"გოდოი კრუსი" გონსალო კასტელანიმ გაალიდერა
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ესტუდიანტესი" "ბომბონერაზე" დამარცხდა და პირველი პოზიცია დაკარგა. ამ გამარჯვების წყალობით, "ბოკა ხუნიორსმა" ამოისუნთქა, აი, "რივერ პლეიტს" კვლავ არაფერი შველის - რამონ დიასის გუნდმა ისევ წააგო. ზოგადად კი, ამ ტურში უპირატესობა აშკარად მასპინძელთა მხარეს იყო - პირველი რვა მატჩიდან ყველა მათი გამარჯვებით დასრულდა...

"ბოკასთან" მატჩამდე "ესტუდიანტესი" ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ქულა არ ჰქონდა დაკარგული. მაურისიო პელეგრინოს გუნდი თავს 3-მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა, რომელიც ემანუელ ჟიგლიოტის გოლის წყალობით დასრულდა. მასპინძელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა შეხვედრის ერთადერთი ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე ფერნანდო გაგოს გადაცემის შემდეგ გაიტანა. "სტუდენტებმა" პირველი მატჩი წააგეს, კარლოს ბიანკის გუნდმა კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მინიმალური ანგარიშით იმარჯვა "სან ლორენსომაც", ვისი მეტოქეც "კილმესი" იყო. მოქმედი ჩემპიონი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ სილვიო დულჩიჩის კარში ერთზე მეტი ბურთი არ გასულა, თუმცა იგნასიო პიატის ეს გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

როგორც იქნა, მოიგო "ნიუელს ოლდ ბოისმა", რომელსაც ამ ტურამდე 11-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ალფრედო ბერტის შეგირდებმა მთელი ჯავრი "ატლეტიკო რაფაელაზე" იყარეს და მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. განსაკუთრებით კარგი მატჩი ფაბიან მუნიოსმა და მაქსი როდრიგესმა ჩაატარეს - ორივემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. კიდევ ერთმა ვეტერანმა გაბრიელ ჰაინცემ, რომელიც წინა ტურში კურიოზული ავტოგოლის შემოქმედი გახდა, ამჯერად საგოლე პასით გამოირჩა, თუმცა დაცვაში თამაშის თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგში კვლავ არ იყო - "ატლეტიკომ" ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც სწორედ ჰაინცეს უხეშობის გამო დაინიშნა.

"ესტუდიანტესის" წაგებით, "სან ლორენსოს" გარდა, "კოლონმა" და "გოდოი კრუსმა" ისარგებლეს. პირველმა საკუთარ მოედანზე "რივერ პლეიტს" მოუგო და რამონ დიასის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახადა, "გოდოი" კი გონსალო კასტელანის ჰეთ-თრიქის წყალობით "როსარიოს" გაუსწორდა - 3:0. აღსანიშნავია, რომ კასტელანი ნახევარმცველია და ამ მატჩამდე მის ანგარიშზე ბოლო 4 სეზონში სულ 4 გოლი იყო.

ამ ტურის ცენტრალური მატჩი კი "სიუდად დე ლანუსზე", ადგილობრივ კლუბსა და "ველეს სარსფილდს" შორის გაიმართა. თავისი მორიგი გოლი გაიტანა მაურო სარატემ. მისმა გუნდმა 2:3 წააგო. "ლანუსის" რიგებში საუკეთესო ოსკარ ბენიტესი იყო, ვინც დუბლი გაიფორმა, მანამდე კი ხორხე პერეირა დიასს გაატანინა.

IV ტური

ლანუსი-ველესი 3:2

გოლები: 1:0 ხ. პერეირა დიასი (22), 1:1 მ. სარატე (24), 2:1 ო. ბენიტესი (37), 3:1 ო. ბენიტესი (56), 3:2 პაპა (74)

ოლ ბოისი-ოლიმპო 1:0

გოლი: 1:0 კარეაგა (6)

არსენალი-რასინგი 3:1

გოლები: 1:0 მ. ეჩევერია (17), 1:1 სახა (20-პენ), 2:1 კარერა (22), 3:1 ფურჩი (38)

ნიუელსი-ატლ. რაფაელა 4:1

გოლები: 1:0 კასკო (4), 2:0 ფ. მუნიოსი (9), 2:1 დ. ვერა (18-პენ), 3:1 ვ. ფიგეროა (57), 4:1 მაქსი როდრიგესი (90)

