1 ივნისს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტური გაიმართა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 70-ე ეროვნულ ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ 4 ქულით სალომე მელია მეწინავეობდა. ამიტომ მე-6 ტურში ლიდერისა და ნინო ბაციაშვილის შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

27-ე სვლისთვის თეთრების პოზიციური უპირატესობა მატერიალურში გადაიზარდა - ნინომ ზედიზედ ორი პაიკი მოინადირა.

ამის შემდეგ ბათუმელ დიდოსტატთა პაექრობა დიდხანს არ გაგრძელებულა - 33-ე სვლაზე საშამათო პოზიცია შეიქმნა და მელიამაც მეტოქეს გამარჯვება მიულოცა.

საგულისხმოა, რომ 1 ივნისს არც ერთი ორთაბრძოლა ზავით არ დასრულებულა. ნინო ხურციძემ შავი ფიგურებით სოფიო გვეტაძე დაამარცხა.

ასევე, წარმატებას მიაღწია მაკა ფურცელაძემაც - ლიკა კობეშავიძეს გააჩერებინა საათი.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ანა კუჭავა - მერი არაბიძე 0:1, მაია ლომინეიშვილი - სოფიო გურამიშვილი 1:0, სოფიო ხუხაშვილი - ინგა ხურცილავა 0:1.

ექვსი ტურის შემდეგ: ხურციძე, ფურცელაძე - 4,5-4,5, მელია, ლომინეიშვილი, ხუხაშვილი - 4-4, გურამიშვილი, ბაციაშვილი - 3,5-3,5, ხურცილავა - 3, გვეტაძე, არაბიძე - 2-2, კუჭავა - 1, კობეშავიძე - 0,5 ქულა.

2 ივნისს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილენი ისვენებდნენ. რუბიკონი გადალახულია. რა შეიძლება ითქვას სატურნირო მდგომარეობაზე? ჯერჯერობით ბევრი არაფერი: ლიდერებს ზურგს უკან მდევართა სუნთქვა ესმით, რადგან მათ მონაგარს შორის სხვაობა მხოლოდ ნახევარი ქულაა. არც გურამიშვილი და ბაციაშვილი არიან შორს.

საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი არც ხურცილავას დაუკარგავს - დარჩენილ ხუთ ტურში ქულანახევრიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სულაც არ არის შეუძლებელი.

მით უმეტეს, რომ ხურცილავა 3 ივნისს, მე-7 ტურში თეთრი ფიგურებით სწორედ ერთ-ერთ ლიდერს - ფურცელაძეს დაუპირისპირდება, ხურციძეს კი ხუხაშვილი გაუწევს მეტოქეობას. მე-7 ტურში ასევე ითამაშებენ: კობეშავიძე - ბაციაშვილი, გურამიშვილი - გვეტაძე, არაბიძე - ლომინეიშვილი, მელია - კუჭავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მოჭადრაკეთა ჩემპიონატში სალომე მელია დაწინაურდა
ბიუჯეტი საზოგადოების მღელვარებისა - რატომ ჭადრაკი?
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატი: "დინამოს" სუპერსტარტი
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ნინო ხურციძე დაწინაურდა
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მეწინავეთა შორის ორი ქართველია
ბათუმი 2018: მედიატურნირი გოჩა თანდარაშვილმა მოიგო
ნინო ხურციძემ საქართველოს ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა
მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი სენსაციებით დაიწყო
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
სერია A-ში რადიკალური ცვლილებები განხორციელდება!
ნინო ხურციძემ ქალთა ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო განცხადება
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
ნინო ხურციძემ ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობა დათმო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ლევან ფანცულაიას დოჰაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი რჩება
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით გია გიორგაძე აირჩიეს
მოჭადრაკეთა ჩემპიონს ქალებში ბოლო ტური დაასახელებს
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე