გასკე ლონდონს მიუახლოვდა
გასულ კვირას ჩოგბურთელებს ძალიან დატვირთული კვირა ჰქონდათ: გაიმართა სამი ტურნირი მამაკაცების პროფესიულ ტურში და ორი ქალებს შორის.

დიმიტროვის პირველი ტიტული

ამ დღეებში ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა და მისმა შეყვარებულმა მარია შარაპოვამ რთული მომენტი გადაიტანეს. როგორც უკვე ვწერდით, ბულგარულმა პრესამ გაავრცელა ჭორი რუსი ვარსკვლავის ფეხმძიმობის შესახებ. ეს ცნობა მარიას აგენტმა მაქს აიზენბადმა უარყო, სულ მალე კი შარაპოვამ თავის “ტვიტერზე” დაწერა, რომ სამი კვირის შემდეგ მზად იქნება კორტზე დასაბრუნებლად.

წინა კვირა კი შარაპოვამ სტოკჰოლმში გაატარა, სადაც დიმიტროვს გულშემატკივრობდა. ეს ტურნირი ბულგარელისთვის განსაკუთრებული იყო იმ მხრივ, რომ გრიგორი მას ახალი მწვრთნელის - ავსტრალიელი როჯერ რაშიდის ხელმძღვანელობით ატარებდა.

შვედეთში ბულგარელი მეშვიდე ნომრად იყო განთესილი და ძალიან დამაჯერებლად გააღწია ფინალში, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ძლიერი მეტოქეები არ შეხვედრია - მარიუშ კოპილი, იან-ლენარდ შტრუფი, კენი დე სხეპერი და ბენუა პერი. სამაგიეროდ, გადამწყვეტ მატჩში დიმიტროვს მსოფლიოს მესამე ჩოგანი დავიდ ფერერი ელოდა, რომელთანაც მანამდე სამიდან სამი დუელი ჰქონდა წაგებული.

გადამწყვეტ მატჩში ესპანელი მალე გავიდა წინ და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:2, მაგრამ მეორე პარტიაში გვიანი ბრეიკით დიმიტროვმა გაათანაბრა ანგარიში. გადამწყვეტ სეტში ფერერს შეეძლო 4:2 დაწინაურება, მაგრამ დიმიტროვმა გაძლო თავის გეიმზე, შემდეგში კი აიღო მეტოქის მოწოდება, როცა დავიდმა ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. სულ მალე კი ბულგარელმა კარიერაში ATP-ის პირველი ტურნირის მოგება იზეიმა.

ტრიუმფი 12 წლის მერე

გერმანელმა ტომი ჰაასმა თავისი მეორე ტიტული მოიპოვა სეზონში და მე-15 კარიერაში. 35 წლის ვეტერანმა ვენის ტურნირის ფინალში ჰოლანდიელი რობინ ჰაასე სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:4. ამ მოგებით გერმანელი ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირში მოხვედრის მცირე შანსს ინარჩუნებს - “ჩემპიონთა რბოლაში” მერვე ადგილზე მყოფ რიშარ გასკეს 700 ქულით ჩამორჩება. სეზონის ორ დარჩენილ ტურნირზე კი 1500 ქულის გამომუშავება შეიძლება.

ავსტრიის დედაქალაქში ჰაასისთვის ტურნირი რთული გამოდგა: ოთხიდან სამ მატჩში მას ტაი-ბრეიკების თამაში მოუწია, ნახევარფინალსა და ფინალში კი შეხვედრები სამ სეტამდე გაიწელა.

ჰაასემ, რომელმაც ნახევარფინალში ბრძოლას გამოთიშა პირველ ნომრად განთესილი ჟო-ვილფრიდ ცონგა, ფინალი უკეთ დაიწყო: ბრეიკით გავიდა წინ, თუმცა ჰაასმა მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსი თავის სასარგებლოდ დაასრულა, მოიგო პირველი სეტი და მეორეში უპირატესობა მოიპოვა. მაგრამ ახლა უკვე ჰოლანდიელმა შეძლო დროული პასუხის გაცემა. სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტ სეტში ჰაასმა ისევ დაკარგა თავისი მოწოდება, მაგრამ შემდეგ ორი ბრეიკი გააკეთა და მატჩბოლზე მეტოქის შეცდომით წარმატება იზეიმა.

ჰაასმა ვენაში მეორედ გაიმარჯვა: პირველად მან აქ მთავარი პრიზი შორეულ 2001 წელს მოიგო.

გასკე ლონდონს მიუახლოვდა

გასულ კვირას მესამე ტურნირს რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მასპინძლობდა, სადაც პირველად ჩავიდა სათამაშოდ ფრანგი რიშარ გასკე. მას ეს მგზავრობა და მოსკოვში გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა ლონდონის საგზურისთვის ბრძოლაში.

27 წლის ფრანგმა ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ. როცა ვენაში პარალელურად მიმდინარ ტურნირზე ცონგამ ნახევარფინალი წააგო, ცხადი გახდა, რომ რუსეთის დედაქალაქში წარმატების შემთხვევაში, გასკე წლის შემაჯამებელ ტურნირამდე ორი კვირით ადრე “ჩემპიონთა რბოლაში” დროებით (ან საბოლოოდ) მერვე ადგილზე გადავიდოდა.

ფრანგმა მოსკოვის ტურნირი მეორე წრიდან დაიწყო, ფინალში მისმა მეტოქემ, ყაზახმა მიხაილ კუკუშკინმა კი კვალიფიკაცია გაიარა და ცხრა დღის განმავლობაში რვა მატჩი ჩაატარა. ფინალი უფრო აქტიურად სწორედ მან დაიწყო.

პირველ პარტიაში ყაზახმა მარჯვნიდან კარგი დარტყმებით თავისი თამაში მოახვია თავს გასკეს. მეორე სეტში რიშარმა გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ თამაშში გარდატეხა მოხდა. მესამე პარტიის მსვლელობისას, გასკეს ექიმის დახმარება დასჭირდა, მე-7 გეიმში კი კუკუშკინმა მორიგი ბრეიკი გააკეთა.

მიუხედავად ამისა, ფრანგმა გაძლო. ბოლოსკენ ყაზახს კლასი არ ეყო, შესაძლოა, ფიზიკური ძალაც. საბოლოოდ, ფავორიტმა მოიგო - 4:6, 6:4, 6:4 ორი საათისა და 24 წუთის შემდეგ. ლამაზმა ფინალმა რიშარს წელს მესამე და კარიერაში მე-10 ტიტული მოუტანა.

კარომ ნავსი გატეხა

ქალებს გასულ კვირას ორი ტურნირი ჰქონდათ - ლუქსემბურგსა და მოსკოვში. დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ, რომელმაც შარშან, ამ დროს, რუსეთის დედაქალაქში იმარჯვა, ამჯერად ლუქსემბურში თამაში ამჯობინა. აქ სკანდინავიელი პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ფინალამდე რთული გზის გავლა მოუწია. მაგალითად, მეოთხედფინალში სერბ ბოიანა იოვანოვსკისთან სამი სეტის თამაში დასჭირდა, ნახევარფინალში კი დიდი ბრძოლა ჰქონდა უიმბლდონის ნახევარფინალისტ საბინ ლისიცკისთან.

ფინალში კაროს არც ისე გამოცდილი მეტოქე ჰყავდა 19 წლის გერმანელი ანდრეა ბეკის სახით, რომელიც თავად დარჩა გაკვირვებული გადამწყვეტ მატჩში მოხვედრით. ეს მისი პირველი ფინალი იყო WTA-ს ტურნირებზე.

მაგრამ გერმანელმა ფინალში წინააღმდეგობა ვერ გაუწია დანიელს. მართალია, ბეკმა სამივე ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო, მაგრამ, ამასთან, შვიდჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და 2:6, 2:6 დამარცხდა. 23 წლის ვოზნიაცკიმ 2013 წელს პირველი ტიტული მოიგო, კარიერაში კი 21-ე გამარჯვებას მიაღწია.

ტიტულის გარდა, კაროლინმა გაინაღდა სოფიაში “ჩემპიონთა ტურნირზე” თამაში, სადაც ის შარშან ფინალში გავიდა. გარდა ამისა, დანიელი პირველი სარეზერვო მოთამაშე იქნება წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც 22 ოქტომბერს სტამბულში იწყება.

რაც შეეხება მოსკოვის ტურნირს, აქ ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გმირი, რუმინელი სიმონა ჰალეპი და გამოცდილი ავსტრალიელი სამანტა სტოსური. ამ უკანასკნელს პირველ სეტში 11 ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია და ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, თუმცა იქ მხოლოდ ერთი ქულა აიღო. მეორე სეტში ჰალეპი უკეთ იყენებდა ბოძებულ შანსებს და უფრო იოლად მოიგო - 6:2.

22 წლის ჰალეპმა წელს (და მთლიანად კარიერაში) მეხუთე ტიტული მოიგო, თანაც ისე, რომ მოსკოვში ერთი სეტიც არ დაუთმო მეტოქეებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეიტინგი: დავიდ ფერერი ენდი მარეიზე მაღლა

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
პირველი მოგება 6 მარცხის შემდეგ - ბასილაშვილმა პრაღის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
როჯერ ფედერერის დაბრუნება და საფრანგეთის ტრიუმფი
დევისის თასი: ფედერერმა კოლექცია შეავსო
ATP-ის შემაჯამებელი: როჯერმა შანსი დაიტოვა
ᓥᓐᓚᓔᓑᓘ ᓨᓐᓜᓮᓐᓘᓡ "ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘᓡ" ᓩᓠᓓᓘᓚᓨᓘ
შიდა პანდემია ჩოგბურთში - ჯოკოვიჩი ტესტირებაზე უარს აცხადებს
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
უიმბლდონი: სამი გასეირნება და ერთი მარათონი
ᓪᓘᓜᓪᓘᓜᓐᓢᓘᓡ ᓥაᓚᓗᓐ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓘ: ᓥაᓚᓔᓑᓛᓐ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓡ ᓗᓣ ᓙᓐᓪᓔᓑᓛᓐ?
კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]
გრიგორ დიმიტროვი და ნიკოლ შეზინგერი დაშორდნენ
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
სამანტა სტოსური მეორე ეშელონში
უიმბლდონი. I დღე: იოლი მოგება რთულ მეტოქესთან
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა
ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: ეს რა გაგვიკეთა დიმიტროვმა!
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ყველაზე ასაკოვანი პირველი - ფედერერი კვლავ მწვერვალზეა
რეიტინგი: დავიდ ფერერი ენდი მარეიზე მაღლა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]
US OPEN 2016. I დღე: ჯოკოვიჩი ჯერ მზად არ არის
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ავსტრალიის ღია პირველობა: პირველი სლემის პირველი დღე
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