"ლელოს" რუბრიკის სტუმარი ყველასთვის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი დავით ქლიბაძეა
"ლელოს" რუბრიკის სტუმარი ყველასთვის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი დავით ქლიბაძეა.

იგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე და ქართველ ტელემაყურებელს იმ დროისთვის მიუწვდომელი საფეხბურთო და სპორტის სხვა სახეობათა ჩანაწერებით ანებივრებდა.

"სპორტული კალეიდოსკოპი", "45 წუთი", "დრიბლინგი" - ეს გადაცემები სტაჟიან ქომაგებს ძალიან კარგად ახსოვთ.

ქლიბაძე მსოფლიოს 9 და ევროპის ამდენივე ჩემპიონატზეა ნამყოფი.

"ჩემი მიზანი ამ მაჩვენებლების ათამდე გაზრდაა", - გვითხრა რესპონდენტმა, რომლის ნაამბობიცა და მოსაზრებებიც მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

დებიუტი

1957 წელს გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია გავუგზავნე, რომელიც რედაქციამ შემოკლებულ ვარიანტად გამოაქვეყნა რუბრიკით - "ეს სასარგებლო იქნება".

ჩემი იდეა იყო, თბილისის "დინამოს" ყველა მატჩი კინოფირზე გადაეღოთ, რათა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მისი ნახვისა და გაანალიზების საშუალება მისცემოდათ. ეს ინიციატივა მოგვიანებით მაინც განხორციელდა.

გარკვეული ხანი რადიოში ვიმუშავე, რის შემდეგაც ტელევიზიაში გადავინაცვლე. მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვა დიდ ქალაქებში არაერთი მეგობარი და კოლეგა მყავდა, რომლებიც უნიკალურ ჩანაწერებს მაწვდიდნენ.

ქართველ მაყურებელს ვუჩვენე საკალათბურთო თბილისის "დინამოს" მატჩი 1968 წელს, როცა ჩვენი გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა თასის ფინალი, სადაც "მილანმა" "აიაქსი" 4:1 დაამარცხა, NBA-ს ფინალური მატჩი "ბოსტონ სელტიქსსა" და "ცინცინატი როიალსს" შორის. ამ უკანასკნელმა საქართველოში განსაკუთრებული ფურორი მოახდინა...

ფეხბურთის ორი ბურჯი

ასეთებად ბორის პაიჭაძე და ეროსი მანჯგალაძე მიმაჩნია. პირველმა მათგანმა ქართველებს ფეხბურთი შეაყვარა, მეორემ კი თავისი რეპორტაჟებით ფეხბურთი სახალხო თამაშად აქცია.

რასაკვირველია, არ ვაკნინებ სხვა ქართველი ფეხბურთელებისა და კომენტატორების დამსახურებას. კოტე მახარაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ 1976-81 წლების თბილისის "დინამო" მთელ საბჭოთა კავშირში პოპულარული გუნდი იყო.

სამწუხაროდ, ახლანდელი კომენტატორების შესახებ დადებითს ვერაფერს გეტყვით. მირჩევნია, ტელევიზორს ხმა გავუთიშო და ფეხბურთს ასე ვუყურო...

2002 წლის მუნდიალის მერვედფინალისას, როცა ბრაზილია ბელგიას ეთამაშებოდა, საქართველოს ტელევიზიას ტელეფონით ჩავერთე.

ამ დროს ბრაზილიამ ანგარიში გახსნა და ბრაზილიელმა კომენტატორებმა გოლი ჩვეული ემოციით აღნიშნეს. ეს ხმები ქართველ მაყურებელს მოვასმენინე და მას შემდეგ ხალხი ტელევიზიაში რეკავდა, ისევ ბრაზილიელი კომენტატორები მოგვასმენინეთო.

საზღვარგარეთ იშვიათია, როცა მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ორ ჟურნალისტს მიჰყავს. საჭიროების მიხედვით, ორიდან ერთი კომენტატორი, როგორც წესი, ან მოქმედი ფეხბურთელია, ან ვეტერანი მოთამაშე, ანაც მსაჯი.

ცხრა მუნდიალი და ცხრა ევროპა

ჩემი პირველი საზღვარგარეთული ვოიაჟი 1967 წელს შედგა. ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე მიმავლინეს. 1974 წელს რომში ვიყავი, მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ვიქტორ სანეევმა ოქროს მედალი მოიპოვა.

1978 წლიდან მოყოლებული კი მსოფლიოსა და ევროპის არც ერთი საფეხბურთო ჩემპიონატი გამიცდენია. 1990 წლის მუნდიალამდე ტურნირს დაახლოებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვესწრებოდი ხოლმე, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატს თავიდან ბოლომდე ვაშუქებდი. მხოლოდ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე არ მინდოდა წასვლა და იქ ბოლო 12 დღით ჩავედი.

რეკორდსმენი კი ნამდვილად არ ვარ. 1994 წელს, აშშ-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიცანი ურუგვაელი ჟურნალისტი დიეგო ლუსერო, რომელსაც 1930 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჰქონდა გაცდენილი. იგი ღრმად მოხუცებული, 1995 წელს გარდაიცვალა.

დიდი ტურნირებიდან გავიხსენებდი ცუდი მსაჯობის არაერთ შემთხვევას, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. ხშირად ჩაგრავდნენ პატარა საფეხბურთო ქვეყნებს. ამის საფრთხე საქართველოს ნაკრებსაც ემუქრება, თუ ფინალურ ეტაპზე გავა.

ბედნიერი ვარ, რომ ამდენი დიდი მატჩი ვნახე ცოცხლად. სატელევიზიო რეპორტაჟებით გულშემატკივარი ბევრ რამეს ვერ აღიქვამს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ტელევიზია ყალბ წარმოდგენას ქმნის ფეხბურთზე. ბევრი ფეხბურთელის ღვაწლი ეკრანზე არ ჩანს, ბევრის დამსახურება კი პირიქით, გადამეტებულად წარმოჩინდება.

რაც შეეხება ორგანიზაციულ მხარეს, საუკეთესოდ ორგანიზებულად იტალიაში გამართულ ტურნირებს მივიჩნევ - ევროპის 1980 წლის ჩემპიონატსა და 1990 წლის მუნდიალს.

ქართული ბიბლია გუტენბერგის მუზეუმში

სასიამოვნო მოგონებად დამრჩა გერმანიაში გადახდენილი ამბავი. 1995 წელს ქალაქ მაინცში გახლდით, სადაც მასპინძლებმა ცნობილი მეცნიერის, სტამბის გამომგონებლის, იოჰან გუტენბერგის მუზეუმში მიმიყვანეს.

მაჩვენეს პირველი ნაბეჭდი ბიბლია და სხვადასხვა ენაზე გამოცემული ბიბლიები. ქართული ბიბლია იქ ვერ ვიპოვე და გამოვთქვი სურვილი, რომ იგი მუზეუმისთვის მეჩუქებინა.

რამდენიმე თვის შემდეგ გერმანიაში საგანგებოდ ამ მისიით ჩავედი და მუზეუმს ქართული ბიბლია გადავეცი ჩვენი პატრიარქის მინაწერით. ასე შევიტანე მცირედი წვლილი გუტენბერგის მუზეუმის გამრავალფეროვნებაში.

მწვრთნელების შესახებ

მიმაჩნია, რომ მწვრთნელებად აუცილებლად მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელები უნდა მუშაობდნენ, სხვაგვარად, მწვრთნელი ვერ შეძლებს ფეხბურთის სულის აღქმას.

ჟოზე მოურინიო, რა თქმა უნდა, მაღალი დონის სპეციალისტია, მაგრამ ყოფილი ფეხბურთელი არაფრისდიდებით არ დაჩაგრავდა იკერ კასილასს, რომელსაც მოურინიომ სათადარიგოთა სკამზე ყურყუტით ცხოვრების ხალისი დააკარგვინა.

კასილასის სხვა მიღწევებს თავი რომ დავანებოთ, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის ბოლო ჩემპიონატის მოგებაში. რომ არა ხორვატიასთან მოგერიებული ურთულესი დარტყმა, ესპანეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩებოდა.

გერმანული ფინალის ფასი

გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, ჩემპიონთა ლიგაში გერმანული ფინალი რომ ვიხილეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამან ფეხბურთი გადაარჩინა.

"ბარსელონას" "ტიკი-ტაკა" არის სრული კატასტროფა და ამ მიმართულების დამარცხებით ფეხბურთმა მხოლოდ მოიგო.

რჩეული სამეული

დი სტეფანო, პელე, მარადონა - ასეთია ჩემი ფავორიტი ფეხბურთელების სამეული, ოღონდ იერარქიის გარეშე.

დი სტეფანოს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ფეხბურთში უნივერსალიზმი ფასობს. მას არაერთ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეეძლო თამაში.

პელეს თამაში საკუთარი თვალით მინახავს და სიტყვები არ მყოფნის ამ გრძნობის გადმოსაცემად. საჯარიმოში კაცის მომტყუებელი ასეთი სხვა ფეხბურთელი არ მეგულება.

მიმაჩნია, რომ ბრაზილიას პელეს შემდეგ რონალდოს სიდიდის სხვა ვარსკვკლავი არ ჰყოლია. ზიდანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მაგრამ მისი გადაწყვეტილებების წინასწარ ამოცნობა მაინც შეიძლებოდა.

რაც შეეხება მესის, მან ჯერ არგენტინის ნაკრებში უნდა დაამტკიცოს თავისი სიდიადე. "ბარსელონაში" მას თავდამსხმელის კონკრეტული ფუნქცია აქვს და პასის მიმწოდებლებიც არ აკლია, ნაკრებში კი ნამდვილი ლიდერის ტვირთი უნდა ზიდოს, რასაც ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებ.

რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, მესხისტი ვარ, მაგრამ პაიჭაძე მაინც უდიდესია. იგი ქართული ფეხბურთის მედროშე იყო.

უახლოესი მიზანი

საკმაო ხანია, ვმუშაობ დოკუმენტურ ფილმზე - "ეპიზოდები ქართული ფეხბურთის ისტორიიდან". ფილმი ოთხნაწილიანი უნდა იყოს: პირველი ნაწილი მოიცავს 1936-54 წლებს, მეორე - 1955-64 წლებს, მესამე - 1967-76, ხოლო მეოთხე - 1977-81 წლებს.

მასში სრულად იქნება ასახული თბილისის "დინამოს" ისტორია და ვფიქრობ, გულშემატკივართა დიდ ინტერესს გამოიწვევს. უკვე დიდძალი სამუშაო გავწიე, არქივებში არაერთი დღე გავატარე.

ჩემი ოცნება ამ ფილმის დასრულებაა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi2
murtalo შენთვის მეტი დაბოლება უკვე აღარ შეიძლება, საშიშია
დუდუ
giorgi2 და svanski, კარგი, 3 თვის მერე აქვე ვისაუბროთ :)
murtalo
მართალია, ტყუილია თუ გვჯერა არ გვჯერა დრო დაგვანახებს ყველაფერს...მარა ერთ რამსე გკითხავთ, ბოლს სად შოულობთ?:)))
giorgi2
svanski, ძალიან საინტერესოა! მაგრამ ეცადე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინო რომ ხალხმა მიიღოს და ვირაცეებმა ყური შეიბერტყონ, წარმატებებს გისურვებთ ბატონო და ღმერთი იყოს თქვენი შემწე! :) გუჯა კახაძეს შესახებ უამრავი ინფორმაცია და ინტერვიუებია, მსოფლიო სპორტზე და სხვაგანაც. ამ კაცმა აღმოაჩინა ფიზიკური მომზადების ისეთი მეთოდი, რომლითაც ფეხბურთელი ფაქტიურად არ იღლება და ენერგიის აღდგენას მოძრაობის დროს. მისი ვარჯიშებით, ფეხბურთელები საოცრად უმატებენ სასტარტო სისწრაფეს. სასაცილო ისაა რომ, დაპირებული შედეგი კი მოაქვს ამ კაცის ვარჯიშებს, შედეგს ყველა ხედავს მაგრამ უყურებენ და მაინც არ ჯერათ რომ შესაძლებელია, არ არსებობსო იძახიან. ___________________________ დუდუ, იცი რა მეგობარო, კაცობრიობის პროგრესი და ცივილიზაციის განვითარება ნამდვილად არა დგას შენნაირი ხალხის მხრებზე. იმის მაგივრად რომ დაინტერესდე, რაც არ იცი და რაც არ გესმის იმას დასცინი, მაგრამ მაგით ვერაფერს შეცვლი. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. სწორედ ასეთ კაცად მოსჩანთ თქვენ, იმიტომ რომ რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის.. ასე რომ, ნამეტანი გაბრკოლებს "ფანტასტიკა" მეგობარო :)
svanski
giorgi2 და dudus მე ფეხბურთის სპეციალისტი ვარ და დამიჯერეთ რასაც ვამბობ სრული სიმართლეა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სამგაზომილებიანი ფეხბურთი ჩემი იდეაა.2-3 თვეში პრეზენტაციას ვგეგმავ. მაგრამ გთხოვთ მითხრათ გუჯა კახაძე ვინ ბრძანდება და რაა მისი იდეის მთავარი არსი?
დუდუ
giorgi2 და svanski, ღადაობთ? გუჯა კახაძის ამბავი, კი ბატონო, საინტერესოა ნამდვილად, მაგრამ ეს დანარჩენი ფანტასტიკა საიდან მოიტანეთ? :))))))))))))))))))))))))
giorgi2
"ფეხბურთი არის დრო, სირვცე და ტყუილი" - სეზარ ლუის მენოტი
giorgi2
svanski, ძალიან საინტერესო რამე თქვი, მე თვითონ აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ რომ ქართული ფეხბურთი თავის სიტყვას იტყვის მსოფლიოში და რაიმე ძალიან რევოლუციურსაც გამოვიგონებთ, მაგრამ შენგან ახალი რაღაცა გავიგე. იმას ხომ არ გულისხმობ, რომ მარადონამ ის დრიბლინგი ბურთის ძირს გორებით ჩაატარა, ანუ ერთ სიბრტყეში და 2 განზომილებაში ათამაშა. ესპანეთის ტიკი-ტაკაც 2 განზომილებაშია, ძირითადად ძირს აგორებენ ბურთს. არადა, ბურთის (თავზე) მაღლა აგდებით უდიდესი სივრცის გამოყენება შეიძლება, სამივე განზომილების, ბურთის ნებისმიერ წერტილში გადატანა შეიძლება - რადგან არავინ დაფრინავს და ზევით ვერავინ ჩაჭრის. მაგრამ არა მგონია ასეთ მარტივ რამეზე მიანიშნებდე.. ეხლა კი უფრო დავრწმუნდი რომ ქართველები რაღაც ძალიან დიდ ინოვაციას გამოვიგონებთ (აღმოვაჩენთ ) ფეხბურთში და ეს ძალიან დაგვეხმარება. მარტო გუჯა კახაძის სისტემით შეძლება მსოფლიოს გააშტერება, მე მჯერა რომ შესაძლებელია რასაც ეგ კაცი ამტკიცებს.
svanski
როცა მარადონამ 1986 წლის 22 ივნისს საუკუნის გოლი 11 წამში გაიტანა, ის ორ განზომილებაში გარბოდა. ძალიან მალე კი სულ რამდენიმე თვეში ფეხბურთში დამთავრდება ორ განზომილებიანი ფეხბურთის ერა და დაიწყება ახალი სამგანზომილებიანი ეპოქა ახალი მეფეებითა და ვარსკვლავებით, ტაქტიკითა და სტრატეგიით, ისტორიითა და სტატისტიკით. ეს საქართველოში მოხდება. ორ მაქსიმუმ სამ თვეში.
dudu
ბევრ რამეში კატეგორიულად არ ვეთანხმები. საერთოდაც, ყოველთვის ჩვეოდა უაპელაციოდ და კატეგორიულად არასწორი რამეების მტკიცება, თუმცა ეგ არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ კარგი კაცია და ქართულ ფეხბურთს უდიდესი სამსახური გაუწია მრავალწლიანი პატიოსანი შრომით. წარმატებები ბ-ნ დავითს!
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სკანდალური მატჩი თურქეთის ჩემპიონატში - "დემირსპორის" ფეხბურთელებმა "გალათასარაისთან" მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს [VIDEO]
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
მოურინიო მორიგ დიდ სკანდალშია - რასიზმის ბრალდებით უჩივლეს, თავად კი მსაჯთა ოთახში შევიდა [VIDEO]
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
"უბრალოდ დავიღალე" - ჟოზე მოურინიო
ᕣᓑᓔᕓᓣᓠᕔᕑᓐ, ᕠᕝᓛᓔᓚᓡᓐᓪ ᓗᓑᕘ
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
შკრინიარი პსჟ-დან "ფენერბაჰჩეში" გადადის
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
მიულერმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს
მიშა მაინც სხვა იყო... - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
იქნება დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
იკერ კასილიასმა შეიძლება კარიერა დეკემბერში განაახლოს
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს
ᓕᓐᓡᓘᓚ ᓛᓐᓘᓡᓣᓠᓐᓫᓔ: ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓐᓓ ᓠᓝᓛ ᓛᓝᓕᓘᓐᓖᓠᓔᓑᓘ, ᓔᓢᓧᓝᓑᓐ, ᓐᓛᓘᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓔᓮᓛᓘᓐᓜᓔᓑᓘᓐᓜ