29-30 ივნისს "ლოკომოტივის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე მშვილდოსნობაში თბილისის ჩემპიონატი გაიმართება
29-30 ივნისს "ლოკომოტივის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება თბილისის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში.

ორგანიზატორებმა მასში მონაწილეობისთვის არათბილისელებიც მოიწვიეს, მაგრამ ჩამოსვლას ვერც ბათუმელები ახერხებენ და ვერც - ქუთაისელები. თან ბათუმელებს სულ მალე საკუთარი ტურნირი აქვთ და იმისთვის ემზადებიან.

შეჯიბრებაში არც უკრაინიდან გადმობირებული იულია ლობჟანიძე გამოვა, რომელიც სავარჯიშოდ თბილისიდან ბათუმში გადაბარგდა.

სამაგიეროდ, იასპარეზებენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და ვაჟთა ნაკრების ლიდერი ლაშა ფხაკაძე. ესებუასთვის ეს ოლიმპიადის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სტარტი იქნება და საინტერესოა, როგორ გამოვა.

ეს ტურნირი შესარჩევი და ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ნაკრების კანდიდატებისთვის. მისი შედეგების მიხედვით შეირჩევა ბათუმში წამსვლელი დედაქალაქური გუნდი. ეს ორი შეჯიბრება გამოავლენს 19-24 აგვისტოს პოლონურ ვროცლავში, მსოფლიოს თასის რიგით მეოთხე ეტაპზე (მანამდე ანალოგიური თასი კოლუმბიურ მედელინშიც იმართება, მაგრამ იქ ჩვენები ფინანსური პრობლემების გამო არ იასპარეზებენ) წამსვლელ გუნდს.

საამისოდ ქალებს ისევ მოუწევთ სავალდებულო კვოტის - 1320 ქულის, ვაჟებს კი 1270-ის შესრულება.

ამასობაში გაირკვა 15-20 ივლისს ბუქარესტში გასამართ ევროპის ასაკობრივ თასზე მოასპარეზე ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ნაკრებების შემადგენლობა.

ახალგაზრდა ბიჭებში იქ ფხაკაძე, ჯაბა მოსეშვილი და ლევან ჩიტაშვილი გამოვლენ, გოგონებში - თეონა კუტალაძე, თეონა არჯევანიძე და ანა დუმბაძე.

ჭაბუკთა ასაკში ბიჭებში არჩილ ფარსენაძე, აკაკი ლეკვეიშვილი და ზურაბ მესტვირიშვილი ისვრიან, გოგონებში - მედეა აბულაძე, ციალა ფუტკარაძე და ანა დუმბაძე. ეს მონაწილეები საკონტროლო შეჯიბრების შემდეგ შეარჩიეს და გოგონებში თუ ყველა ძველი ლიდერი მოხვდა, ბიჭებში მესტვირიშვილი და ჩიტაშვილი ახალი სახეები არიან.

ფედერაციას რუმინეთში ჭაბუკთა ასაკის ორი მონაწილის წაყვანაც სურს - ვლადიმერ დოლიძის და დიანა გორგოშაძის.

ისინი ჭაბუკთა უმცროს ასაკს მიეკუთვნებიან, რომლებსაც გაისად ჩინურ ნანჯინგში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები უწევთ, იქ მოსახვედრი საგზურები კი წლეულსვე უნდა მოიპოვონ ჩინურ ვუქსში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ეს ბავშვები შედეგებით სარუმინეთო ნაკრებში ვერ ხვდებიან და სატურნირო პრაქტიკისთვის სურთ, სადმე გამოსცადონ ისინი.

ფედერაციამ მათი დაფინანსების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და, იმედია, დააფინანსებენ კიდეც.

სიტყვა ფინანსებზე ჩამოვარდა და გეტყვით, რომ ახალგაზრდული ნაკრების ბულგარეთში დაგეგმილ შეკრებას საფრთხე შეექმნა. იქ წასვლა მათ რუმინულ ტურნირამდე სურდათ უკეთ მომზადების მიზნით, მაგრამ ახლა ყველაფერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროზეა დამოკიდებული - იმედია, ისინიც გამოძებნიან თანხებს ახალგაზრდების დასაფინანსებლად, რაც მათ აღზრდას წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება