"ვოივოდინა" ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილზე საუბრობს
საქართველოსა და ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრას ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრები სრული შემადგენლობით დაესწრო.

მოხდა ისე, რომ სტადიონზე ამ გუნდთან ერთად შევედი. ერთ-ერთი სერბი ახალგაზრდა თანაგუნდელს საკმაოდ ემოციურად ელაპარაკებოდა.

ცხადია, სერბული არ ვიცი, მაგრამ მათი ენა რუსულს ჰგავს და ისეთ ფრაზებს ახსენებდა, შინაარსის გაგება ადვილი იყო.

მოკლედ, სერბი ლაპარაკობდა გიორგი მერებაშვილზე, რომელიც თავის დროზე ნოვი სადის "ვოევოდინაში" თამაშობდა, მეგობარს კი უხსნიდა, რომ ახლა მერებაშვილი თბილისის "დინამოშია", "ტოპ-კლასის" ფეხბურთელია და ასე შემდეგ...

გამოველაპარაკე და ლიტვაში გასულ ზაფხულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სერბეთის ნაკრების წევრი მიატ გაჩინოვიჩი აღმოჩნდა.

მან სერბეთის გუნდში სულ 2 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ნაკრების გაჩემპიონებაში სოლიდური წვლილი შეიტანა - ნახევარფინალში სერბეთი პორტუგალიასთან 1:2 რომ აგებდა, გაჩინოვიჩმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო როცა საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, გადამწყვეტი 11-მეტრიანი სწორედ ჩვენმა რესპონდენტმა გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა. იქ კი სერბებმა ფრანგი თანატოლები 1:0 დაამარცხეს.

გაჩინოვიჩთან ინტერვიუ სერბეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტის დახმარებით ჩავწერეთ...

- გიორგი მერებაშვილს ახსენებდით. ეტყობა, მისი თამაში სერბეთის ჩემპიონატიდან გახსოვთ...

- კარგად მახსოვს და გიორგის ახლოსაც ვიცნობ.

- საიდან?

- ნოვი სადის "ვოევოდინაში" ვთამაშობ, სადაც გიორგი გამოდიოდა. მერებაშვილის მსგავსად, მეც შემტევი ნახევარმცველი ვარ და მის თამაშებს რომ ვუყურებდი, მომწონდა. მისგან ბევრი რამ გადამიღია - ვცდილობდი, ცრუ მოძრაობები და დრიბლინგი ამეთვისებინა.

საერთოდ, მერებაშვილს სერბეთში კარგი სახელი აქვს და ბევრს გაუკვირდა, საქართველოში რომ დაბრუნდა - ის ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მეგონა, კარიერას ევროპის რომელიმე ტოპლიგაში გააგრძელებდა... ძალიან არაორდინარული ფეხბურთელია და, რაც მთავარია, პატარა ბიჭებს კარგად გვექცეოდა, ზოგიერთი ვარსკვლავივით ცხვირაწეული კი არ ყოფილა?! მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. ახლა "დინამოში" რას შვრება?.. ისიც, მიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებში არ თამაშობდა...

- "დინამომ" მას უკეთესი პირობები შესთავაზა. სერბულ კლუბებს ფინანსურად უჭირთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ევროპაში ყველაზე ღარიბი სერბული კლუბებია, თუმცა ცხადია, დიდ ქვეყნებს გვარიანად ჩამოვრჩებით. გიორგი კი ლეგიონერი იყო და კარგი პირობებიც უნდა ჰქონოდა...

- როგორც ჩანს, სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებში ყველაზე პატარა ასაკის იყავით, რადგან ახალ ციკლშიც თამაშობთ...

- დიახ, სხვებზე ერთი წლით პატარა ვარ. წინა ციკლიდან ოთხი ფეხბურთელი დავრჩით და მიმაჩნია, რომ ახლანდელი თაობა წინაზე პერსპექტიულია. სხვათა შორის, სერბეთამდე ბოსნიის 17-წლამდელთა ნაკრებში ვთამაშობდი. მაგრამ სერბი ვარ და როცა ჩემი ქვეყნის ნაკრებში მიმიწვიეს, მოქალაქეობის შეცვლაზე არც დავფიქრებულვარ.

მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ყველაზე დიდი სიხარული ხომ სერბეთის ნაკრებმა მომანიჭა - 18 წლისა ევროპის ჩემპიონი გავხვდი.

- სერბეთის ჩემპიონობა დიდი სენსაცია იყო. ეს რის ხარჯზე მოახერხეთ?

- ეს ჩვენი მთავარი მწვრთნელის ლუბინკო დრულოვიჩის დამსახურებაა. მაგრამ მარტო მწვრთნელობაშიც არ არის საქმე - ის კარგი ადამიანიცაა. ევროპის ჩემპიონატამდე ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში დავმარცხდით და ცუდ ხასიათზე ვიყავით. დრულოვიჩი გასახდელში შემოვიდა და კი არ გაგვაკრიტიკა, მოგვეფერა და გვითხრა - დღეს ვერ გცნობდით, მაგრამ თავს ნუ დახრით, ბევრად მეტი შეგიძლიათ და მუდამ გამარჯვებისთვის იბრძოლეთო.

ფეხბურთელისთვის მწვრთნელის დამოკიდებულებას, მის თითოეულ სიტყვასა და გამხნევებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მე ფინალში არ მითამაშია, მაგრამ კარგად ამიხსნა, რატომ ერჩივნა სხვისი დაყენება და პრეტენზია არ გამჩენია.

ასე მხოლოდ დიდი მწვრთნელები იქცევიან. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ სერბეთის ნაკრებ გუნდებს, ტრადიციულად, კარგი ფიზიკური მომზადება გამოარჩევდათ და ესეც გამოვიყენეთ. თუმცა არ დავმალავ, რომ თავიდან ჩემპიონობაზე არც ვფიქრობდით, მხოლოდ თავის კარგად წარმოჩენაზე ვოცნებობდით.

მერე კი ისე კარგად აეწყო ყველაფერი, მივხვდით, რომ ჩემპიონობაც სავსებით რეალური იყო.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?

- წინა ციკლში, მოსამზადებელ ეტაპსა და ევროპის ჩემპიონატზე, ერთმანეთს სამჯერ შევხვდით და თქვენებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა - ქართველებთან თამაში ძალიან ძნელია. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ... ფორტუნამ ზურგი გაქციათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

murtalo
რა ,,, ჟურნალისტებს, ამ სტატიიდან მეტი დასკვნა ვერ გამოიტანეტ?...ბავშვი მწვრთნელზე როგორ ლაპარაკოკბს ვერ ამჩნევთ?...დამისახელეთ ერთი ქართველი ფეხბურთელილ ქეცბაია რომ შეექოს როგორც გნებავთ იმ კუთხით...მოგვაშორეთ ვისაც ეს შეუძლია, ღმერთი არა გწამთ?!
gaga
თქვენისთანა ჯურნალისტები ღუპავს საქართველოს, იმის მაგივრად საქართველოს ჩემპიონატზე კარგი დაწეროთ თქვენ სულ აგდებით ლაოარაკობთ.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"აპოელმა" ქვილითაიას და დვალის გოლებით "ვოივოდინას" მოუგო [VIDEO]
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"ზესტაფონმა" ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა