"ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაში თამაში ძალიან მინდა"
დიდი ალბათობით, ფუტსალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ "იბერია სტარის" ჰეგემონია დაემხობა. ცნობილია, რომ კლუბი მისმა მეპატრონე ვატო წერეთელმა დატოვა. "იბერიას" ნაცვლად, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობა "თბილისმა" გააგრძელა.

მეპატრონის გარდა, წავიდა არაერთი მოთამაშეც. ამით კი ისარგებლა "თელასმა" და ლიდერობა იგდო ხელთ. 9 ტურის შემდეგ ავთო ასათიანის გუნდს 100-პროცენტიანი შედეგი აქვს, ბურთების საოცარი შეფარდებით - 173:32.

ბომბარდირთა შორისაც "თელასის" თავდამსხმელი ლიდერობს - საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი არჩილ ბოკერია, რომელსაც საკუთარი რეკორდის მოხსნა აქვს მიზნად დასახული. ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. ბოკერიას 9 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი.

"საუკეთესო შედეგი 2006 წელს ვაჩვენე, როცა 21 შეხვედრაში 104 გოლი გავიტანე. რეკორდის მოხსნა ძნელი იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არ ჩანს.

წლეულს კარგად დავიწყე. ერთ-ერთ შეხვედრაში, "ფარვანასთან", კარი 19-ჯერ ავიღე და იმედი გამიჩნდა, რომ დარჩენილ ტურებშიც შედეგიანი ვიქნები.

ჩემი კონკურენტი "იბერია სტარისა" და ნაკრების მოთამაშე გიორგი ტიკურიშვილი იყო, მაგრამ ბოლოს მასაც გავუსწარი. მერე კი გიორგი აზერბაიჯანის "ეკოლში" გადავიდა", - ამბობს 37 წლის ბოკერია და იქვე დასძენს, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს:

"სანამ ჯანი მაქვს და მწვრთნელი მენდობა, ვითამაშებ და სიამოვნებას მივიღებ. ასე რომ, ჯერ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ვაპირებ. ჩემპიონობის შემთხვევაში ხომ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ამ ტურნირზე თამაში კი ძალიან მინდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramazi
pirveli chempioni vin iko futzalshi,ramdenjel moipova baxdadis gundma chempionoba
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
საქართველოს ფუტსალის ნაკრები: მოდით, გვიქომაგეთ და იმედებს არ გაგიცრუებთ!
საქართველო-ესტონეთი 6:3 - პირველი მოგებულია! [VIDEO+PHOTO]
ფუტსალის გუნდმა "თელასმა" რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა
იბერია სტარი-ტანგო 0:0 - გამარჯვება არბიტრმა წაგვართვა?
ევრო 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია არ დაინდო
საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ყველა სასურველი ლეგიონერით...