ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მანუჩარ მარკოიშვილი: გამოვა, რომ ახალგაზრდები ნაკრებში მხოლოდ ტაშის დასაკრავად გვინდა

მანუჩარ მარკოიშვილი: გამოვა, რომ ახალგაზრდები ნაკრებში მხოლოდ ტაშის დასაკრავად გვინდა

საქართველოს, იტალიისა და სლოვენიის ჩემპიონატებში გამარჯვების შემდეგ მანუმ ტიტული "გალათასარაისთან" ერთად თურქეთის ჩემპიონატშიც მოიგო
საქართველოს, იტალიისა და სლოვენიის ჩემპიონატებში გამარჯვების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილმა "ჩარი" სტამბოლის "გალათასარაისთან" ერთად "გააგორა" და მეოთხე ქვეყანაშიც მოიგო საჩემპიონო ტიტული.

ასეთი შთამბეჭდავი მონაგარით სხვა ვერც ერთი ქართველი კალათბურთელი დაიკვეხნის. მით უმეტეს, თურქეთში შუა სეზონში გადაბარგებულმა ქართველმა ახალი კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეფონით ჩავწერეთ. მანუ ახლა კიევშია (მისი მეუღლე უკრაინელი გახლავთ. - ავტ.), სადაც ხანმოკლე შვებულებას მეუღლესა და 5 ივნისს დაბადებულ შვილთან ერთად ატარებს.

- ფინალური სერიის ბოლო მატჩი "ბანვითს" დიდი ანგარიშით მოუგეთ. ჩემპიონობის "გაფორმება" მაინცდამაინც საკუთარ დარბაზში გინდოდათ?

- "გალათასარაის" მოთამაშეთა უმეტესობას ტრავმები აწუხებდა. ამიტომ ფინალური სერიის გახანგრძლივება არაფრით გვაძლევდა ხელს, რადგან ჩვენი ჩემპიონობის შანსიც შემცირდებოდა. მით უმეტეს, "ბანვითთან" გასვლით მატჩებში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და...

ფინალის მეხუთე შეხვედრას განსაკუთრებულად მიზანდასახულები შევხვდით. ეს მეტოქემაც შეგვატყო და ფსიქოლოგიურად გატყდა...

- "ბანვითი" პროვინციული, შედარებით უსახელო გუნდია, თუმცა, ნახევარფინალში "ეფესი" მაინც დაიფრინა...

- აქამდე თურქეთის პირველობას არც ისე ბევრი ქართველი ადევნებდა თვალს და "ბანვითიც" ამიტომ არის "უცნობი გუნდი", თორემ ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში ძალიან ხშირად ხვდება და ევროთასებზეც ბევრჯერ უთამაშია.

დიახ, პროვინციული გუნდია, მაგრამ ამ ქალაქში კალათბურთი ძალიან უყვართ და კლუბის მფლობელები დიდ ყურადღებასაც აქცევენ. წარმატებას პროფესიონალიზმის, საკმაოდ დიდი ბიუჯეტისა და კარგი ორგანიზების ხარჯზე აღწევენ. ნახევარფინალური სერია "ეფესს" 3:1 მოუგეს, ასეთი რამ კი შემთხვევით არ ხდება.

- რა განასხვავებს თურქეთის პირველობას იმ ჩემპიონატებისგან, სადაც აქამდე გითამაშია?

- აქ შედარებით ხისტად თამაშობენ. ჩემი აზრით, კარგიც არის, მსაჯი თამაშს ყოველ შეხებაზე რომ არ აჩერებს. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, თურქეთის ჩემპიონატი ფინანსური თვალსაზრისითაც სტაბილურია. ამის წყალობით, ევროლიგის დონის ერთი კალათბურთელი მაინც ყველა თურქულ კლუბს ჰყავს.

ყველა გუნდი ვალდებულია, ხუთეულში ორი თურქი კალათბურთელი მაინც ათამაშოს. დიდბიუჯეტიანი კლუბები საუკეთესო თურქ მოთამაშეებს იწვევენ, დანარჩენები კი იძულებული არიან, ფული ძლიერ ლეგიონერებს დაახარჯონ, ადგილობრივები კი, ხშირად, მეორე დივიზიონიდანაც კი მოჰყავთ.

ეს თურქი კალათბურთელების პროგრესისთვის კარგია, მაგრამ საერთო ჯამში, ზოგიერთი გუნდის თამაშზე მაინც აისახება...

- ლეგიონერების ლიმიტის ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა, "გალათასარაის" ძირითად შემადგენლობაში მალევე რომ იპოვე საკუთარი ადგილი...

- როცა შუა სეზონში უერთდები ახალ გუნდს, ჯერ ის უნდა გაითავისო, რა გევალება, რას ითხოვენ შენგან. "გალათასარაიში" უძლიერესი კალათბურთელები დამხვდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, გუნდს მალევე შევეწყვე და, სულ ცოტა, 20 წუთი ყველა მატჩში ვითამაშე.

- თურქი ფანების ემოციურობა ცნობილია...

- "კანტუს" საოცარი ქომაგები ჰყავს. საშინაო მატჩებზე თითქმის მთელი ქალაქი მოდიოდა და გასვლით შეხვედრებზეც სულ დაგვყვებოდნენ, მაგრამ რაც თურქეთში იციან, მსგავსი ქომაგობა არსად მინახავს...

სხვათა შორის, "გალათასარაი" და "ფენერბაჰჩე" იმდენად პოპულარული კლუბებია, სტუმრადაც კი უფრო მეტი ადგილობრივი გულშემატკივარი ჰყავთ, ვიდრე მასპინძელთა გუნდს.

"გალას" მაისურით პირველად რომ გავედი გასვლით მატჩზე, დარბაზში შესულს ხალხი ყიჟინით შემხვდა. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სანთებელების და მონეტების წვიმას დაგვაყრიდნენ (იცინის)...

- ანუ, სულ "საკუთარ მოედანზე" თამაშობთ?

- განსხვავება მხოლოდ მოედნებშია (იცინის). თამაშის დროს ხომ წუთითაც არ ჩუმდებიან. "მანუ ფაშას" რომ გაიძახიან, კი ვხვდები, რასაც გულისხმობენ, მაგრამ თურქული ენის არცოდნის გამო, სხვას ვერაფერს ვიგებ.

მწვრთნელი სულ ინგლისურად გველაპარაკება და თურქულ ენას როგორ ვისწავლი?! "გალათასარაისთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, იმედია, მომავალ სეზონშიც სტამბოლში დავრჩები და საყველპურო თურქულს მაინც ავითვისებ...

- ყველაზე ხშირად სად შეიძლება "მანუ ფაშას" ნახვა სტამბოლში?

- წელს, ყველაზე ხშირად აია-სოფიასთან მნახავდით. ბევრი სტუმარი მყავდა და ბუნებრივია, ყველა მათგანი სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობის სანახავად მიმყავდა. უკვე ყველა ადგილობრივ გიდზე უკეთ ვიცი, რომელი ფრესკის ნახვაა აუცილებელი, სად სჯობს ფოტოს გადაღება და ა.შ. (იცინის).

სტამბოლი ჭრელი ქალაქია. თანაც, სადაც მითამაშია, იმ ქალაქებთან შედარებით იმდენად დიდია, თავს და ბოლოს ძლივს გაუგებ. გაუთავებელი საცობების გამო დროის დაგეგმვაც ძალიან ძნელია...

- სტამბოლში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა საკალათბურთო ცხოვრებასაც ხომ არ შეუშალა ხელი?

- ტაქსიმის მოედანთან ხშირად გავლა არ გვიწევდა, მაგრამ აქციებმა საჩემპიონო ზეიმში ნამდვილად შეგვიშალა ხელი. პოლიცია ძალიან ცუდად ექცევა დემონსტრანტებს. ისიც აშკარაა, რომ ერთი კონკრეტული მოთხოვნის გამო დაწყებული დემონსტრაცია პოლიტიკოსთა ჯგუფმა სათავისოდ გამოიყენა. დათმობას არც ერთი მხარე აპირებს და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ცუდი რამეც მოხდეს.

- ოთხი ქვეყნის ჩემპიონი ხარ. რომელიმე ტიტულს განსაკუთრებულად გამოარჩევ?

- თურქეთის ჩემპიონობა ახლახან მოვიგე და შედარებით ახალი ემოციაა, თორემ, ისე ყველა ტიტულით ძალიან ვამაყობ. წარმატება მით უფრო ფასეულია, რაც უფრო მეტად მონაწილეობ გუნდის წარმატებაში...

ისე კი, 2013 წარმატებული წელია ჩემთვის - "კანტუსთან" ერთად იტალიის სუპერთასი მოვიგე, მერე კი, თურქეთის ჩემპიონი და რაც მთავარია - მამა გავხდი!

- საცხოვრებლად რომელი ქალაქი გირჩევნია?

- ლუბლიანაში სამი წელი ვიცხოვრე და სლოვენია ძალიან მიყვარს, მაგრამ იმ ქალაქებს შორის, სადაც მითამაშია, მაინც კანტუს გამოვარჩევდი. იქაურობა ხუთი თითივით ვიცი და საქართველოს შემდეგ, ყველაზე კარგად სწორედ იქ ვგრძნობდი თავს. იმდენად პატარა ქალაქია, ერთმანეთს ყველა კარგად იცნობს.

იტალიაში ბევრი მეგობარი შევიძინე და მათთან დღემდე ხშირი ურთიერთობა მაქვს. საერთოდაც, იტალია ძალიან მიყვარს: თავისუფალი ხალხიაა, ყოველდღიური სტრესი არ იგრძნობა. იქაური ცხოვრების რიტმში ადვილად ერთვები და ყველაფერს ხალისით აკეთებ.

- თურქეთში არიან შოთა არველაძე და ზურაბ ხიზანიშვილი. მათ თუ შეხვედრიხარ?

- ხიზანა თბილისში გავიცანი და სტამბოლში რამდენჯერმე შემეხმიანა. ძალიან ყურადღებიანი და კარგი ადამიანია.

- საქართველოში როდის ჩამოხვალ?

- სანაკრებო შეკრების დაწყებამდე კიევში ვიქნები მონატრებულ ცოლ-შვილთან. სანამ დრო მაქვს, ვეცდები, მეუღლესაც მივეხმარო და მამის როლიც ავითვისო. რაც მთავარია, მცირე ტრავმები უნდა მოვირჩინო, მერე კი მზადებასაც შევუდგები. კარგა ხანია, საქართველოში არ ვყოფილვარ, ყველა და ყველაფერი მომენატრა...

- ევროპის ჩემპიონატზე თამაში ზაზა ფაჩულიას გარეშე მოგიწევთ...

- ზაზას ტრავმა საქართველოს ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისია. რაც ნაკრებში ვარ, პირველად ხდება, რომ ზაზას გარეშე უნდა ვითამაშოთ, მთელი სისტემის, სტრატეგიის გადაწყობა მოგვიწევს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ სიამოვნებით ვნახავდი ზაზას პოზიციაზე გიორგი შერმადინს, მასთან ერთად კი ახალგაზრდა კალათბურთელებსაც...

- თუმცა, როგორც ცნობილია, ნაკრების ხელმძღვანელობა კიდევ ორი ამერიკელის ნატურალიზებას გეგმავს...

- როცა ფულს ხარჯავენ, ბუნებრივია, შედეგსაც ითხოვენ და ჩვენი მიზანიც ეს არის. თუმცა, მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თამაშით გაიზარდონ. მაგრამ, თუ კიდევ ორ ამერიკელს დავიმატებთ, გამოვა, რომ ახალგაზრდები ისევ მხოლოდ ტაშის დასაკრავად უნდა გამოვიძახოთ.

სამწუხაროდ, ტაირონ ელისის გარდა, წელიწადზე დიდხანს ნაკრებში არც ერთი ამერიკელი დარჩენილა. ძალიან გვიჭირს ხოლმე ევროპელებისთვის იმის ახსნა, რატომ აქვს ამდენ ამერიკელს ქართული პასპორტი. რამდენჯერმე მითხრეს კიდეც - პასპორტი ჩვენც აგვაღებინეო (?!).

თუ დავიმატებთ, კონტრაქტში ის მაინც უნდა ჩავუწეროთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშებენ, თორემ პასპორტის აღებით კმაყოფილდებიან და თამაშის სურვილი აღარ აქვთ...

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონია

მოსაზრება. ევრობასკეტი 2013: რაღა გვეშველება ფაჩულიას გარეშე?!

მანუჩარ მარკოიშვილი: ევროპის ჩემპიონატზე შეუძლებელი უნდა შევძლოთ

მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე

შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა

"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს

უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა

"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა

დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს

შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა

[პორტრეტი] ვინ არის მაიკლ დიქსონი?

[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა

"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე

ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე

ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია

[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | "ტენერიფემ" "ჰერცლია" დაამარცხა

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა

[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს