ისაკ ბელფოდილი "ინტერში" ითამაშებს
რამდენიმე დღის წინ იტალიურ სპორტულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონას" მესვეურები 28 წლის სამირ ჰანდანოვიჩის ტრანსფერის თაობაზე "ინტერთან" მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ.

ცნობილია, რომ კატალონიურ გრანდში ვიქტორ ვალდესის პოზიციები ძველებურად მყარი ვეღარ არის და მისი შემცვლელის ძიება მიმდინარეობს. ითქვა ისიც, რომ ესპანელები მზად არიან, ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ თემაზე მოკლე კომენტარი "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გააკეთა:

"კარგი მეკარე ნახევარ გუნდს უდრის და ამიტომ სამირ ჰანდანოვიჩის გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის. გავიგე, რომ მისით "ბარსელონაა" დაინტერესებული, რაც სამირის მაღალ კლასს უსვამს ხაზს. 30 მილიონი ევრო? - სოლიდური თანხაა, მაგრამ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჰანდანოვიჩი არსად გავუშვათ".

ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირება "ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლუკა პალიუკამ გადაწყვიტა - მისი მოსაზრება განსხვავებული შინაარსისაა და ამიტომ გავამახვილეთ ყურადღება:

"ჰანდანოვიჩი უმაღლესი კლასის მეკარეა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. გასულ სეზონში სამირი ერთადერთი გახლდათ "ინტერში", ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებდა. ახალგაზრდა მეკარეებიდან ჰანდანოვიჩს და მანუელ ნოიერს გამოვყოფდი, ვეტერანებიდან კი ჯანლუიჯი ბუფონს და იკერ კასილიასს.

ამით იმის თქმა მსურს, რომ სამირს ვაფასებ და რასაც ახლა ვიტყვი, არანაირად არაა დაკავშირებული მის კლასსა და კვალიფიკაციასთან... უბრალოდ, ვფიქრობ, რომ თუ "ბარსელონა" ჰანდანოვიჩში 30 მილიონ ევროს გადაიხდის, მასიმო მორატიმ სლოვენიელი უნდა გაასხვისოს. ამ თანხად ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება შეიძლება, ეს კი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. იტალიაში ბევრი კარგი მეკარეა და სამირის შემცვლელიც აუცილებლად გამოჩნდება. მოკლედ, მორატის ადგილზე, 30 მილიონად ჰანდანოვიჩს აუცილებლად შეველეოდი".

ბელფოდილი ინტერელია

ამასობაში "გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ "ინტერმა" და "პარმამ" ისაკ ბელფოდილის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 21 წლის ფორვარდი მომდევნო სეზონიდან მილანურ გრანდში იასპარეზებს, რასაც თვითონვე ადასტურებს:

"დიახ, შეთანხმება შედგა და საბედნიეროდ, მე უკვე "ინტერის" ფეხბურთელი ვარ. "ნერაძური" უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია, რომლის ნაწილიც სიამოვნებით გავხდები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაცემული ავანსები გავამართლო".

ერთი სიტყვით, ბელფოდილი უკვე "ინტერისტაა", მაგრამ რა ხდება ანტონიო კასანოსთან დაკავშირებით? - ბოლო პერიოდში, მუდმივად გვესმოდა, რომ ბელფოდილი სწორედ კასანოში იცვლებოდა და 30 წლის ფორვარდი კარიერას ემილიურ გუნდში გააგრძელებდა. ამ თემაზე მორატიმ ბუნდოვანი განცხადება გააკეთა:

"ანტონიოს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია და ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, რომ ანტონიოს ემილიაში წასვლის ალბათობა მაღალია, მაგრამ საკითხი ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. ყველა კითხვას ახლო მომავალში გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მასიმო მორატი: აქცენტი ახალგაზრდებზე!

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
ლაპორტა ვიქტორ ვალდესს "ბარსელონაში" აბრუნებს
ისტორია ფოტოში: ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ნამდვილი ჯორდანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ომის დასასრული თუ დროებითი ზავი: იკარდი გუნდს უბრუნდება
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იტალიელი მეკარეების დიდი სკოლა და დიდი პრობლემა
ვიქტორ ვალდესი: ფატის საშინელი ბუცები ჰქონდა და ახლები მე შევუძინე
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა
ჯანლუიჯი ბუფონი და სხვები - დიდი სკოლა და რთული არჩევანი
"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" მწვრთნელად დაბრუნდა
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: როცა ვაგებ, ქუჩაში გასვლის მრცხვენია
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდა
"ინტერის" მეკარე მწყობრში ჩადგა და "ნაპოლისთან" სათამაშოდ მზადაა
"ინტერმა" "იუვენტუსთან" სასურველ ყაიმს მიაღწია [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჰანდანოვიჩი: ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "ინტერში" თამაშზე
ჰანდანოვიჩი "მილანთან" თითმოტეხილი ითამაშებს
"ბარსელონას" ლეგენდამ გარეუბნის გუნდი ჩაიბარა
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს