საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სუპერმომგებიანია
ბოლო 11 წლის განმავლობაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აქტივების ფასი ცხრაჯერ გაიზარდა და თითქმის მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

2001 წელს სოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ხუან ანტონიო სამარნჩი ჟაკ როგემ შეცვალა და სწორედ ბელგიელმა შეძლო, ბოლო წლების ფინანსური კრიზისის მიუხედავად, გაეზარდა აქტივების ღირებულება 105 მილიონიდან 901 მილიონამდე. სწორედ ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 2012 წლის 31 დეკემბრისთვის.

"ასეთი ფინანსური სოლიდურობა შესაძლებელი გახდა სპონსორული კონტრაქტებისა და სატელევიზიო უფლებების გაყიდვის წყალობით", - განაცხადა როგემ სააგენტო "როიტერთან" კომენტარში.

ჩინეთმა იაპონიას არ მიულოცა

ჩინეთმა უარი თქვა, მიელოცა იაპონიისთვის ტოკიოს გამარჯვება 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ შაბათს, კომიტეტის 125-ე სესიაზე ტოკიომ ფარული კენჭისყრის შემდეგ გაუსწრო მადრიდსა და სტამბულს.

"ჩვენ ვიცით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ, - ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰონგ ლეი. - ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ძალიან ყურადღებით ვეპყრობით იაპონიასთან ურთიერთობას. ამ მომენტისთვის ვითხოვთ, რომ მათ ობიექტურად შეხედონ ფაქტებსა და ისტორიას. ჩინეთი და იაპონია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან და ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ მათ ოლიმპიადის ჩატარების გამოცდილება".

კითხვაზე, მიულოცა თუ არა ჩინეთმა იაპონიას ეს გამარჯვება, ლეიმ პასუხს თავი აარიდა და შესთავაზა ჟურნალისტს, ეს კითხვა ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაესვათ. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციასაც არ გაუვრცელებია მილოცვა და უპასუხა, რომ ამ მომენტისთვის მზად არ არის არანაირი კომენტარისთვის.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე მრავალი წელია დაძაბულია საკამათო ტერიტორიების გამო. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ იაპონიამ არ აღიარა თავისი საომარი დანაშაული ჩინეთის მიმართ მეორე მსოფლიო ომის დროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ამომავალი მზის ოლიმპიადა

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
ბექაური მღერის, ქართველები ოლიმპიადის გახსნისთვის ემზადებიან [VIDEO]
ჟაკ როგე სერგეი ბუბკას აქებს
ვინ არის ტომას ბახი?
ქართველები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე [VIDEO]
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოს გუნდური შეჯიბრება გაიმართება
სოკ-ის პრეზიდენტად ჟაკ როგეს ნაცვლად ტომას ბახი აირჩიეს
ოლიმპიადაზე საქართველოს 10 მედალს ვარაუდობენ - სასურველი პროგნოზი
ამომავალი მზის ოლიმპიადა
ფელიპე მასა თავისუფალია: ის ფერნანდო ალონსოს აღარ დაეხმარება
კრივში გამარჯვებით დავიწყეთ - "მუჰამედ ალი" დამარცხებულია
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის