"უნდა გადაწყდეს - იგივე მწვრთნელი გააგრძელებს მუშაობას თუ ახალი თავკაცის მეთაურობით, სხვანაირად შევეცდებით შედეგის ჩვენებას"
Sportall.ge-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ვის ისურვებდით საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას შემცვლელად? მკითხველებმა არჩევანი სამ ქართველ სპეციალისტს: კახა ცხადაძეს, გია გეგუჩაძესა და შოთა არველაძეს შორის უნდა გააკეთონ. არის მეოთხე სავარაუდო პასუხიც - უცხოელი სპეციალისტი... 9 ოქტომბრის მონაცემებით, გამოკითხვაში გია გეგუჩაძე დამაჯერებლად ლიდერობს (60%).

გია გეგუჩაძე ბოლოს "ტორპედოს" თავკაცობდა, ქუთაისური კლუბიდან წამოსვლის შემდეგ კი "ზესტაფონში" მის შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა სიტყვები სიტყვებად დარჩა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი კი უკვე მეხუთე თვეა, უმუშევარია...

რატომ? - გამოცდილ სპეციალისტთან ინტერვიუ სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ:

- ამ კითხვას, ალბათ, სხვებმა უნდა უპასუხონ. უმუშევრობის პერიოდი ყველა მწვრთნელის კარიერაშია, თუმცა, იმედი მაქვს, დიდხანს არ გაგრძელდება.

- არადა, "ზესტაფონში" თქვენი დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი იყო. რა მოხდა მაშინ?

- როგორც ჩანს, არ ეწერა ამ საქმეს განხორციელება. არის საკითხები, რომლებზეც მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელი ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა შეთანხმდნენ. გარკვეულ საკითხებზე პოზიციები არც ერთმა მხარემ არ დავთმეთ და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

- მას შემდეგ საინტერესო წინადადებით არავის მოუმართავს?

- იყო შემოთავაზებები, მაგრამ თუ კლუბს არც მატერიალური მდგომარეობა უწყობს ხელს, არც წინსვლის შესაძლებლობა და სურვილი აქვს, იქ მუშაობას რა აზრი აქვს?

კლუბს გამართული, სწორად მომუშავე სისტემა უნდა ჰქონდეს, ჩვენი კლუბების უმეტესობა კი დღეს სულს ღაფავს და წინსვლაზე კი არა, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ადგილი უმაღლეს ლიგაში.

- დაიწერა, თითქოს თბილისის "დინამომ" მიგიწვიათ, თქვენ კი თანხმობის ერთ-ერთ პირობად კლუბის სპორტული დირექტორის, გიორგი ტყავაძის თანამდებობიდან გაშვება მოითხოვეთ.

- "დინამოსგან" შემოთავაზება არ მიმიღია. ტყავაძემდე შახოვიც გაუშვეს კლუბიდან, მერე ვასილ მაისურაძეც დაითხოვეს "დინამო 2"-დან. ეს კლუბის საშინაო საქმეა და ვერ ვხვდები, მე როგორ უნდა მიმეღო ამ ყველაფერში მონაწილეობა...

- ანუ "დინამოდან" არავინ დაგკავშირებიათ?

- "დინამოს" დაინტერესების შესახებ ჭორის დონეზე მეც გავიგე, თუმცა ჩემამდე არავინ მოსულა.

- შემოთავაზება რომ ყოფილიყო, დათანხმდებოდით მუშაობას კლუბში, რომელშიც დიდი ინვესტიცია ჩადეს, შედეგი კი ჯერაც არ ჩანს?

- გარკვეული შედეგის მიღწევა ერთ წელიწადშიც შეიძლება. გააჩნია, რას ითხოვს და როგორი პოლიტიკა აქვს კლუბს. მწვრთნელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რეალურია თუ არა ასეთი შედეგის მიღწევა არსებული რესურსით, საკმარისია თუ არა დრო და ა.შ.

- მხარეთა ვალდებულებები და მიზანი კონტრაქტშიც ხომ უნდა იყოს ასახული? როცა მოესურვება, კლუბის მფლობელმა მწვრთნელი მაშინ უნდა გაუშვას? თუნდაც ნაკრების მაგალითზე ვთქვათ: თემურ ქეცბაიას აქვს კონტრაქტი, იღებს საკმაოდ მაღალ ხელფასს, მაგრამ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რა მიზანი, რა ამოცანა დაუსახეს...

- კონკრეტულად ნაკრებზე არ ვიტყვი, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ასეთი ტენდენცია ნამდვილად არის - ამოცანების დასახვას მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებთ, როცა საქმე საქმეზე მიდგება.

მაგალითად, როცა აშკარა ხდება, რომ კლუბს ძალუძს ექვსეულში მოხვდეს, იწყება ლაპარაკი, რომ მიზანი ეს არის. დაიკარგა მოწინავე ექვს გუნდში მოხვედრის შანსი? მაშინვე აცხადებენ, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ა.შ. ასეთ დროს საქმე გვაქვს არასწორ მიდგომასა და მენეჯმენტის შეცდომასთან.

- საქართველოს ჩემპიონატში ხედავთ სასიკეთო ცვლილებებს?

- ეროვნული ჩემპიონატი ძალიან დასუსტდა... გუნდების დიდი ნაწილი ახალგაზრდა მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, დანარჩენებში პირიქით - ფეხბურთელთა უმეტესობა ასაკოვანია. ეს არ არის კარგი ტენდენცია.

დღეს ჩვენი ფეხბურთი შეიძლება შევადაროთ მოზაიკას, რომელსაც ნაწილები აკლია და რადგან ვერა და ვერ შევაკოწიწეთ, საერთო სურათი არ ჩანს. უნდა შევთანხმდეთ, რა გვინდა, როგორ შესრულდეს, საით მივდივართ და შემდეგ დავიწყოთ მოზაიკის ხარვეზების შევსება.

სამწუხაროდ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში იშვიათია კლუბის ხელმძღვანელი, ვინც კლუბის განვითარებაზე სწორად ფიქრობს. ცალკეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, ქართული ფეხბურთი ნამდვილად არ დგას განვითარების სწორ გზაზე.

- ეროვნულ ნაკრებს ერთი მატჩი კიდევ აქვს გასამართი, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ქვეჯგუფში მეოთხე ადგილს ვერავინ შეგვეცილება.

- ნაკრების გამოსვლა როგორ უნდა შევაფასო, როცა არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა დასახული ჩვენს ნაკრებს. ვნახეთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, ვინც წინა შესარჩევ ციკლში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ ჩანდა და ეს პლუსად მიმაჩნია. ის კი, ვის მიიწვევს და ვის არა, მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია.

არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ როცა მესამე ადგილის შანსი გაჩნდა, მხოლოდ მერე აღვნიშნეთ, რომ მიზანი ეს ყოფილა.

ნაკრებს გარდამავალი პერიოდი აქვს, უნდა გადაწყდეს - იგივე მწვრთნელი გააგრძელებს მუშაობას თუ ახალი თავკაცის მეთაურობით, სხვანაირად შევეცდებით შედეგის ჩვენებას.

- ერთხელ თქვით, ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოში არ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სამი პასის "გადაბმა" არ შეეძლოთო. ფაქტია, რომ ვერ ვხედავთ ასეთ პასებს...

- ჩვენი ფეხბურთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ კრეატიულობით. დღესაც გვყავს ასეთი მოთამაშეები და მათ უნდა დავეყრდნოთ, რადგან ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. სხვებს კი არ უნდა შევეწყოთ, საკუთარი უნდა გაგვაჩნდეს; რაც გენში გვაქვს, ის განვავითაროთ.

- თავის დროზე, თემურ ქეცბაიას დანიშვნას ყველა დიდი იმედით შეხვდა, დღეს კი... დღევანდელ სიტუაციაში გარისკავდით? დათანხმდებოდით ნაკრების გაწვრთნას?

- ნებისმიერი კლუბის თავკაცობასთან შედარებით, ნაკრების მწვრთნელობა უდიდესი რისკი და პასუხისმგებლობაა. არის ძალიან ბევრი გარემოება, რომელთა გამოც გია გეგუჩაძე ნაკრებში მუშაობას ან დათანხმდება, ან - არა...

ესაუბრა რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: ტყავაძის გათავისუფლებასთან მე ნუ დამაკავშირებთ!

გია გეგუჩაძე: საქართველოს ნაკრები დაბალანსებული არ არის

გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი

გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

dato
მივცეთ ამ კაცს შანსი, მგონი გაამართლებს
3d
ივოო შუშაკი !!! თუ არის რათქმაუნდა ცოცხალი
gio raas bodavt
გეგუცაცე და დევდარიანის უფრო კარგი წვტნელები იყვნენ და ტქვენ მარტლა რა გონიატ გეგუცჰაცე და დევდარიანი მაურინიო კარგი ტქვენ ბოდვებს რომ უსმენ გული მერევა ვიც გიდატ ის მოვიდეს საქარტველოსჰი ფეხბურტი არ არსებობს მკვდარია ელემეტარულატ ბურტის დაცჰერა არიციან
gela
თათ გეტახმები ესე იქნება სულ
gia
ქედზბაია გაუსჰვიტ მერე გეგუცჰადზეც გაუსჰვიტ მერე კიდე სხვა ხომ იციტ ქარტველ ფეხბურტელებს ტამასჰი არიციან ბურტს ფეხს ვერ არტყამენ და ვერ იცჰერენ ტქვენ რა გონიატ ცჰვენი ფეხბურტელები ესპანეტის ნაკრებია წვტნელი ვერ ასწავლის ბურტის ფეხის დარტყმას ტვიტონ უდა იცოდნენ და პროფესიონალები უდა იყვნენ წვტნელის საქმეა ტქატიკა და ვარჯისჰი დავიხალე გაუტავებელი გასჰვებიტ მოსვლიტ ისევ დავალ დასვიდანია ეგრე ვიციტ ცჰვენ ქედზბაიას გასჰვება არ სჰეიდზლება ქედზბაიასაც არ ვეტახმები რახაცებსჰი მერებასჰვილი რომ გამოედზახებინა გოგუაც იასჰვილიც უფრო კარგი იქნებოდა
qartveli
ქეცბაია და ფეხბურთის ფედერაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს,მაგრამ ვინ უნდა დაინიშნოს არ ვიცი.
რეზო
ქეცბაია რომ უნდა შეიცვალოს,ეს უკვე სადავო არ არის რადგან მან ორი ციკლი ჩააგდო,ნაკრებს ათამაშებს ანტი–ფეხბურთს,არანაირი სქემა,მონახაზი,ტაქტიკა,კრეატივი,11 კაცი კარებში–ეს არის მისი საფეხბურთო ფილოსოფია,გარდა ამისა მუდმივად კონფლიქტი აქვს ნაკრების წამყვან მოთამაშეებტან,ყოველი მორიგი წაგების შემდეგ ხელს ფეხბურთელებისკენ იშვერს.აუცილებელია ნაკრების მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნოს,რადგან მისმა გაწრთვნილმა ყველა გუნდმა ნამდვილი და დალაგებული ფეხბურთი ითამაშა,გაიხსენეთ დინამო,ზესტაფონი,ტორპედო.
guja_kakhadze
tat! ნაკრების მწვრთნელობას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ფეხბურთელები 90 წუთი დარბიან. ამის გარეშე არაფერი გამოვა. როდესაც ვამბობ, რომ ჩემი მეთოდით 2 დღე საკმარისია ამის სასწავლად პასუხს არ იძლევიან. სამაგიეროდ ითხოვენ ფეხბურთელი კლუბიდან მოვიდეს ფიზიკურად მომზადებული, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ კლუბმა ფიზიკურად ვერ მოამზადა და ჩემს მეთოდზეც უარს ამბობ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?
tat
დანისშნავენ ნაკრების მწვრთნელად და ცოტა ხანში მასაც ისე გამოლანძგავენ როგორც ქეცბაიას,იმიტომრომ შედეგი არ იქნება დაბალი დონეა ქართულ ფეხბურთში ,საჭიროა მწვრთნელების გადამზადება საზღვარგარეთ კლუბებში რომ ახალმა თაობამ თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს,და ჩემპიონატის დონის აწევა
durmishxan gulua
ალბათ ყველაზე კარგს რასაც გააკეთებენ დღესდღეობით ამ კაცის დანიშვნაა,ასე მგონია ევროპული შეხედულებები აქვს და განვითარებული კაცია თავის საქმეში,თან ამბობს იმასაც რომ საკუთარი არ დავივიწყოთო და რაშიც ძლიერები ვართ გამოვიყენოთო..იცის ფეხბურთი ამ კაცმა,ყოველშემთხვევაში სადაც იმუშავა შედეგი ყველგან ქონდა
guja_kakhadze
ნაკრების წინსვლას სჭირდება: 1)ფედერაციის ნება (რომელსაც ვერ ვხედავ), 2)ქართული გენეტიკის სწორად გამოყენება (ჩვენი ფეხბურთის თამაში), 3)მარქსიზმ-ლენინიზმის დროინდელ ფიზმომზადებაზე უარის თქმა (მთელი მსოფლიო გადავიდა მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გამოყენებაზე), 4)მწვრთნელმა თავიდანვე უნდა განსაზღვროს მიზანი და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დაჯარომდეს (ფინანსურად) და 5)ფეხბურთის კარგი ფსიქოლოგი. რაც შეეხება კლუბებს: დროა ვისწავლოთ, თუ როგორ ხდება კლუბი ფინანსურად მომგებიანი (5 თვე სრულიად საკმარისია წაგების შესაჩერებლად და ფინანსური წინსვლის დასაწყებად).
ილია
იმ ხელფასსზე ნაკლებად რასაც ქეცბაია იღებს, არავინ ჩაიბარებს ნაკრებს. ისე გამოკითხვაში რატომ არ ჩასვით ქეცბაია? იქნებ უმეტესობას ისევ ქეცბაიას ყოფნა სურს,მაგრამ ლელოს არ ევასება ქეცბაია.
Shukvani
(მაღალ ხელფასს იღებს) არ დაგავიწყდეთ ! ფუ თქვენი !
zz
მისი დანიშვნით მთლად დასამარდება ნაკრები!!!! უფრო რეალური მაინც ჩივაძეა
გახსოვთ ალბათ ყიფიანი და ძოძუაშვილი ნაკრებს ერთად წვრთნიდნენ ესე მახსოვს. გეგუჩაძე მწვრთნელად და დევდარიანი ასისტენტად. დევდარიანის ჯიგარი და გეგუჩაძის სტრატეგია
ორივე კომპულსურია არსებაა და ვერ შეეწყობიან 2 ამბიციური მწრთვნელის ტანდემში მხოლოდ მბიცია იმარჯვებს და შედეგი 0 იქნება
ამერი
გახსოვთ ალბათ ყიფიანი და ძოძუაშვილი ნაკრებს ერთად წვრთნიდნენ ესე მახსოვს. გეგუჩაძე მწვრთნელად და დევდარიანი ასისტენტად. დევდარიანის ჯიგარი და გეგუჩაძის სტრატეგია
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ᓤᓘᓥᕠᓔᕑᕘ ᓝᓙᕔᓐᓜᓘᕡ ᓒᓐᓦᓛᓘᓓᕐᕜ: ᓐ
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ბოლნისის "სიონში" მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილს უხმეს?
ᓡᓙᓐᕜ
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
გიორგი გველესიანი: "პატრონი" არ მყავდა და ბევრი უსამართლობა გადამიტანია
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
თბილისის "დინამოში" საკადრო ცვლილებები გრძელდება - რამაზ მუმლაძეც წავიდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...