გორგოძემ ტრავმა მოიშუშა და ტრევიზოში "ბენეტონთან" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს
ევროთასების გათამაშება 11 ოქტომბერს დაიწყო. გამორიცხული არ არის "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" ტურნირები წლეულს ბოლოჯერ ჩატარდეს, რადგან ინგლისური და ფრანგული კლუბების ინიციატივით, შესაძლოა, ახალი ევროპული საკლუბო შეჯიბრება "ჩემპიონთა ლიგა" დაფუძნდეს.

ერთი სიტყვით, ეს მომავლის ამბავია. ამჯერად კი, ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა შვიდი ფრანგული და ერთი შოტლანდიური გუნდი ასპარეზობს.

ორი გუნდით არიან წარმოდგენილი ქართველი მორაგბეები "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში.

პირველი მატჩი სწორედ "ემლინ ჩელენჯ კაპზე" გაიმართა. პარიზში ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ", რომელიც E ჯგუფის ბინადარია, ტურნირის დებიუტანტს, პორტუგალიურ "ლუზიტანოსს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 61:3.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებმა ეს გუნდი სახელდახელოდ შეაკოწიწეს, რადგან ესპანურმა გუნდმა, რომელიც ამავე შეჯიბრებაში შარშან ასპარეზობდა, ფინანსური პრობლემების გამო ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პარიზელთა უპირატესობა ცხადია, საგრძნობი იყო და მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 56-ე წუთზე შეცვალეს, ხუთი წუთით ადრე თამაშში ქუბრიაშვილი ჩაერთო. ამავე ჯგუფში ინგლისური "ლონდონ აირიში" იტალიურ "პრატოს" უმასპინძლებს.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" C ჯგუფში ითამაშებს. ჩვენებურთა ეს გუნდი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს იტალიაში "კალვიზანოსთან". შველიძე ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს, ასეიშვილს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.

ამავე ჯგუფში, რუმინეთის "ბუქარესტი" შინ მიიღებს ინგლისურ "ნიუკასლს".

ემლინ ჩელენჯ კაპი

I ტური

A ჯგუფი

სეილ შარქსი (ინგ)-ბიარიცი (საფ) 33:10, ოიონაქსი (საფ)-ვორსტერი (ინგ)

B ჯგუფი

ნიუპორტი (უელ)-მოლიანო (იტ), ბორდო (საფ)-ბასი (ინგ)

C ჯგუფი

ბუქარესტი (რუმ)-ნიუკასლი (ინგ)ს, კალვიზანო (იტ)-ბრივი (საფ).

D ჯგუფი

ბაიონი (საფ)-გრენობლი (საფ), ვიადანა (იტ)-ვოსფსი (ინგ)

E ჯგუფი

სტად ფრანსე (საფ)-ლუზიტანოს (პორ) 61:3, ლონდონ აირიში (ინგ)-პრატო (იტ)

როგორც უკვე ვთქვით, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა რვა გუნდი იასპარეზებს.

A ჯგუფში პირველ ტურში საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" შინ ითამაშებს ინგლისურ "ნორსჰემპთონთან". აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი სხვებთან შედარებით თანაბრად ძლიერი გუნდებითაა დაკომპლექტებული.

ფეიქრიშვილი ინგლისური კლუბის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ამავე ჯგუფში უელსური "ოსფრიზი" შინ მიიღებს ირლანდიურ "ლენსტერს".

B ჯგუფში ითამაშებს "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელი მფლობელი ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელიც პირველ შეხვედრას შინ გამართავს შოტლანდიურ "გლაზგოსთან".

შეხვედრა ძალზე საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან გლაზგოელები "კელტთა ლიგაში" შესანიშნავად ასპარეზობენ და პირველ ადგილზე არიან. "ტულონი" მატჩს სერიოზულად უდგება და სტუმრებს საბრძოლო რაზმით დაუპირისპირდება. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან.

C ჯგუფის ბინადარია ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც პირველ ტურში შინ მიიღებს იტალიურ "ზებრეს".

ცხადია, ამ შეხვედრაში ფავორიტი ჩვენებურთა გუნდია, თუმცა ტრავმების გამო ქართველი მორაგბეები ვერ ითამაშებენ. ამავე ჯგუფში ირლანდიური "ქონოთი" შინ ითამაშებს ინგლისურ "სარასენზთან".

