ზვიად ცერცვაძის და გიორგი პირტახიას გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ტურნირი წაუგებლად დაასრულა
"ქუთაისი" 11 წლამდე კალათბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონია. ზვიად ცერცვაძის და გიორგი პირტახიას გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ტურნირი წაუგებლად დაასრულა.

ფინალური მატჩი ქუთაისელებმა "აკადემიას" მოუგეს. ეს უკანასკნელი კი 11 ივნისს დასრულებული თბილისის მინი-საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებულია.

ქუთაისელებმა ისე მოიგეს ფინალი, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. პირველმა ოთხეულმა, რომელმაც საწყის მეოთხედში ითამაშა, აკადემიელებს 11:7 მოუგო. იმერულ კლუბს მთავარი კოზირი - ტანმაღალი ა. მერკვილაძე მეორე მეოთხედისთვის ჰყავდა შეგულებული და მოედანზე გამოსულმა ქუთაისელთა ცენტრმა თავის გუნდს ფარქვეშ ძალა შემატა. მეორე მეოთხედი იმერლებმა 15:11 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 7 ქულით დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა, ქუთაისელები მთელი ჟინით და შემართებით თამაშობდნენ. იმერლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და უზომოდ გაიხარეს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა ამ გუნდს აქამდე რაიმე ოფიციალურ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია და დებიუტი ჩინებული გამოუვიდა - პირველივე ცდაზე საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ფინალის შემდეგ მოეწყო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც პრიზიორი გუნდები მედლებით, სიგელებით და საჩემპიონო თასით ვეტერანმა კალათბურთელებმა - ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომიძემ დააჯილდოეს.

პლეი ოფში გასული ყველა გუნდიდან გამორჩეულ 2-2 მოთამაშეს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები და ფედერაციის მიერ გამოცემული სეზონის შემაჯამებელი ჟურნალები გადაეცათ.

ქუთაისი: ალექსი მერკვილაძე, მათე კაპანაძე

ჰიუნდაი: ოთარ ჭიჭინაძე, დავით გოგაძე

რუსთავი: დავით ჩხეიძე, გიორგი ოკრიბელაშვილი

თიბისი: ლუკა ქუტიძე, გიორგი საყვარელიძე

აკადემია: გაგა გოდერძიშვილი, ტერენს ქროული

კარდინალი: ლუკა ჩაჩანიძე, გეგე ჯანხოთელი

ოვერტაიმი: ნატალია ოთხმეზური, გიორგი გოლიაძე

დაჯილდოებას ვერ დაესწრნენ ბათუმის გამორჩეული მოთამაშეები - ლუკა ოჩხიკიძე და გიორგი დოლიძე.

27 ივნისი. საკალათბურთო აკადემია

ფინალი

აკადემია-ქუთაისი 36:48 (6:9, 11;15, 4:7, 15:17)

აკადემია: ტ. ქროული (12), გ. გოდერძიშვილი (10)

ქუთაისი: ა. მერკვილაძე (16), მ. კაპანაძე (8)

superleague.ge

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერ მაიამისთან" მატჩში?
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი