ჰუნტელაარის შემდეგ სალაიც დაშავდა
შარშან "შალკეს" ყველაზე მეტად წინა ხაზზე უჭირდა, რადგან გელზენკირხენული კლუბის მთავარი გოლეადორი კლაას-იან ჰუნტელაარი ფორმაში არ იყო და ხშირად ტრავმიანობდა.

სწორედ ამიტომ შეიძინეს "ხუმარებმა" უნგრელი ცენტრფორვარდი ადამ სალაი, მაგრამ როგორც ჩანს, "შალკეს" მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს მშვიდად ყოფნა არ უწერია.

პაოკ-თან საპასუხო მატჩში, რომელიც გელზენკირხენელებმა 3:2 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვეს, 25 წლის სალაიც დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჰუნტელაარი უფრო ადრე დაშავდა და კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჩინედუ ობასიც (27 წლის) ტრავმირებულია. პაოკ-თან სალაიმ დუბლი შეასრულა, მერე კი ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ ლაზარეთში ყოფნა დიდხანს მოუხდეს.

გამოდის, რომ "შალკეს" მთავარი მწვრთნელის, იენს კელერის განკარგულებაში ახლა მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრფორვარდია - 23 წლის ფინელი ტეემუ პუკი, რომელიც გუნდიდან წასვლას აპირებს (მისი გადაბირება გლაზგოს "სელტიკს" უნდა).

"ჯერ სალაის შესახებ საბოლოო დიაგნოზს დაველოდებით და მერე მოვიფიქრებთ, უნდა გავაქტიურდეთ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე," - აცხადებს გელზენკირხენელთა მენეჯერი ჰელდტი.

სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბრამდეა ღია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰელდტს ბევრი დრო აღარ აქვს.

ფაქტია ისიც, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში ჯეფერსონ ფარფანსაც შეუძლია და ესეც რომ არ იყოს, "შალკეს" განაცხადში 17 წლის ნიჭიერი ფორვარდი დონის ავდიჯაიც ჰყავს, რომელმაც წინა სეზონში, ბუნდესლიგის B-იუნიორებში 25 თამაშში 44 გოლი გაიტანა. ავდიჯაი 16 წლის იყო, როცა უკვე "შალკეს" 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა.

აოგო გელზენკირხენისკენ

ამასობაში "შალკე" სულ სხვა პოზიციაზე, კერძოდ, მარცხენა ფლანგზე ძლიერდება: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გადაწყვეტილია, რომ გელზენკირხენული კლუბი "ჰამბურგიდან" 26 წლის დენის აოგოს გადაიბირებს.

ეს უკანასკნელი "შალკეში" არენდის წესით ითამაშებს. თუმცა მარცხენა მცველი, რომელსაც მარცხენა გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, კელერს და ჰელდტს თავდასხმაში შექმნილ პრობლემას ვერ გადაუწყვეტს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
კლას-იან ჰუნტელაარმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ᓚ
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ამხანაგური მატჩები: შოტლანდიამ ყატარს მოუგო, ჰოლანდიამ შინ აშშ-ისთან წააგო
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
ᓑᓣᓜᓓᓔᓡᓚᓘᓒᓘᓡ X ᓢᓣᓠᓘᓡ ᓒᓔᓚᓖᓔᓜᓙᓘᓠᓮᓔᓜᓨᓘ "ᓨᓐᓚᓙᓔᓡ" ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓘᓗ ᓒᓐᓘᓮᓡᓜᓐ