სავარაუდოდ, ჯგუფში პირველი ადგილისთვის "ტულუზთან" ერთად სწორედ "სარასენზი" იბრძოლებს.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი ფრანგული გუნდია. პირველ ტურში სწორედ ისინი დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" პარიზში დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შერკინების ორივე ბურჯი ძირითად შემადგენლობაშია.

ჩვენებურთა გუნდებს საკმაოდ სერიოზული კონკურენცია ელის ჯგუფის სხვა წევრებისგან.

ინგლისური "ჰარლიქვინზი" პირველ ტურში უელსურ "ჰლანეჰლის" უმასპინძლებს. ამ ჯგუფში გამარჯვებულის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

E ჯგუფის ბინადარი იქნება მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელიც პირველ ტურში სტუმრად დაუპირისპირდება იტალიურ "ბენეტონს". გორგოძემ ტრავმა მოიშუშა და ტრევიზოში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ნარიაშვილი განაცხადში არ არის.

მონპელიეს მთავარი მეტოქეები ამ ჯგუფში ირლანდიური "ალსტერი" და ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" იქნებიან.

პირველ ტურში ამ გუნდებს შორის შეხვედრა ირლანდიაში გაიმართება.

ორი "ქართული გუნდი" ითამაშებს F ჯგუფშიც. დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგის" მეტოქე საკუთარ არენაზე ირლანდიური "მანსტერი" იქნება.

ბასილაია ძირითად შემადგენლობაშია და ფლანკერის პოზიციაზე ითამაშებს. გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" კი, ინგლისში "გლოსტერს" შეხვდება. შერკინების ქართველი ბურჯი სათადარიგოთა შორისაა.

ჰაინეკენის თასი

I ტური

A ჯგუფი

კასტრი (საფ)-ნორსჰემპთონი (ინგ), ოსფრიზი (უელ)-ლენსტერი (ირლ)

B ჯგუფი

ექსეტერი (ინგ)-კარდიფი (უელ), ტულონი (საფ)-გლაზგო (შოტ).

C ჯგუფი

ქონოთი (ირლ)-სარასენზი (ინგ), ტულუზი (საფ)-ზებრე (იტ).

D ჯგუფი

ჰარლიქვინზი (ინგ)-ჰლანეჰლი (უელ), მეტრო რასინგი (საფ)-კლერმონი (საფ).

E ჯგუფი

ალსტერი (ირლ)-ლესტერ ტაიგერზი (ინგ), ბენეტონი (იტ)-მონპელიე (საფ).

F ჯგუფი

ედინბურგი (შოტ)-მანსტერი (ირლ), გლოსტერი (ინგ)-პერპინიანი (საფ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sebastien Chabal
რუმინული გუნდი რომ მონაწილეობს ემლინ ჩელენჯ თასზე.ქართული გუნდი რატომ ვერაო?კვლავ უფულობაშია ჩაყვინთული რაგბის ფედერაციის მუდმივად ჯიბეგამოფხეკილი მთავარსარდლები, თუ ბუქარესტის სტეჟარის რკოებზე სუსტებია იმერელი ლომები- აიადან!
ynwa
მაინტერესებს, ქართული არხები თუ აჩვენებენ ჰაინიკენის თასის გათამაშებას? შარშან GMG-ზე იყო რეპორტაჟები და ზაალს მიჰყავდა. მისი მეწყვილეც (სახელი არ ვიცი)კარგი იყო და ერთმანეთს ავსებდნენ კარგად. აბა, ის რა საცოდაობა იყო, იმ კომენტატორის მოსმენა, ოთხი ერის თამაშებს, რომ გადმოცემდა, სად იპოვეს?!
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ქართული ლეგიონი: გორგოძე და ზირაქაშვილი დაბრუნდნენ
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ᓥᓐᓠᓗᕣᓚᓘ
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ქართული ლეგიონი: ბოლოსწინა ტურის ავანჩავანი
ქართული ლეგიონი: შანსი ჯერ ყველას აქვს
ᓥᓐᓠᕗᓕᓔᕚᓔᓑᕘᓡ "ᓢᓣᓚᕝᕜᓛᓐ" "ᓰᓐᓘᕜᕔᕙᕔᕜᓘᓡ ᓗᓐᓡᓘ" ᓖᓔᕓᓘᕖᓔᕓ ᓛᓔᓝᓠᕔᕓ ᓛᓝᓘᓒᕝ
ქართული ლეგიონი: სამი ლიდერობს, ორი შანსს ინარჩუნებს
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓚᓔᓒᓘᓝ