ავტოსპორტის ოლიმპიური აღიარება
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფელიპე მასა აღარ იქნება 2014 წელს "ფერარის" წევრი. ამის გამო ბრაზილიელი აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად, ამ სეზონის დარჩენილ რბოლებში დაიცვას გუნდის ინტერესები. ბრაზილიური არხისთვის, Globo-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის არ აპირებს თავისი თანაგუნდელისთვის, ფერნანდო ალონსოსთვის საჩემპიონო ბრძოლაში დახმარების გაწევას.

"მე მას არ დავეხმარები, - განაცხადა მასამ. - სინგაპურში პარასკევის თავისუფალი პრაქტიკებიდან მოყოლებული, მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიმუშავებ. მუდმივად შეტევაში ვიქნები, ყოველ წრეზე. უნდა ვიზრუნო საკუთარ მომავალზე. ახლა საბრძოლო განწყობა მაქვს. ბევრი მხარდასაჭერი წერილი მივიღე გულშემატკივრებისგან და ახლა გაცილებით მოტივირებული ვარ, თავს გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ".

ფელიპემ გაიხსენა 2010 წლის გერმანიის გრანპრი, როცა გუნდმა აიძულა, გამარჯვება დაეთმო ფერნანდო ალონსოსთვის. მასას სიტყვებით, მაშინ ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ამასთან, ფელიპე ამბობს, რომ მისი ურთიერთობა ალონსოსთან ყოველთვის კარგად ვითარდებოდა: "ჩვენ ვმეგობრობთ. ის ყოველთვის კარგად მეპყრობოდა, მაგრამ ეს ცხოვრებაში ხდებოდა და არა ტრასაზე..."

გაისად არასაიმედო ძრავები?

ფორმულა 1-ის მოტორისტებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ 2014 წლის სეზონისთვის განკუთვნილი 1.6-ლიტრიანი V6 ტურბოძრავების შექმნისას, - იტყობინება გერმანული Auto Motor und Sport-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ ვერც ერთმა კომპანიამ ვერ მიაღწია საიმედოობის საჭირო დონეს: მიიჩნევა, რომ ყოველმა ძალისმიერმა აგრეგატმა უნდა დაფაროს მინიმუმ 3600 კილომეტრი, მაგრამ დღეისთვის, ვერც ერთმა ვერ მიაღწია თუნდაც 3000 კილომეტრის ნიშნულამდე.

შესაბამისად, 2014 წლის დასკვნით ეტაპებზე ბევრი პილოტი მიიღებს ჯარიმას მეექვსე, დამატებითი ძრავის გამოყენებისთვის.

გარდა ამისა, Auto Motor und Sport-ი წერს იმის შესახებ, რომ “ფერარის” სხვა პრობლემებიც შეექმნა - ახალი ძრავა ერთი რბოლის განმავლობაში არ უნდა ხარჯავდეს 100 კილოგრამ საწვავზე მეტს და იტალიელებს გაუჭირდებათ ამ დონეზე გასვლა. 2013 წლის დასაწყისში “ფერარის” ტექნიკურმა ჯგუფმა მოითხოვა საწვავზე ლიმიტის 110 კილოგრამამდე გაზრდა, მაგრამ უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის პირველი ტესტები ახალი ტურბოძრავებით 2014 წლის იანვრის ბოლოს გაიმართება.

ავტოსპორტის ოლიმპიური აღიარება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FIA) აღიარებულია ორგანიზაციად, რომელიც მთლიანად შეესაბამება ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნებს, - იტყობინებიან ფედერაციის პრესსამსახურში.

ასე რომ, სოკ-მა დაადასტურა - ავტოსპორტის ფედერაციის დოკუმენტები და მოღვაწეობა მთლიანად პასუხობს ოლიმპიურ ქარტიას, აგრეთვე, მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსს. ახლა სოკ-ის გადაწყვეტილება გახდება ფინალური ნაბიჯი FIA-ს ინტეგრაციისთვის საერთაშორისო ოლიმპიურ თანამეგობრობაში - ეს პროცესი ინიცირებული იყო ფედერაციის პრეზიდენტის, ჟან ტოდტის მიერ ჯერ კიდევ 2010 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ჟაკ როგესთან შეხვედრისას.

2011 წლის დეკემბერში სოკ-მა ოფიციალურად აღიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია, მაგრამ დროებით საფუძველზე, ახლა კი ეს აღიარება სრულფასოვანი და ულაპარაკოა.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის წამყვანი როლის სრული აღიარება ავტოსპორტის ხელმძღვანელობის და მისი განვითარების საქმეში - ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმების დაფასება, რომელიც ბოლო წლებში წამოვიწყეთ, - განაცხადა FIA-ს პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა. - ეს მნიშვნელოვანი სიახლეა 130 ეროვნული ფედერაციისთვის, რომელთა ინტერესებს წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაცია. ფედერაციის წევრობა მათ საშუალებას მისცემს, მხარდაჭერა მიიღონ სოკ-ისგან და სრულად ჩაერთონ თავიანთი ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მუშაობაში.

ეს ხელს შეუწყობს მათ ქვეყნებში ავტოსპორტის სტატუსის ამაღლებას და ამ საქმეში ბევრი ადამიანის ჩართვას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფელიპე მასას "ლოტუსის" და "მაკლარენის" შანსი აქვს

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
ჟაკ როგე მილიარდამდე ავიდა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია
ბერნი ექლსტოუნმა არ იცის, რა არის ბედნიერება
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
მიხაელ შუმახერი სიკვდილს გადაურჩა
ᓐᓕ
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ფორმულა 1-ში ხარჯები უნდა შემცირდეს
სოკ-ის პრეზიდენტად ჟაკ როგეს ნაცვლად ტომას ბახი აირჩიეს
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1: ფედერაციამ წესი შეცვალა
ამომავალი მზის ოლიმპიადა
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა
ვინ არის ტომას ბახი?
ჟაკ როგე სერგეი ბუბკას აქებს
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს