კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე არსებულ სკოლაში 6-დან 14 წლის ჩათვლით ფეხბურთელები მიიღებიან
"დინამოს" საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე.

სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და ჯანმრთელი თაობის აღზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და მომავალ თაობებში ფეხბურთის პოპულარიზაციას.

"დინამოს" საფეხბურთო სკოლა ინფრასტრუქტურით (4 უმაღლესი ხარისხის პოლიტანის ფირმის სავარჯიშო მოედანი) საუკეთესოა საქართველოში.

"დინამოს" საფეხბურთო სკოლაში საწვრთნელ კურსს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები თანამედროვე სავარჯიშო პროგრამით ახორციელებენ. აღსაზრდელთა ფიზმომზადებაზე უცხოელი სპეციალისტი ზრუნავს.

სკოლის მუშაობას კლუბის აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი მინაშვილი უძღვება, რომელმაც A-ლიცენზია ინგლისში მიიღო და ბოლო 5 წლის მანძილზე წარმატებულად მოღვაწეობდა ლონდონის "კრისტალ პალასის" საფეხბურთო აკადემიაში, სადაც სამწვრთნელო-სამენეჯერო გამოცდილება მიიღო.

საფეხბურთო სკოლაში ფეხბურთელის მიღება იწარმოებს 6-დან 14 წლის ჩათვლით, სწავლების ყოველთვიური გადასახადი კი შეადგენს 100 ლარს.

fcdinamo.ge

მარი
თვეში რამდენი ვარჯიში ტარდება და ვარჯიშის დრო რამდენი ხანია?
vep1963
vova-ძამიკო არსად ევროპაში ასეთი რამ არ არსებობს და ვერც იქნება რადგან არავინ არცერთი მშობელი ზოგიერთი ფანატის გამოკლებით ასეთ თანხას არ გადაიხდის.ფეხბურთის ძირითადი მამოძრავებელი რამ კი მისი მასობრიობაა.
vova
უფასოდ კაპიტალისტურ სახელმწიფოში კატებიც კი არ უწვებიან ერთმანეთს,,,ეს არ გინდოდათ???ეხლა კი რას იზავ,რაც შეეხება გიორგი მინაშვილს ის პეხბურთელებს თამაშს ასწავლის რაშიც ჯამაგირს იღებს,მონაგები კი ფიფიას ჯიბეში ილექება,თუ გინდათ სწავლა უნდა გადაიხადოთ ნიჭიერი ბავშვები არ დაიჩაგრებიანო და მეტი რა Gითხრათ?!
vep1963
ფუ თქვენი.ვაი თქვენსა და ჩვენს პატრონს.გიორგი მინაშვილს-ინგლისში ის გასწავლეს რომ ბავშვი თუ 100 ლარს გადაიხდის აუცილებლად ვარსკვლავი გაიზრდება? ეს არის ლიცენზია და მენაჯერობა?საწყალი საქართველო თქვენს ხელში.
svani
კარუჩე ფეხბურთი კიდიათ მთავარია ფული. მამიკოს ბიჯების სკოლა დაარქვით
fczestafoni
ჯერ 100 ლარით უნდა დაგეწყო და მერე მოგეყოლა დანარჩენი
ბავშვთა ფეხბურთი
"საფეხბურთო სკოლაში ფეხბურთელის მიღება იწარმოებს 6-დან 14 წლის ჩათვლით, სწავლების ყოველთვიური გადასახადი კი შეადგენს 100 ლარს." facepalm
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"ლივერპულის" მწვრთნელმა ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის მიზეზი დაასახელა
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
ქართველი სპეციალისტი ჩინეთში იმუშავებს
"ლოკომოტივში" ისევ მწვრთნელი შეცვალეს - ამჯერად გუნდი მინაშვილს ჩააბარეს
რომან ფიფია: იძულებული ვარ, "დინამოს" საფეხბურთო სკოლა დავხურო
გიორგი ყიფიანი: გავზარდოთ ვარსკვლავები მუნდიალზე სათამაშოდ!
"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები
საქართველოდან ჩინეთში - ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ჩინურ კლუბში მუშაობს