სან ლორენსო-კილმესი 1:0

გოლი: 1:0 ი. პიატი (56)

ბოკა-ესტუდიანტესი 1:0

გოლი: 1:0 ჟიგლიოტი (42)

კოლონი-რივერი 3:1

გოლები: 1:0 გრაციანი (17), 2:0 მ. ლუკე (71), 2:1 კავენაგი (74), 3:1 გრაციანი (87)

გოდოი კრუსი-როსარიო 3:0

გოლები: 1:0 კასტელანი (43), 2:0 კასტელანი (50), 3:0 კასტელანი (89)

ხიმნასია-ბელგრანო 2:2

გოლები: 1:0 ხ. კორეა (1), 2:0 ლიხტი (40-პენ), 2:1 ლოლო (44), 2:2 ხ. ველასკესი (70)

ტიგრე-არ. ხუნიორსი 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. გოდოი კრუსი 4 3 0 1 8-3 9

2. კოლონი 4 3 0 1 6-4 9

3. სან ლორენსო 4 3 0 1 4-2 9

4. ესტუდიანტესი 4 3 0 1 4-2 9

5. ველესი 4 2 1 1 8-4 7

6. ატლ. რაფაელა 4 2 1 1 6-5 7

7. როსარიო 4 2 1 1 5-5 7

8. ბელგრანო 4 1 3 0 8-7 6

9. არსენალი 4 2 0 2 6-5 6

10. ტიგრე 4 1 3 0 1-0 6

11. ნიუელსი 4 1 2 1 5-5 5

12. ხიმნასია 4 1 1 2 6-6 4

13. ბოკა 4 1 1 2 3-4 4

14. ოლიმპო 4 1 1 2 2-3 4

15. რივერი 4 1 1 2 4-6 4

16. არ. ხუნიორსი 4 1 1 2 2-4 4

17. ლანუსი 4 1 1 2 6-9 4

18. ოლ ბოისი 4 1 1 2 2-5 4

19. რასინგი 4 1 0 3 4-5 3

20. კილმესი 4 0 0 4 0-6 0

ბომბარდირები: 4 - კასტელანი (გოდოი კრუსი), გრაციანი (კოლონი), მ. სარატე (ველეს სარსფილდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ძალიან რთული მეტოქეა" - კაბო-ვერდე მესიმაც კი აღიარა
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
ფავორიტებიდან ლუსაილამდე: საფრანგეთისა და არგენტინის 20-წლიანი საფეხბურთო ოდისეა
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
სამწუხარო ამბავი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა
"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] რუსული ხაჭაპურის დიდი სიყვარული და პუტინის წყალობით აცილებული პრობლემები - ვინ არის არმან ცარუკიანი?
ᓙᓕᓘᓠᓐ ᓪᓘᓤᓠᓔᓑᓨᓘ: ᓒᓐᓛᓝᓛᓨᓕᓘᓓᓝᓑᓔᓑᓐ ᓓᓐ ᓗᓐᓡᓘᓡ ᓡᓞᓔᓪᓘᓐᓚᓘᓡᕢᓘ
ფრთხილად, თქვენ გელით "რეალი"! - ათი ვარსკვლავის ათი ფიასკო
ტორნეო ფინალი. XVIII ტური: "ნიუელსი" - 99%, "ინდეპენდიენტე" - 100%
უცნობი ეშმაკი - მოდელირებული ინტერვიუ გილერმო ვარელასთან
"ᓠᓘᓕᓔᓠ ᓞᓚᓔᓘᓢᓘ" ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕐ
ტრანსფერ ONLINE: 16 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ᓐᓠᓒᓔᓜᕢᓘᓜᓐ. ᓢᕝᓠᓜᕔᕝ ᕤᕘᕜᓐᓚᓘ. XVII ᓢᕣᓠᓘ: ᓡᕐᓜᓐᓮᓐᕝᓑᓐ "ᓛᕝᓜᓣᓛᕔᕜᓢᓐᓚᓖᕔ"
ᓐᓠᓒᓔᕜᓢᓘᓜᓐ. ᓢᓝᓠᓜᓔᓝ ᕤᓘᓜᓐᓚᓘ. XVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓔᓠᓗᓘ ᓜᓐᓑᓘᕯᓘ ᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓝᕑᓐᓛᓓᓔ