"ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებების ფინალურ მატჩებს უელსის დედაქალაქი კარდიფი უმასპინძლებს
ევროთასების ორგანიზატორმა "ეუროპეან რაგბი კაპმა" "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებების ფინალური მატჩების გამართვის უფლება მომავალი წლის მაისში, უელსის დედაქალაქ კარდიფს ანდო.

ევროპის საუკეთესო გუნდების დაპირისპირება 24 მაისს "მილენიუმზე" გაიმართება, "ემლინ ჩელენჯ კაპის" ფინალს კი "არმს პარკი" 23 მაისს უმასპინძლებს.

ასეთი გადაწყვეტილება ტურნირების ორგანიზატორებმა 2011 წლის გამოცდილების კვალდაკვალ მიიღეს. მაშინაც ევროპული თასების ფინალებს კარდიფმა უმასპინძლა, რის შედეგადაც მოგებამ 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე პრესტიჟული "ჰაინეკენის თასის" გათამაშების პირველი ორი ფინალი 1996-97 წლებში ასევე უელსის დედაქალაქში გაიმართა.

"კარდიფი ყველაზე მომხიბლავი ადგილია ასეთი დიდი სარაგბო ზეიმის გასამართავად. რაგბის ქომაგები ევროპის ყველა კუთხიდან აპირებენ, მომავალ წელს ამ ზეიმს არ დააკლდნენ. გვიხარია, რომ სარაგბო ევროთასების ფინალური მატჩების თარიღს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის სპორტულ კალენდარში" - თქვა "ეუროპეან რაგბი კაპის" აღმასრულებელმა დირექტორმა დერეკ მაკგრათმა.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა ჯგუფურ ტურნირში მონაწილე გუნდების ვინაობა. "ჰაინეკენის თასზე" ქართველ მორაგბეთა რვა გუნდი იასპარეზებს.

საფრანგეთის ჩემპიონის, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" საკმაოდ რთულ, A ჯგუფში მოხვდა. აქ ფავორიტები "ემლინ ჩელენჯ კაპის" წლევანდელი გამარჯვებული ირლანდიური "ლენსტერი" და ინგლისური "ნორსჰემპთონი" არიან.

ხელწამოსაკრავი გუნდი არც უელსური "ოსფრიზი" იქნება. ჯგუფიდან გასვლა, ცხადია, კასტრელებსაც შეუძლიათ, ოღონდ გააჩნია, დაისახავს თუ არა ამ კლუბის ხელმძღვანელობა პრიორიტეტად "ჰაინეკენის თასის" მოპოვებას.

ფაქტია, რომ ჩვენებურის გუნდს ორ ფრონტზე თანაბრად ბრძოლა უჭირს და ამიტომ ისევე, როგორც განვლილ სეზონში, ამჯერადაც არჩევანის წინაშე დადგება.

"ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელი მფლობელი, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" B ჯგუფში მოხვდა.

აქ ჩვენებურთა გუნდის რეალური კონკურენტი უელსური "კარდიფ ბლუზია", რომელსაც წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ფინალში საკუთარ კედლებში თამაშის შანსი აქვს.

ფავორიტების დავაში შესაძლოა ჩაერიოს "გლაზგო ვორიორზი", რომელიც, ფაქტობრივად, შოტლანდიის ნაკრების საბაზო გუნდია. პლეი ოფში გასვლის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს ინგლისურ "ექსეტერს".

ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" C ჯგუფში იასპარეზებს. ფრანგული გრანდის მთავარი კონკურენტი ინგლისური "სარასენზი" იქნება.

ამ ორ გუნდს საბოლოოდ ფინალშიც თუ ვიხილავთ, გასაკვირი არ იქნება. ვფიქრობთ, C ჯგუფის სხვა ორ ბინადარს, ირლანდიურ "ქონოთსა" და იტალიურ "ზებრეს", წარმატების მიღწევის მინიმალური შანსი აქვთ.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი ფრანგული კლუბი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" და დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" ითამაშებენ.

ორივე მათგანი პლეი ოფში გასვლის მთავარი პრეტენდენტია. "ვულკანები" დიდი ხანია ფრანგული და ევროპული რაგბის ელიტაში არიან. პარიზელები კი წლევანდელ სატრანსფერო სეზონზე იმდენად გაძლიერდნენ, რომ მათგან ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი.

ფრანგული კლუბების კონკურენტი ინგლისური "ჰარლიქვინზი" იქნება, რომელიც წლევანდელი "ავივა პრემიერშიპის" რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილზე გავიდა.

ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია ნებისმიერი გუნდისთვის უელსურ "ჰლანეჰლისაც". ერთი სიტყვით, ჩვენებურთა გუნდები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარია მოსალოდნელი.

მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" E ჯგუფის ბინადარი იქნება.

ჩვენებურთა ამ გუნდს წლეულს სერიოზული შევსება აქვს. ფაბიენ გალტიემ მრავლად მიიწვია მეორეხაზელები, რაც გორგოძეს საშუალებას მისცემს, მხოლოდ მესამე ხაზში ითამაშოს.

მონპელიელთა შერკინება ამჟამად საკმაოდ მრისხანედ გამოიყურება, რასაც განვლილ სეზონზე ვერაფრით ვიტყვით.

"მონპელიეს" კონკურენტები ირლანდიური "ალსტერი" და ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" იქნებიან.

ორივე მათგანი თავის ქვეყანაში წამყვანი სარაგბო გუნდია და ამბიციებიც საკმაოდ დიდი აქვს. მათთან შედარებით უფრო სუსტად გამოიყურება იტალიური "ბენეტონი", თუმცა საშინაო მატჩებში ამ გუნდს სენსაციის მოხდენაც შეუძლია.

ორი "ქართული გუნდი" ითამაშებს F ჯგუფშიც. ესენია: გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" და დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგი".

ამ ჯგუფის ფავორიტი ირლანდიური "მანსტერია". პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა "პერპინიანსაც" შეუძლია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ გუნდი, ფაქტობრივად, თავიდან ყალიბდება, სავარაუდოდ, წლეულს "ჰაინეკენის თასზე" დიდი მიზნები არ უნდა ამოძრავებდეს.

ასევე სერიოზული ცვლილებებია "ედინბურგშიც". ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრედლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახლა ის საქართველოს ნაკრების თავკაცის, მილტონ ჰეიგის ასისტენტია.

შეიცვალა გუნდის მოთამაშეთა დიდი ნაწილიც. ამიტომ პროგნოზირება, რა მიზნები ექნებათ ედინბურგელებს, ძალიან ძნელია.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი იასპარეზებს. გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ინგლისური "ნიუკასლი", იტალიური "კალვიზანო" და რუმინული "ბუქარესტი" იქნებიან. ბრიველებს, წესით, ამ ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.

მეორე "ქართული გუნდი", დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", E ჯგუფში ითამაშებს.

პარიზელთა მთავარი კონკურენტი ინგლისური "ლონდონ აირიში" იქნება. სავარაუდოდ, სტატისტების როლში იქნებიან იტალიური "პრატო" და ესპანური "ოლიმპუსი".

ჰაინეკენის თასი

A ჯგუფი: ლენსტერი, ნორსჰემპთონი, ოსფრიზი, კასტრი.

B ჯგუფი: ტულონი, კარდიფი, გლაზგო, ექსეტერი.

C ჯგუფი: ტულუზი, სარასენზი, ქონოთი, ზებრე.

D ჯგუფი: კლერმონი, ჰარლიქვინზი, ჰლანეჰლი, მეტრო რასინგი.

E ჯგუფი: ალსტერი, ლესტერ ტაიგერზი მონპელიე, ბენეტონი.

F ჯგუფი: მანსტერი, პერპინიანი, ედინბურგი, გლოსტერი.

ემლინ ჩელენჯ კაპი

A ჯგუფი: ბიარიცი, სეილ შარქსი, ვორსტერი, ოიონაქსი.

B ჯგუფი: ბასი, ნიუპორტი, ბორდო, მოლიანო.

C ჯგუფი: ბრივი, ნიუკასლი, კალვიზანო, ბუქარესტი.

D ჯგუფი: ლონდონ ვოსფსი, ვიადანა, ბაიონი, გრენობლი.

E ჯგუფი: სტად ფრანსე, ლონდონ აირიში, პრატო, ოლიმპუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რატომ ვთქვით ევროთასებზე უარი? - ინტერვიუ გიორგი ნიჟარაძესთან
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓙᓚᓣᓑᓘᓡ ᓗᓐᓛᓐᓨᓘ "ᓩᓔᓚᓔᓜᓯ ᓙᓐᓞᓖᓔ" ᓣᓙᓕᓔ ᓠᓔᓐᓚᓣᓠᓘᓐ
ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓗᓐᓡᓔᓑᓘᓡ ᓒᓐᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓐᓨᓘ ᓨᓔᓡᓐᓫᓚᓝᓐ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓒᓣᓜᓓᓘ ᓒᓐᓛᓝᓩᓜᓓᓔᓡ
რაგბი. ლეგიონის ანონსი: "ჩემპიონთა თასზე" ხუთი, "ჩელენჯ კაპზე" ათი
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ᓥᓐᓠᓗᕣᓚᓘ
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ქართული ლეგიონი: ბოლოსწინა ტურის ავანჩავანი
ქართული ლეგიონი: შანსი ჯერ ყველას აქვს
ᓥᓐᓠᕗᓕᓔᕚᓔᓑᕘᓡ "ᓢᓣᓚᕝᕜᓛᓐ" "ᓰᓐᓘᕜᕔᕙᕔᕜᓘᓡ ᓗᓐᓡᓘ" ᓖᓔᕓᓘᕖᓔᕓ ᓛᓔᓝᓠᕔᕓ ᓛᓝᓘᓒᕝ
ქართული ლეგიონი: სამი ლიდერობს, ორი შანსს ინარჩუნებს
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓚᓔᓒᓘᓝ
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მორიგი ლელო "ჩელენჯ კაპზე"