ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
"გორის "დილას" წარმატება რეგიონში ფეხბურთის განვითარების სტიმულია"
"გორის "დილას" წარმატება რეგიონში ფეხბურთის განვითარების სტიმულია"
შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გია რევაზიშვილს რეგიონულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ
შიდა ქართლის საფეხბურთო ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორი გორის "დილაა". ამ კლუბის წარმატებული გამოსვლა შიდა და ევროასპარეზზე არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ ზოგადად, გარკვეული სტიმულია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
მაგრამ, ამას გარდა, რეგიონში არის პრობლემებიც, რომელიც დროულ რეაგირებასა და გადაჭრას ითხოვს. სწორედ ამის თაობაზე ვესაუბრეთ შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გია რევაზიშვილს.
- ბატონო გია, "დილას" წარმატებები, ალბათ, დადებითად აისახება რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, მასობრიობის თვალსაზრისით, მის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად...
- საფეხბურთო სკოლებში ვარჯიშის მსურველი პატარების რაოდენობის ზრდა აშკარაა, რადგან "დილას" ბოლოდროინდელი წარმატებები მათთვის გადამდებია. მსურს, "ლელოს" საშუალებით დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გორის "დილას" ბოლო წლების აღმასვლაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, რეგიონს ახლახან კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა შეემატა, რომელიც გორში სუხიშვილების უნივერსიტეტთან ერთად იფუნქციონირებს და მას მე ვუხელმძღვანელებ.
- რეგიონის არაერთი არენა სავალალო მდგომარეობაშია. ამას წინათ, "ლელო" ხაშურის "ივერიის" გაპარტახებული სტადიონის თაობაზეც წერდა. რა ეშველება ამ საქმეს?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მომთხოვა და მიიღო დეტალური ინფორმაცია ჩვენი რეგიონის ყველა იმ სტადიონის მდგომარეობაზე, სადაც თავად ფედერაციის ან მისი რეგიონული სტრუქტურის მიერ ორგანიზებული ტურნირები იმართება. ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის. კომისია ჩამოვა, ადგილზე გაეცნობა სიტუაციას და ეცდება, შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმაროს.
ამ მომენტისთვის, გორის ცენტრალური არენის გარდა, ნორმალურ მდგომარეობაშია, გორშივე, "ქართლისა" და აგარის სტადიონის მინდვრები, ხოლო ხაშურის, კასპისა და ქარელის სტადიონებზე საფარის მხრივ მწვავე პრობლემა გვაქვს. იმედია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარებიან.
- ხაშურის "ივერიას" წლეულს მეორე ლიგიდან პირველში გადასვლის საშუალება მიეცა, თუმცა ამაზე უარი თქვა, პირველ ყოვლისა, სწორედ საშინაო არენის უქონლობის გამო. კასპსა და ქარელს კი მეორე ლიგაშიც არ ჰყავთ გუნდები...
- კასპში ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა საფეხბურთო სკოლაა, რომელსაც სოფლებშიც აქვს გახსნილი ჯგუფები. ამ რაიონს თავისუფლად შეუძლია, მეორე ლიგაში ღირსეულად მოასპარეზე გუნდი ჰყავდეს. შარშან ქარელშიც ჰქონდათ სურვილი, აღედგინათ საფეხბურთო კლუბი "იბერია", რაზეც ამ რაიონის გამგებელიც მელაპარაკა, თუმცა წლეულს მუნიციპალიტეტები ძირითადად სოციალურ პროექტებს მიიჩნევენ პრიორიტეტად და საფეხბურთო პრობლემატიკის მოგვარება სამომავლოდ გადაიდო.
- თქვენ საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ბრძანდებით. ამ აკადემიის საფეხბურთო კლუბმა "ქართლი 2011"-მა მაისში დასრულებული მეორე ლიგის გათამაშება დიდი უპირატესობით მოიგო, თუმცა პირველ ლიგაში გადასვლის ნაცვლად, ეს გუნდი დაიშალა. არადა, მისი მფლობელისგან ხმამაღალი დაპირებებიც გვესმოდა, კლუბში ათეულობით მილიონის ჩადებასთან დაკავშირებით...
- მართალი ხართ, ამ აკადემიის დამფუძნებელი, ჩემს მეგობარ, რუსეთში მცხოვრებ პაატა ფილიევთან ერთად, მეც გახლავართ. ფაქტობრივად, მე შევქმენი ეს აკადემია. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ფილიევმა ორგანიზაციაში რამდენიმე არაკომპეტენტური პირი მოიყვანა, რამაც უარყოფითად იმოქმედა აკადემიის განვითარებაზე. ცოტა ხანში მეც ჩამოვშორდი მის მმართველ სტრუქტურას. ვფიქრობ, იმ ეტაპზე საჭირო იყო აკადემიის განვითარების სხვა რელსებზე გადაყვანა, რაც არ მოხდა და დღესდღეობით, ფაქტობრივად, აღარც ფუნქციონირებს.
წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ანაზღაურებას ვერ იღებენ მწვრთნელები, აკადემიის ადმინისტრაცია, მომსახურე პერსონალი...
- ბოლო წლებში ბავშვთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და მალე "დილას" პირველ გუნდსაც მიაწვდის ცვლას...
- მრავალი წლის განმავლობაში ამ სკოლის ხელმძღვანელი თავად გახლდით, თუმცა ახლა მას სხვები უდგანან სათავეში. მსურს, ყველა მწვრთნელს დიდი მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი მუშაობისთვის. "დილას" პერსპექტიული თაობა ეზრდება. როგორც მთავარი გუნდის, ისე საფეხბურთო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ძალზე დიდია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას წვლილი. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ იმ ადამიანების საქმიანობას, ვინც მხარში გვიდგას რეგიონში ფეხბურთის განვითარების საქმეში.
- სამწუხაროდ, "დილამ" ევროპა ლიგის მატჩები საკუთარ ქალაქში ვერ ჩაატარა. არადა, გორელი მაყურებელი ფეხბურთს მხურვალედ ქომაგობს და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი დასწრებაც სწორედ გორშია. ამაზე რას იტყოდით?
- ბოლო პერიოდში სტადიონზე შესრულებულმა სამუშაოებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საშუალება მისცა, ასაკობრივი ნაკრებების მატჩების გორში ჩატარებაზე ეფიქრა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ოქტომბერში გორის ცენტრალურ სტადიონზე ორ მატჩს გამართავს. სავარაუდოდ, შემოდგომაზე გორში ითამაშებს ახალგაზრდული ნაკრებიც. სამომავლოდ კი, იმედია, "დილას" გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის ევროპულ მატჩებსაც გორის სტადიონზე ნახავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• paata pilievi
Chemi interviu ki lelom ar dabechda- simartle ar ukvart ! samcuxaroa rom goris pexburts revazishvilisnairi "profesinalebi" martaven, kochag gori!!!
• გივი გაგნიძე
კიდევ ერთხელ მადლობა ფეხბურთის ფედერაციას დილასადმი გაწეული დახმარებისათვის.დილამ თავისი თამაშით ამაგი დააფასა.ქართველებო ნუ შეგვშურდება ერთმანეთისა(როგორც ეს შარშან იყო)- დამერწმუნეთ საფეხბურთო ცსოვრება მალე დალაგდება და წარმატებებიც მოვაგივი გაგნიძე
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
საფეხბურთო თერაპია დაიწყო! ჯერ შიდა ქართლი, მერე პანკისი...
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ომიდან ფეხბურთში - ინვალიდ-ამპუტანტთა გუნდმა "დილამ" ომის ვეტერანები გააერთიანა