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტთან ერთად, იგნასიო სკოკომ თავისივე მოპოვებული პენალტიც ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ყველაფერი მეორე ტაიმში დალაგდა - ჯერ ოსკარ კარნიელომ დალაშქრა საკუთარი კარი, შემდეგ კი ვიქტორ ფიგეროამ საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში გაიტანა.

გოლი მართლაც უცნაური და ცოტათი სასაცილო გამოდგა: მაქსი როდრიგესმა, რომელმაც მთლიანობაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და ორასიო ორსანს "დაუღეჭა", მაგრამ ამ უკანასკნელმა ცარიელ კარში გატანა ვერ მოახერხა, ბურთს ფეხი ზემოდან დაარტყა და კარისკენ გაშვების ნაცვლად, უკან გაგზავნა, თუმცა მისდა საბედნიეროდ, იქვე იმყოფებოდა ფიგეროა, რომელმაც მასპინძლებს დაასწრო და უჩვენა პარტნიორს, თუ როგორ უნდა ცარიელ კარში გოლის გატანა.

ამ გოლმა შეხვედრას ინტრიგა მოუკლა, რასაც მოჰყვა ის, რომ ბოლო წამებზე თავისი მორიგი ბურთი მაქსი ურუტიმაც გაიტანა. საგოლე პასი მაქსი როდრიგესმა შეასრულა, რომელსაც მეორე გოლისას ასისტენტობა ორსანმა წაართვა. საბოლოოდ, 0:3 და როსარიოს ის ნაწილი, რომელიც "ნიუელსს" გულშემატკივრობს, "ლანუსი"-"რივერის" მატჩის მოლოდინში გაირინდა.

"რივერის" სირცხვილი

"ლანუსი"-"რივერის" მატჩში "ნიუელსისთვის" საუკეთესო შედეგი ფრე იქნებოდა. ამ შემთხვევაში გუნდი ჩემპიონი ხდებოდა. არც მასპინძლების მოგება იქნებოდა კატასტროფა. მართალია, დაკარგული ქულებით გილერმო ბაროს შელოტოს გუნდი ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "ლანუსს" არა მთლიანი მატჩი, არამედ 45 წუთი აქვს სათამაშო (ესტუდიანტესთან); თანაც, იმ შეხვედრას 0:2-ს აგებს. მოკლედ, როსარიოელებისთვის მთავარი იყო, "რივერ პლეიტს" არ მოეგო და საბოლოოდ ყველაფერი ასეც მოხდა.

შეხვედრა საოცრად დაიწყო და გუნდებმა მე-14 წუთისთვის ოთხი გოლის გატანაც მოახერხეს. "მილიონარიოსისთვის" სამწუხაროდ, ამ 4 ბურთიდან სამი მათ კარში აღმოჩნდა. "ლანუსმა" მეტოქე მიწასთან გაასწორა და საშვილიშვილოდ შეარცხვინა - ხშირად ნამდვილად არ ხდება ისე, რომ "რივერ პლეიტი" 1:5-ს აგებდეს.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა კრისტიან "პოჩი" ჩავესმა - "ბოკა ხუნიორსის" ყოფილმა ფეხბურთელმა "რივერს" ერთი (პირველი) გოლი გაუტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. 5:1 და თუ 20 ივნისს "ლანუსმა" "ესტუდიანტესს" 0:2 არ შემოუტრიალა, "ნიუელსი" ჩემპიონი გახდება.

საოცარი ბრძოლა (გა)დარჩენისთვის

ამ ტურში სამი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გაიმართა, რომელთა შემდეგაც გაირკვა, რომ "ინდეპენდიენტე" გავარდა. დიახ, გუნდი, რომელიც არასდროს დაქვეითებულა, მომავალ სეზონს მეორე დივიზიონში გაატარებს. ლიბერტადორესის თასის 7-გზის მფლობელმა შინ "სან ლორენსოსთან" წააგო, მაგრამ სულ რომ მოეგო, მაინც დაქვეითდებოდა, რადგან თავიანთ შეხვედრებში "არხენტინოს ხუნიორსმა" და "სან მარტინმა" იმარჯვეს.

"არხენტინოსმა" "კოლონს" მოუგო, ხოლო "სან მარტინმა" "ესტუდიანტესი" დაამარცხა, რომელსაც 6-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ამ 6 მატჩში გოლიც კი არ გაეშვა! იქამდე, სანამ ხორხე ლუნა ანგარიშს გახსნიდა, "სტუდენტების" კარში ბოლო ბურთი 21 აპრილს მარტინ კაუტერუჩიოს ჰქონდა გატანილი. სანხუანელთა 26 წლის ნახევარმცველმა კი "სტუდენტების" 585-წუთიანი (6 მატჩი, პლუს "ლანუსთან" ჩატარებული 45 წუთი) მშრალი სერია დაასრულა.

მეორე ბურთი პენკოს ანგარიშზეა და "სან მარტინმა" ზედიზედ მეოთხე, ბოლო 6 ტურში კი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და "არხენტინოსს" გადაასწრო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურის წინ მასზე უკან იმყოფებოდა.

ახლა ბოლო ტურის წინ ძალიან საინტერესო სიტუაციაა: თუ ორივე გუნდმა მოიგო, ხოლო "ატლეტიკო რაფაელა" დამარცხდა, მეორე დივიზიონში ეს უკანასკნელი გავარდება. თუ "ატლეტიკომ" ქულა მაინც აიღო, მაშინ მას არაფერი ემუქრება. "სან მარტინი" კონკურენტთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია და თუ თავის მატჩში იმარჯვა, ის ლიგაში დარჩება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ერთნაირი შედეგების პირობებში სანხუანელები გადარჩებიან.

ელემენტარული არითმეტიკის დახმარებით შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ თუ "სან მარტინმაც" და "არხენტინოსმაც" ბოლო ტურში თითო ქულა აიღეს, მაშინ მათ აბსოლუტურად იდენტური საშუალო არითმეტიკული ქულა გამოუვათ და მათ შორის გადათამაშება დაინიშნება; ხოლო, თუ ორივე გუნდმა წააგო, მაშინ "არხენტინოსი" გადარჩება და "სან მარტინი" გავარდება.

აი, ასე - ასეთი რამ მხოლოდ არგენტინაში შეიძლება მოხდეს. სხვაგან სად გინახავთ, გუნდი კონკურენტზე წინ იყოს, ბოლო ტურში ორივემ წააგოს და მაინც წინ მყოფი გუნდი გავარდეს?

ჰო, აქვე ვთქვათ, რომ "სან მარტინიც" და "არხენტინოსიც" ბოლო ტურში სტუმრად, საკმაოდ რთულ მატჩებს გამართავენ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "რივერი" უკვე უმოტივაციოა, ხოლო "ნიუელსმა", შესაძლოა, 20 ივნისის შემდეგ დაკარგოს ინტერესი ბოლო ტურის მიმართ.

ტორნეო ფინალი. XVIII ტური

სან მარტინი-ესტუდიანტესი 2:0

გოლები: 1:0 ხ. ლუნა (19), 2:0 პენკო (80)

ინდეპენდიენტე-სან ლორენსო 0:1

გოლი: 0:1 ა. კორეა (60)

არ. ხუნიორსი-კოლონი 1:0

გოლი: 1:0 ანანგონო (55)

უნიონი-ველესი 1:1

გოლები: 1:0 მანინი (3), 1:1 პრატო (24)

ოლ ბოისი-რასინგი 0:1

გოლი: 0:1 ვიეტო (51)

ატლ. რაფაელა-ნიუელსი 0:3

გოლები: 0:1 კარნიელო (67-საკ. კარში), 0:2 ვ. ფიგეროა (79), 0:3 ურუტი (90)

ბოკა-არსენალი 1:0

გოლი: 1:0 ერვიტი (76)

ლანუსი-რივერი 5:1

გოლები: 1:0 ჩავესი (4), 1:1 ვანხიონი (7), 2:1 გ. პისარო (12), 3:1 ვ. აიალა (14), 4:1 ბლანკო (28), 5:1 ბლანკო (50)

ტიგრე-ბელგრანო 0:0

კილმესი-გოდოი გვიან დასრულდა

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 11 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 10 - ჟიგლიოტი (კოლონი); 8 - სილვიო რომერო (ლანუსი); 7 - დ. საპატა (ესტუდიანტესი), ვიეტო (რასინგი).

სარელეგაციო ცხრილი:

15. კილმესი 36 46 1.278

16. ატლ. რაფაელა 75 93 1.240

17. სან მარტინი 75 91 1.213

18. არ. ხუნიორსი 113 137 1.212

19. ინდეპენდიენტე 113 128 1.133

20. უნიონი 75 74 0.987

დასამთავრებელი მატჩი

20 ივნისი:

ესტუდიანტესი-ლანუსი 2:0 (განახლდება 46-ე წუთიდან)

ბოლო ტური

23 ივნისი:

ნიუელსი-არ. ხუნიორსი, კოლონი-ინდეპენდიენტე, სან ლორენსო-ლანუსი, რივერი-სან მარტინი, ესტუდიანტესი-ბელგრანო, ტიგრე-კილმესი, გოდოი კრუსი-ბოკა, არსენალი-ოლ ბოისი, რასინგი-უნიონი, ველესი-ატლ. რაფაელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არგენტინა. ტორნეო ფინალი. XVII ტური: ძალადობა ისევ პრობლემაა

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ

უცნობი ეშმაკი - მოდელირებული ინტერვიუ გილერმო ვარელასთან

"ატლეტიკო მინეირო" სამხრეთ ამერიკის ჩემპიონია

კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]

ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓚᓔᓝ ᓛᓔᓡᓘ ᓒᓐᓛᓝᓪᓝᓪᓮᓚᓓᓐ [VIDEO]

"ინტერნასიონალი" სერიოზულად გაძლიერდა

რონალდინიო ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელია

ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით

არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XVI ტური: "რივერის" კრიზისი?

არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. ბოლო ტური: ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის

ფრთხილად, თქვენ გელით "რეალი"! - ათი ვარსკვლავის ათი ფიასკო

ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: ნაადრევი ფინალი

არგენტინას კუნმა მოაგებინა [VIDEO]

არგენტინა. ტორნეო ფინალი. IV ტური: უხვგოლიანი ტური

დავიდ ტრეზეგე "რივერ პლეიტიდან" "ნიუელს ოლდ ბოისში" გადავიდა

შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას

არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

არგენტინა. პრიმეირა ლიგა. XVIII ტური: ვინ გახდება ჩემპიონი?

ᓙᓕᓘᓠᓐ ᓪᓘᓤᓠᓔᓑᓨᓘ: ᓒᓐᓛᓝᓛᓨᓕᓘᓓᓝᓑᓔᓑᓐ ᓓᓐ ᓗᓐᓡᓘᓡ ᓡᓞᓔᓪᓘᓐᓚᓘᓡᕢᓘ

ტორნეო ფინალი. ბოლო ტური: დასასრული

"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს

მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს

ᓐᓠᓒᓔᕜᓢᓘᓜᓐ. ᓢᓝᓠᓜᓔᓝ ᕤᓘᓜᓐᓚᓘ. XVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓔᓠᓗᓘ ᓜᓐᓑᓘᕯᓘ ᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓝᕑᓐᓛᓓᓔ