საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის გუნდმა ეკატერინბურგში გამართული "ინტერ რაოს" თასის ტრადიციული ტურნირი მოიგო
ეკატერინბურგში დასრულდა "ინტერ რაოს" თასის ტრადიციული გათამაშება, რომელშიც ამ რუსული ენერგეტიკული კომპანიის მიერ დაფინანსებული ფუტსალის გუნდები მონაწილეობდნენ.

"ინტერ რაო" ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოშიც - ჩვენი ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე "თელასი" სწორედ ამ ტრანსნაციონალური გიგანტის ქართული წარმომადგენლობის ფინანსებით არსებობს.

წლეულს ტურნირი 18-22 ივნისს გაიმართა და მასში 6 ქვეყნის (რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა) 30 გუნდი მონაწილეობდა.

შარშან "თელასი" ფინალში ყაზახებთან დამარცხდა. წლეულს ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები კვლავ ფინალში გავიდნენ, ისევ ყაზახებს დაუპირისპირდნენ და რევანშიც აიღეს: დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი არჩილ ბოკერიას გოლით 1:0 მოიგეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.

"ეკატერინბურგში უამრავი გუნდი ჩამოვიდა. ზოგი თავისი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გამოდის, ზოგიც - დაბალ ლიგაში, მაგრამ მთლიანობაში, ტურნირი პრესტიჟულია და მას სეზონისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ.

ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ნახევარფინალში ტომსკის გუნდს 2:1 მოვუგეთ, ფინალში კი ყაზახებს შევხვდით.

მე ის ფაქტი მახარებს, რომ ყაზახებმა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები დაგვიპირისპირეს და ამის მიუხედავად, მაინც დავამარცხეთ. სხვათა შორის, ასევე მოხდა სომხებთანაც და არც მათი დამარცხება გაგვჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ბურთების შეფარდება 37-3-ზე გვქონდა, რაც ტურნირის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

და კიდევ, ვფიქრობ, უმნიშვნელო ამბავი არ არის, რომ ამ გამარჯვებით, რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ", - გვითხრა ავთანდილ ასათიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
გენაცვალეთ... საქართველოსთვის,თელასისთვის,ჩვენთვის,პატივისცემას იმსახურებთ ჩემო უანგაროდ მებრძოლო ბიჭებო...მაგრად მიყვარხართ...დავცხოთ გენაცვალეთ...
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ყველა სასურველი ლეგიონერით...
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
104 გოლი და მეტი - არჩილ ბოკერია რეკორდს უმიზნებს
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
ფუტსალის ლიგის ჩემპიონი "თელასი" გახდა