სამხრეთ აფრიკაში „ტოიოტა ჩელენჯის“ მესამე დასკვნით მატჩში „შავი ლომი“ „ტოიოტა ჩიტასთან“ 31:47 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, თავიდან ჩვენი გუნდი დომინირებდა და პირველი ტაიმი 17:10 მოიგო. შესვენების შემდეგ "შავმა ლომმა" ანგარიში გაზარდა, მაგრამ ბაბუნაშვილის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, უპირატესობას დაეუფლენ და გაიმარჯვეს.

„შავმა ლომმა“ აქამდე „აირლინკ პუმასს“ 46:36 სძლია, „სუზუკი გრიქასთან“ კი 56:21 წააგო.

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“

შავი ლომი - ტოიოტა ჩიტასი 31:47

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. სანდრო თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. გიორგი ფრუიძე.

ჩვენზე ძლიერი გუნდია და წესით უნდა მოეგოთ.მოგვიგეს კიდეც,მაგრამ დაახლოებით 45 წუთი მართლაც კარგად ვითამაშეთ.ცუდია,რომ ბევრჯერ დავჯარიმდით,პირველ ტაიმში,მაგრამ შეტევაშიც კარგად ვთამაშობდით და დაცვაშიც,ჯარიმების და სინბინის ნიუხედავად,ისეთი ლამაზი ფრაგმენტები ვაჩვენეთ,რომ ნამდვილად სიამოვნება მივიღე.ასეთ დატვირთვებზე ბოლომდე თამაში გაგვიჭირდა და გარდატეხის მოხდენაში,მსაჯმა გადამწყვეტი როლი შეასრულა,როცა აშკარად წინ დავარდნილი ბურთი,მასპინძლებს დაუტოვა,მერე მიზეზი რომ ვერ გავიგეთ,დაგვაჯარიმა და ასე მივიღეთ ლელო.ისედაც ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე მყოფებს,ამ ლელომ,გული გაგვიტეხა,აფრიკელებმა კი,გული მოიცეს და სრული უპირატესობა მოიპოვეს.არც ბაბუნაშვილის მეორე ყვითელი იყო,აშკარა დარღვევის შედეგი.არ ვიცი,შესაძლოა გამართული ბოჭვა ჩაგვითვალა.პირველ ტაიმში,ორი მეორე-მესამე ხაზელი დაგვემტვრა.ვფიქრობ აქ,თამაშებს შორის მცირე დისტანცია იყო ტრავმების მიზეზი.4 დღიანი შუალედით თამაში,აღდგენის საშუალებას არ გაძლევს.ყველამ თავი გადადო,მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ უკანა ხაზელების საკმაოდ კარგ გარჯას.დიდი ხნის ფლანგელი და უკვე ასაკოვანი თოდუა,ცენტრში თამაშობდა და დიდებულადაც ითამაშა.რამდენჯერმე მისმა ძალიან ჭკვიანურმა თამაშმა გაანეიტრალა,უაღრესად ცუდი სიტუაცია.ეს კაცი,კვლავაც პროფესიონალიზმის მაგალითს აძლევს,ახალგაზრდებს.უკვე რამდენი წელია,სულ ჩვენი დამრტყმელების ცუდ თამაშს აღვნიშნავ და ძლივს ცირეკიძეს ფეხით საიმედო და კარგა თამაშს მოვესწარით.ეს თამაში,საქართველოს ნაკრების მთავრი მწვრთნელის ასისტენტის მიერ მომზადებული გუნდის უკანასკნელი თამაში იყო და ძლივს,მათ საკმაოდ კარგი თამაში ვნახეთ,თანაც მწვრთნელის ხელი აშკარად მოჩანდა,რამდენიმე ლამაზი საშინაო კომბინაციის ჩატარებაში.ახლა ახალი მწვრთნელის ჯერია და მასაც წარმატებებს ვუსურვებ.თუ მოვახერხეთ სისტემატურად ასეთი ძალის გუნდებთან თამაში,თანდათან ორივე ტაიმის ასეთ ტემპში თამაშსაც შევძლებთ და მაშინ,არავისთვის ვიქნებით საჩუქარი.წაგების მიუხედავად,ეს თამაში,მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ,რადგან გუნდის სათამაშო სახის კონტურები აშკარად გამოიკვეთა.საკმაოდ სიმპათიური!
