29 ივლისს ბელგრადში მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა
ევროპის საჭადრაკო კავშირმა ქალთა კონტინენტის ჩემპიონატისთვის 60.000 ევრო გამოყო, საიდანაც გამარჯვებული 10.500 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 8.250, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი 6.500 ევროთი დაჯილდოვდება.

სულ ფულადი პრიზები პირველ-მეოცე ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ.

29 ივლისს ბელგრადში მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. ერთპიროვნული ლიდერი ნინო ხურციძე თეთრი ფიგურებით ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინასთან (რუსეთი) დამარცხდა და ლიდერობაც მას გადააბარა.

ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ერთად 6 ქულით დაწინაურდა ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), რომელმაც დიემანტე დაულიტეს (ლიტვა) სძლია.

მათთან ქულებით გათანაბრება შეეძლო სალომე მელიას, მაგრამ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან (რუსეთი) ვერაფერი გააწყო და ყაიმს დასჯერდა.

ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ნანა ძაგნიძე - ეკატერინა ატალიკი (ევროპის საჭადრაკო კავშირი) 1:0, ბელა ხოტენაშვილი - ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) 0.5:0.5, მაკა ფურცელაძე - ნატალია პოგონინა (რუსეთი) 0:1, მერი არაბიძე - ოლგა გირია (რუსეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი - გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი) 0:1, ტატიანა მოლჩანოვა (რუსეთი) - ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5, ივა ვიდენოვა (ბულგარეთი) - სოფიკო გურამიშვილი 0:1, მარინა მაკროპულუ (საბერძნეთი) - სოფიო გვეტაძე 0.5:0.5, მირანდა მიქაძე - სვეტლანა შულაკოვა (რუსეთი) 1:0, სოფიო ნიკოლაძე - ვიქტორია ტარასოვა (რუსეთი) 0:1, ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი) - ანა გავაშელი 1:0, ანა ბენდერასი (სერბეთი) - მადონა ბოკუჩავა 0.5:0.5.

შვიდი ტურის შემდეგ: ჰოანგი, გუნინა - 6-6, მელია, არაბიძე, პოგონინა, ხურციძე, ძაგნიძე, ანა მუზიჩუკი (სლოვენია), კოსტენიუკი - 5.5-5.5, ხოტენაშვილი, ლომინეიშვილი - 5-5, ფურცელაძე, გურამიშვილი - 4.5-4.5, ბაციაშვილი, ჯავახიშვილი, მიქაძე, გვეტაძე - 4-4, გავაშელი, ნიკოლაძე, ბოკუჩავა - 3-3 ქულა.

ჩემპიონატის მონაწილენი 30 ივლისს დაისვენებენ, 31 ივლისს მე-8 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მეწინავეთა შორის ორი ქართველია
ლევან ფანცულაიას დოჰაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი რჩება
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი სენსაციებით დაიწყო
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
მოჭადრაკეთა ჩემპიონს ქალებში ბოლო ტური დაასახელებს
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
მაკა ფურცელაძე ლიდერებში დაბრუნდა
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ნინო ხურციძე დაწინაურდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე