მომავალ უქმეებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მოსკოვში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
მომავალ უქმეებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მოსკოვში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ჩვენი გუნდის მეტოქეები D ჯგუფში ახალი ზელანდიის, კანადისა და აშშ-ის ნაკრებები იქნებიან.

საწვრთნელი შეკრება ნაკრების კანდიდატებმა ერთი კვირის წინათ დაიწყეს. გუნდის მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ საბრძოლო რაზმი 24 ივნისს, საღამოს გააცხადეს.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გამოცდილებისა და ახალგაზრდობის სინთეზია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს არაერთ საერთაშორისო ტურნირზე მოუწიათ ასპარეზობა და გამოცდილებაც საკმარისად დაუგროვდათ.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში დაბრუნდნენ ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა) და მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი). ოთხი წლის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ აგრეთვე ალექსანდრე თოდუას (ალბი), ირაკლი გეგენავას (ლელო) და ვიქტორ კოლელიშვილს (ლიონი).

საქართველოს ნაკრები

გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (ორივე-არმია), ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), რევაზ გიგაური (მონლუსონი), შალვა მახარაშვილი (ბათუმი), ირაკლი გეგენავა (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია).

მსოფლიოს ჩემპიონატი

A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.

C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.

D ჯგუფი: ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, საქართველო.

E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.

F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონგ კონგი.

28 ივნისი

საქართველო-აშშ

29 ივნისი

საქართველო-ახალი ზელანდია

საქართველო-კანადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს