თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს
თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი კარიერას ჩინეთში, ბეიჯინგის შუნ შტარ-ის აკადემიაში გააგრძელებს.

36 წლის სპეციალისტმა თბილისური კლუბის აკადემიის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2015 წლის ნოემბერში დაიკავა, ხოლო კონტრაქტი ივლისში დაუმთავრდა. მინაშვილი "ლოკომოტივის"

19-წლამდელთა გუნდსა და "ლოკომოტივი 2-ს" წვრთნიდა. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, 19-წლამდელთა ლიგაში, მისმა გუნდმა პირველი, ხოლო რეგიონულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.

ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდა სპეციალისტი ასაკობრივი გუნდების სასელექციო სისტემასა და სამწვრთნელო მეთოდიკას ხელმძღვანელობდა. მინაშვილმა აკადემიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ფეხბურთელობისას, 1997/98 წლებში, მინაშვილი მექსიკის პრიმერადივიზიონის "ამერიკის" აკადემიის ასაკობრივ გუნდში ექვსთვიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, 1997-98 წლების სეზონში, მექსიკის მესამე დივიზიონის "რამბოქსში" გამოდიოდა. მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო მექსიკაც დატოვა და მალე კარიერაც დაასრულა.

მისი სამწვრთნელო განათლება და კარიერა მთლიანად ინგლისს უკავშირდება. 2006-2012 წლებში იქ მიიღო ყველა ლიცენზია - პირველი დონიდან A ლიცენზიის ჩათვლით. პარალელურად სამწვრთნელო პრქტიკით იყო დაკავებული ყველა დონეზე, ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, "კრისტალ პალასის" აკადემიასა და კლუბ "ლონდონ ტაიგერსში". ამ უკანასკნელში საფეხბურთო სკოლის მენეჯერიც გახლდათ. ამის შემდეგ მისით თბილისის "დინამოც" დაინტერესდა, სადაც სამი წელი აკადემიის დირექტორი გახლდათ.

"ლოკომოტივის" ცნობით, მინაშვილის შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი - კლუბის ხელმძღვანელობა აკადემიის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონკრეტულ კანდიდატს მოიაზრებს და მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ კონკრეტდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
და ამისთანა სპეციალისტის,თან ქართველის,სხვა ქვეყანაში წასვლა როგორ დაუშვით?!ბევრი გყავთ უკეთესი?
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ლოკომოტივში" ისევ მწვრთნელი შეცვალეს - ამჯერად გუნდი მინაშვილს ჩააბარეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გიორგი ყიფიანი: გავზარდოთ ვარსკვლავები მუნდიალზე სათამაშოდ!
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოდან ჩინეთში - ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ჩინურ კლუბში მუშაობს
"დინამოს" საფეხბურთო სკოლა აგრძელებს მიღებას