გელა ღლონტის გაწვრთნილმა უფკ-მ, რომელიც "დნიპროს" საფეხბურთო სკოლის გუნდია, უკრაინის 15-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო
ბოლო წლებში, საზღვარგარეთ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა წავიდა და ათასგვარი კლუბის, ქვეყნისა და ნაკრების ფორმა მოირგო. ქართველ ფეხბურთელებს ისეთ ეგზოტიკურ ლიგებშიც კი უთამაშიათ, როგორიც არის ტაილანდი, ბანგლადეში, ინდონეზია, თურქმენეთი. მოურგიათ რუსეთის, უკრაინის, გერმანიის, საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრებების ფორმები.

ამავე დროს, უცხოეთში საკმაოდ ბევრი ქართველი სპეციალისტიც საქმიანობს. ცხადია, უმრავლესობას არ ვიცნობთ, რადგან ბევრი დაბალ ლიგაში ან საფეხბურთო სკოლაში საქმიანობს.

ახლახან, შემთხვევით წავაწყდით ინფორმაციას, რომ უკრაინის 15-წლამდელთა ჩემპიონატი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საფეხბურთო სკოლამ, უფკ-მ მოიგო. დნეპრელებმა ფინალში დონეცკის "შახტარს" პენალტების სერიაში სძლიეს, მალე კი პრესტიჟულ იტალიურ ტურნირზე ითამაშებენ, სადაც მხოლოდ წამყვანი ევროპული ქვეყნების ჩემპიონებს იწვევენ.

მთავარი ისაა, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩვენთვის უცნობი სპეციალისტი გელა ღლონტი გახლავთ. პატარა წვალებისა და ძიების შედეგად, დნეპროპეტროვსკელთა დამრიგებელს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

ვფიქრობთ, გელა ღლონტი ჩვენთვის ძალიან საყურადღებო ამბებს გვიყვება:

- ქუთაისელი ვარ, 1975-80 წლებში "ტორპედოს" დუბლებშიც გამოვდიოდი. მაგრამ დიდი კარიერა ვერ ავიწყვე. 1981-84 წლებში ქუთაისის "იმერეთში" ვთამაშობდი. მამა უკრაინაში ცხოვრობდა და 1989 წელს მეც იქ დავსახლდი.

1994 წლიდან ვეტერანთა გუნდში ვთამაშობდი. მერე ისე მოხდა, რომ 2000 წელს ჩემი ბიჭი "დნიპროს" საფეხბურთო აკადემიაში შევიყვანე. მწვრთნელმა იცოდა, ყოფილი ფეხბურთელი რომ ვიყავი და საწვრთნელ პროცესში დახმარება მთხოვა. ამ საქმემ დამაინტერესა, სერიოზულად მოვეკიდე და მერე და მერე, უკვე საფეხბურთო სკოლა უფკ-ში დამოუკიდებლად მუშაობაც დავიწყე.

მომეწონა საქმე, ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა და მწვრთნელობას გავყევი.

- როგორც შვეიტყვეთ, თქვენი გუნდი უკრაინის ჩემპიონი გახდა.

- ტრაბახით არ ვამბობ, მართლაც, რომ ძალიან ძლიერი ბიჭები გვყავს. ჩვენი 6 გაზრდილი ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს. მახარებს ის, რომ უკრაინაში ბევრი ძლიერი საფეხბურთო სკოლაა და 120 გუნდში საუკეთესოები ჩვენ გავხდით.

- ჩვენს ასაკობრივ ჩემპიონატებში მაქსიმუმ 16 გუნდი მონაწილეობს.

- ეს უკრაინაა. 120 გუნდიც ძირითადი ეტაპიდან ჩაერთო. თორემ, შესარჩევ ციკლში რამდენი გუნდი მონაწილეობდა, ამას ვინ დათვლის.

- საინტერესოა, რა პირობებია "დნიპროს" სკოლაში?

- აკადემიაში 3 სტანდარტული მოედანია. ცალკე არის ბაზა, სადაც 4 ბუნებრივისაფრიანი მინდორია, ორიც - ხელოვნური. აქედან ერთი მანეჟშია და ზამთარში ვვარჯიშობთ. სოლიდური სავარჯიში პირობები და საკმაოდ კარგი ხელფასებია - "დნიპროს" აკადემიიას ხომ წლიურად 2 მილიონ დოლარს ურიცხავენ. ყველა ასაკის მწვრთნელი წლიურ გეგმას წარვადგენთ და გუნდისთვის ბიუჯეტს ცალკე გვმტკიცებენ.

დაახლოებით ასევეა ხარკოვის "მეტალისტსა" და რამდენიმე სოლიდურ კლუბში, კიევის "დინამო" და დონეცკის "შახტარი" კი მომავალი თაობების გაზრდაზე მეტსაც ხარჯავენ.

- 2-მილიონიანი ბიუჯეტი საქართველოში სკოლას კი არა, უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობას არ აქვს.

- ქართული ფეხბურთი თავის დიდი პოტენციალს ამიტომაც ვერ ავლენს, რაზეც გული ძალიან მტკივა. ჩვენი გუნდები სეზონისთვის 16 დღე ჯერ კარპატის მთებში ეზმადებიან, შემდეგი 16 დღე - შავიზღვისპირეთის საკურორტო ქალაქ ფაროსში, სადაც "დნიპროს" მფლობელმა იგორ კოლომოიცკიმ სანატორიუმი იყიდა.

ყოველ წელიწადს დავდივართ უცხოეთში. ეს ბავშვებს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობები გაიგონ, ნაკლი გამოასწორონ და უცხო გარემოს პატარაობიდან გაუშინაურდნენ.

- ბავშვები შეკრებისა და უცხოეთში წასვლის ფულს არ იხდიან?

- მესმის, რასაც გულისხმობთ. უკრაინაში ასეთი რამ არ ხდება. აქ ბავშვთა ფეხბურთში სოლიდურ ფულს აბანდებენ და ბავშვს ვინ რას გამოართმევს. ამ ხარჯებს აკადემია საკუთარ თავზე იღებს და ეს საკითხი განხილვას არც ექვემდებარება. ბევრ ოჯახს ხომ საშუალება არც აქვს, 32-დღიანი შეკრების საკმაოდ სერიოზული თანხა გადაიხადოს.

გარდა ამისა, ბავშვებს გადაეცემათ ფორმის 2 კომპლექტი - სრული ეკიპირება, სავარჯიშო, სათამაშო და გამოსასვლელი ფორმები, ბუცები, ბოტასები, წინდები, ქუდები და ა.შ. ეს ზუსტად იგივე ეკიპირებაა, რასაც "დნიპროს" ძირითადი გუნდის ფეხბურთელები იღებენ. ასეთი პირობები იმიტომ არის, რომ დიდი მოთხოვნებსაც გვიყენებენ. ჩვენს აკადემიაში გაიზარდნენ უკრაინის ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი წევრები როტანი, კანაპლიაკა და ა.შ.

- გუნდში ქართველი თუ გყავთ?

- ბევრი ბავშვი ჩამოდის და შეძლებისდაგვარად ვეხმარები. 20 წლის ლევან არველაძე ბოლოს "კრივბასის" დუბლებში იყო, მაგრამ ეს გუნდი დაიშალა და მე-2 ლიგის მორშჩინოს "სკალაში" წავიდა. მისი ასაკისაა ცენტრალური მცველი ლევან მახარაძე, რომელიც ახლახან მარიუპოლის "ილიჩივეცის" დუბლშემადგენლობაში ჩაირიცხა.

დიდი ხანი არაა, რაც "დნიპრომ" ლვოვის "კარპატში" იჯარით ევგენი ბოხაშვილი გაუშვა. ის თბილისური ოჯახიდან არის, მაგრამ ისრაელში დაიბადა, მე-8 კლასში იყო, უკრაინაში რომ ჩამოიყვანეს და ისიც ჩვენს აკადემიაში გაიზარდა.

ოდესაში თამაშობს უნიჭიერესი ჯონი ფხაკაძე. ეს ბავშვი უკრაინაშია დაბადებულია და დედით რუსია. ათამაშებენ ცენტრალურ ნახევარმცველად და ისეთი ტალანტია, უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.

აქაურ გუნდებშიც ბევრი ქართველი მუშაობს. მაგალითად, დონეცკის "შახტარის" სელექციონერია მიხეილ ფოცხვერია, რომელსაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია.

სხვათა შორის, უკრაინაში ისეთი გუნდიც არსებობს, რომლის მეპატრონეც ქართველია, მაგრამ მას ამის გამხელა არ სურს და გვარს მეც არ დავასახელებ.

- ეტყობა, "დნიპროს" კულისებს კარგად იცნობთ. გუნდში ახლა სამი ქართველია, მათ კი იშვიათად ათამაშებენ.

- მე რაც ვიცი, ხუანდე რამოსს სამივე ძალიან მოსწონს. მაგრამ კობახიძეს მაინც წასვლა სურს - ნაღდი ამბავია, რომ სანდროს ლეონიდ კუჩუკი მოსკოვის "ლოკომოტივში" იწვევდა. მაგრამ მას სხვა საინტერესო წინადადებებიც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
რამდენი კაცი დადის საშუალოდ ერთ თამაშზე უკრაინაში და რამდენი საქართველოში? დასკვნები მერე გააკეთეთ.
odala
თქვე სირებო, თქვენ კიდევ იმ 'სტატიების' სათაურების წაკითხვა არ გაწყენდატ რომლებსაც წერთ.
guja_kakhadze
გელა ღლონტი: "ქართული ფეხბურთი თავის დიდი პოტენციალს ამიტომაც ვერ ავლენს, რაზეც გული ძალიან მტკივა" - მარტო ფინანსების ბრალი რომ იყოს რაღაცას მოიფიქრებდნენ...
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
''ბეტისს'' ხუანდე რამოსი გაწვრთნის
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
უკრაინელთა ქართველი კაპიტანი: შესაძლოა, ბოლოს მაინც საქართველოსთვის ვითამაშო!
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
ჯაბა კანკავას ესპანეთის ლა ლიგაში თამაშის რეალური შანსი გამოუჩნდა
სანდრო კობახიძე: ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი გოლი მინდა გავიტანო
ᓯᓐᓑᓐ ᓙᓐᓜᓙᓐᓕᓐ: ᓤᓣᓚᓘ ᓩᓔᓛᓗᓕᓘᓡ ᓛᓗᓐᓕᓐᓠᓘᓐ, ᓕᓘᓜᓪ ᓐᓡᓔ ᓐᓠ ᓐᓛᓑᓝᓑᓡ, ᓘᓢᓧᓣᓔᓑᓐ
ვინ გაწვრთნის "ვალენსიას"? - ესპანურ პრესაში ახალი ვერსია გაჩნდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
ჯაბა კანკავას ყოფილ მწვრთნელ ხუანდე რამოსს "მალაგა" ჩააბარეს
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]