გასაგებია, "გაუწითლებიათ", მიზეზი ?
რა ქნა "ამფერი", რისთვის გააგდეს ?
Patr.
"საღოლ" ბაბუნაშვილი! 20 წუთი უმცირესობაში ათამაშა. დაიღლებოდნენ აბა რა იქნებოდა
ლევანი
მთელი დრო რომ 13-14 კაცით ითამაშებს15ის წინააღმდეგ - ასეთიმა გუნდმა შედეგი უნდა დადოს? გასაგებია, რომ მოსამზადებელი ტურნირია ამ გინდისთვის, მაგრამ დისციპლინაში არ უნდა მოემზადოს? გასაგებია, რომ პროვოკაციებიც იქნება, მაგრამ ეგეც მომსზადების ელემენტია> ამ მხრივ საქმე ვერ არის კარგად.
პაატა
ძალა არ ეყოთ, როგორია მსაჯებსაც ეთამაშო? რაში გვჭირდება ისეთი ტურნირი, სადაც პირველყოფილი მსაჯობაა? კავშირი ფედერაცია! გძინავთ?
კონტეს მამა
რა ძალა გვეყოფოდა? მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. ცალკე მსაჯები მამაძაღლობდნენ. მაგრად იბრძოლეს ბიჭებმა!
მსაჯების.....
ეგეთ კაპიტანს რუსული ანდაზა მოუხდებოდა: სილა იესწ, უმა ნე ნადა. მოგებული თამაში წააგებინა გუნდს!
ირაკლი
გამძლეობაზე მეტად კაპიტნის უპასუხისმგებლობამ დააღალატა გუნდი! 24-7 ვიგებდით და უშანსოდ იყვნენ სახრეთაფრიკელები. კარგი უპირატესობა გვქონდა არა მარტო ანგარიშში, არამედ თამაშშიც.ასე მწყობრად კარგა ხანია არ უთამაშია თ ლომებს! ამ დროს მოახერხა ბაბუნაშვილმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში, არც დაცვის ხაზის გაჭრა რომ არ გვემუქრებოდა და არც სხვა საფრთხე უხეში თამაში, მეორე ყვითელის, ანუ წითელი ბარათის მირება და გუნდის თამაშის ბოლომდე ნაკლებობაში დატოვება. ამის შემდეგ ამოგვიქაცეს სამხრეთ აფრიკელებმა და მოგვიგეს. არადა სამი ლელო უკვე დადებული გვქონდა და ვერაფერში ვერ გვჯობდნენ. არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა, "შავი ლომი" ფაქტობრივად ქვეყნის სახეა საკლუბო რაგბიში და მხოლოდ პრესტიჟისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, სამხრეთაფრიკულ ტურნირში ორი თამაშის მოგება!
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
"საფრანგეთის პრეზიდენტობა? - ისედაც ვერ მიტანენ" - მბაპემ კითხვაზე უპასუხა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
"სისხლის დანახვაზე პანიკაში ჩავარდა... ილიამ დარტყმებით ღვიძლი პირდაპირ ამომიწვა" - გეიჯიმ ახსნა, როგორ მოახერხა თოფურიას დამარცხება
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
"ვინც ხმას აიმაღლებს, დამდაბლდება" - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] გოლი 90-ე წუთზე - კოტ-დ'ივუარმა ეკვადორი დაამარცხა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"შავი ლომი" | „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მოთამაშე შეირჩა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