ობამეიანგი: ჯერ მხოლოდ 80 პროცენტზე ვარ!
დორტმუნდის "ბორუსიამ" გერმანიის თასის მეორე ეტაპზე "მიუნხენ 1860"-ს მხოლოდ დამატებით დროში გატანილი გოლებით (2:0) მოუგო, რაზეც დაწვრილებით 26 სექტემბრის ნომერში ვწერდით. დღეს კი თქვენი ყურადღების გამახვილება იმაზე გვსურს, რომ გოლი, რომლითაც "ბორუსიას" ახალწვეულმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 105-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მისთვის დორტმუნდის ფორმით გატანილი მეექვსე გახლდათ.

იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი ახალი დაწყებულია, ობამეიანგისთვის ეს შესანიშნავი შედეგია, მაგრამ უსწრაფესი გარემარბი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არაა საუკეთესო ფორმაში.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით შესაძლებლობების მხოლოდ 80 პროცენტს ვავლენ. დამერწმუნეთ, ფეხბურთის თამაში ამაზე უკეთესადაც შემიძლია და იმედი მაქვს, რომ ამას მალე დავამტკიცებ," - აცხადებს 24 წლის ობამეიანგი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, ას პროცენტამდე მარტო იმიტომ ვერ ავედი, რომ "დორტმუნდის" თამაშის სტილთან შეგუებას დრო სჭირდებაო.

სავარაუდოდ, სწორედ ამის ბრალია ის, რომ "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი ობამეიანგს მუდმივად ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებს - "ნიურნბერგთან" და "ჰამბურგთან" სასტარტოში იყო, "მიუნხენ 1860"-თან და "ნაპოლისთან" კი - სკამზე. მაგრამ "სპაიდერმენი" ამის გამო არ ნერვიულობს:

"კარგად მესმის, რომ მწვრთნელმა ყველა ფეხბურთელის განწყობაზე უნდა იზრუნოს. საბრძოლო განწყობის შესანარჩუნებლად კი როტაციაა საჭირო," - ამბობს ობამეიანგი, რომელსაც "მიუნხენთან" გატანილი თერთმეტმეტრიანის შემდეგ "ბორუსიაში" ახალი როლის შესრულებაც შეუძლია - პენალტისტობას ვგულისხმობთ.

ამ სეზონში თერმეტმეტრიანები რობერტ ლევანდოვსკიმ (აუგსბურგთან) და მარკო როისმაც (ბრაუნშვაიგთან) დაარტყეს, მაგრამ "მიუნხენთან" ლევანდოვსკის ზურგი სტკიოდა, როისი კი იმ მომენტში დაშავებული იყო, რის გამოც კლოპმა პენალტის დარტყმა სწორედ ობამეიანგს დაავალა.

თუმცა იურგენმა მოგვიანებით თქვა, რომ "ბორუსიას" პირველ პენალტისტად როისი რჩება, ობამეიანგმა კი მისი ალტერნატივობის გამოცდა წარმატებით ჩააბარაო.

ჰოფმანი იდეალური ჯოკერია

"დორტმუნდის" ფანებს ამჟამად კიდევ ერთი ახალი გმირი ჰყავთ: 21 წლის იონას ჰოფმანი, რომელიც "დიდ სცენაზე" ახლა გამოჩნდა და უკვე რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს. "ყოველთვის, როცა იონასი მოედანზე შემყავს, ვხედავ, რომ გუნდს ახალი სუნთქვა ეხსნება," - ამბობს კლოპი. თუმცა ჰოფმანისთვის ძირითად შემადგენლობაში გაშინაურება ჯერ მაინც ადრეა.

"ცხადია, რომ მთელი ცხოვრება "ბორუსიას" სათადარიგო ფეხბურთელი არ იქნება, მაგრამ დღესდღეობით თავად ჰოფმანისთვისაა კარგი, რომ თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთოს ხოლმე," - დასძენს კლოპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: პიერ-ემერიკ ობამეიანგის საოცნებო დებიუტი და ჰეთ-თრიქები

"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"მისი მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება" - იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცს რჩევა მისცა
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ბაქოში ლონდონური ფინალი იქნება [VIDEO]
ᓛ
ობამეიანგი: მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს სირცხვილია
იურგენ კლოპი: არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
ᓒᕔ
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
"ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია" - რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იურგენ კლოპზე
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
კალაძესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - რა იცით ობამეიანგის ძმის შესახებ?!
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
დორტმუნდი-ნიურნბერგი 3:0: მობოდიშება ჰამბურგისათვის [VIDEO]
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
იურგენ კლოპი: იონას ჰოფმანი არ იყიდება!
ობამეიანგმა "ბარსელონაში" გადასასვლელად საინტერესო არგუმენტს მიაგნო
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა