რუმინეთის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება
რუმინეთის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. პლეი ოფში, ანუ საუკეთესო ოთხეულში, ქართველ მორაგბეთა გუნდი, ბიძინა სამხარაძის, გიორგი ხოსიტაშვილისა და ოთარ ტურაშვილის "ტიმიშოარა" იბრძვის.

ჩვენებურთა ეს გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და რეალური შანსი აქვს, ტიტული შეინარჩუნოს.

"ტიმიშოარა" პლეი ოფის მეორე ტურის მატჩში შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ "ბაია მარეს" დაუპირისპირდა და 26:6 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონების მეოთხე ლელო გიორგი ხოსიტაშვილმა გაიტანა, რითაც გუნდს ერთი პრემიალური ქულა მოუტანა.

"ტიმიშოარა" ახლა 10 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ხოსიტაშვილი განაცხადში არ არის, ბიძინა სამხარაძე და ოთარ ტურაშვილი კი თადარიგში იქნებიან.

საინტერესოა, რომ რუმინეთის ეროვნულმა ბანკმა ახლახან საიუბილეო მონეტა გამოუშვა, რომელიც ამ ქვეყნის მორაგბეთა ნაკრების პირველი მატჩის ას წლისთავს ეძღვნება. 10 ლეის ღირებულების ვერცხლის მონეტის საბაზრო ფასი 290 ევროა.

ამასობაში, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურს 16 აგვისტოს მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" საკუთარ მოედანზე გახსნის.

მეტოქე "ჰაინეკენის თასის" მფლობელი, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" იქნება.

ტულონელები ნაბიჯ-ნაბიჯ ფრანგული და ევროპული რაგბის გიგანტებად გადაიქცნენ. ამ გუნდის თამაშის მანერა ღონესა და სისწრაფის სინთეზზეა დაფუძნებული. "ტულონი" შეიძლება გიყვარდეთ ან არა, თუმცა მისი აუცილებლად უნდა გეშინოდეთ.

შარშანდელი სეზონი ტულონელებმა შესანიშნავად დაიწყეს - 17 მატჩში 15 მოგება უმაღლესი რანგის გუნდის შედეგია.

"ტულონმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში გაიმარჯვა, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატში ხელი მოეცარა. ამიტომ ახალ სეზონში "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტს მურად ბურჯელალს მხოლოდ დუბლის შესრულება აქვს მიზნად დასახული.

ბურჯელალმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა სატრანსფერო ბაზარზე სარფიანად ივაჭრეს. მათ რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი შეიძინეს. სამხრეთ ნახევარსფეროდან: დრიუ მიტჩელი, ბრაიან ჰაბანა, ალი ვილიამსი. ევროპიდან: მარტინ კასტროჯოვანი, მაიკლ კლასენი და ფრანგი ბენჟამინ ნუარო.

საგულისხმოა, რომ გუნდი რამდენიმე ფრანგმა მორაგბემ დატოვა. "ტულონიდან" პარიზულ "სტად ფრანსეში" გადაბარგდა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი.

"მონპელიესთან" მატჩში საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ითამაშებს, პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა კი განაცხადში არ არის.

წლიდან წლამდე პროგრესირებს "მონპელიეც". ამ გუნდს ფრანგული რაგბის კოჰორტას მალე შეუძლია შეუერთდეს და ისეთი კლუბების გვერდით დადგეს, "კლერმონი", "ტულონი" და "ტულუზი" რომ არიან.

"მონპელიეს" მესვეურებს უკვე აქვთ იმდენი ფული, რომ ცნობილი მორაგბეები შეიძინონ.

სატრანსფერო ფანჯრისას გუნდი შემდეგმა უცხოელმა მოთამაშეებმა გააძლიერეს: ჯიმი ჰამილთონი, რენე რენჯერი, ვინანდ ულიფიე, სიტალეკი ტიმანი და რობერტ ებერსონი.

ფრანგებიდან კი მომავალი სეზონიდან "მონპელიეს" კვართს მოირგებენ ენტონი ფლოში და ნიკოლა მასი. ეს უკანასკნელი საფრანგეთის ნაკრების შერკინების ბურჯია და ის "მონპელიემ" "პერპინიანს" გიორგი ჟღენტში გაუცვალა.

განვლილ სეზონში მონპელიემ "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში გააღწია. ეს ამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა, რაც მის პროგრესს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამჯერად მას ჯგუფურ ტურნირში საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს. ესენია: "ლესტერ ტაიგერზი" (ინგლისი), "ოლსტერი" (ირლანდია) და "ბენეტონი" (იტალია). ამიტომ მონპელიელთა თავკაც ფაბიენ გალტიეს არჩევანის გაკეთება მოუწევს - რომელ ტურნირს მიანიჭოს უპირატესობა, საფრანგეთის ჩემპიონატს თუ "ჰაინეკენის თასს"?

მართალია, "მონპელიემ" ხარისხიანი მოთამაშეები აიყვანა, მაგრამ მორაგბეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. გუნდმა ცხრამეტი მორაგბე დაკარგა. განსაკუთრებით მტკივნეული შეიძლება გახდეს ავგუსტინ კრევის, ალი ფაკატესა და ჟულიენ ტომას გუნდიდან წასვლა.

"ტულონთან" პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი ითამაშებს. გუნდის ლიდერი, მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ტრავმირებულია და თამაშს ოქტომბრის დასაწყისამდე ვერ შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"ბოლნისი ყოჩები" ძლიერდება
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს ოთარ ტურაშვილი გამოაკლდა
ლეგიონი: სამი ქართველი რუმინეთის ჩემპიონია
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი ქართველი ორი მეტოქის რიგებში
მთავარია, საქართველოს მოვუგოთ - ექვსი ნატურალიზებული "სტეჟარიში"
ლეგიონი: ჩემპიონობა წაგებასაც მოაქვს
ქართველი მორაგბე მსოფლიოს თასზე რუმინეთის ღირსებას დაიცავს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუმინეთი "ბორჯღალოსნებს" სიურპრიზს უმზადებს