სეზონის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა "დიორ ეტო" დატოვა
გიორგი ქვილითაია უგუნდოდაა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა ზამთარში უნგრეთის "დიორ ეტოსთან" კონტრაქტი ოფციონის წესით 0,6+3 წლით გააფორმა.

მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და კლუბი დატოვა.

"ევროპაში დარჩენა ყველას უნდა, მაგრამ უნგრელებმა 5-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაც ნაღდად არ მიღირდა, მით უფრო, უნგრეთში. უარი ვთქვი და წამოვედი" - ამბობს ქვილითაია.

ქვილითაია საქართველოს დასრულებული ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო - მიუხედავად იმისა, რომ მას არც უმაღლეს ლიგაში უთამაშია და სეზონიც სანახევროდ ჩაატარა.

გიორგი პირველი ლიგის თბილისის "სასკოში" ირიცხებოდა და საშემოდგომო ეტაპის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა - 19 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

მანამდე კი რეგიონალურ ლიგაშიც მშვენიერი სეზონი ჰქონდა - 17 მატჩში 25 გოლი. იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ ლიგებში მაღალი დონე არ არის, მაინც გასაოცარი შედეგი იყო.

ამით ქვილითაიამ ეროვნული ჩემპიონატის წამყვანი კლუბების ყურადღება დაიმსახურა - იწვევდა თბილისის "დინამო", "ზესტაფონი" და ქუთაისის "ტორპედო", მაგრამ უნგრეთში წასვლა ამჯობინა.

სწორედ ამ პერიოდში გამოიძახა ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში, მანამდე კი გიორგი დევდარიანმა 19-წლამდელებში ირლანდიის საერთაშორისო ტურნირზე მისცა თავის გამოჩენის შანსი.

სად გააგრძელებს ქვილითაია კარიერას, ამაზე ჯერ არ ლაპარაკობს:

"არის კონკრეტული მიწვევები საქართველოშიც და უცხოეთშიც. მაგრამ სანამ გუნდთან კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ, მანამდე დაკონკრეტებას მოვერიდები" - ამბობს გიორგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნელი
გიორგი!ზურგის ქარს გისურვებ! მაქვს შენი იმედი! გიორგი მ ა გ ა რ ი ა!
gizog
გიორგი, უფალმა დაგლოცოს და სულ გამარჯვებით გატაროს სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჭანტურიას თავკაცი ერთ კვირაში ქვილითაიას მწვრთნელი გახდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები