"ვიტესის" ახალი მეპატრონე ალექსანდრ ჩიგირინსკი, რომელიც ქუთაისში დაბადებული ებრაელია, ქართულად ლაპარაკობს
ბოლო რამდენიმე დღეა, მერაბ ჟორდანიას მიერ არნემის "ვიტესის" აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვა აქტუალური თემა გახდა საქართველოში, ჰოლანდიასა და რუსეთში.
ცნობილია, რომ ჟორდანია 50 წლის რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრ ჩიგირინსკიმ ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი 2010 წლიდან ჟორდანიას ფინანსური პარტნიორი და "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩის ახლო მეგობარია.
"ლელოში" უკვე იყო ინფორმაცია, რომ ჩიგირინსკი ქუთაისში დაბადებული ებრაელია. დამატებით შევიტყვეთ, რომ მას ყოველთვის ჰქონდა ქართველებთან კავშირი და დღემდე კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. მეტიც - ვიცით, რომ სწორედ მან გააცნო ჟორდანია აბრამოვიჩს.
და რაც არანაკლებ საინტერესოა, "ვიტესის" ახალი მეპატრონეც ქართულად ლაპარაკობს. მან ქუთაისის მე-10 რუსული საშუალო სკოლა დაამთავრა, რომელიც ებრაელების უბნად წოდებულ "შაუმიანზე" მდებარეობს.
"ვიტესში" აბრამოვიჩის ფულიც რომ იყო, ბევრისთვის ეს საკამათო არ არის. ყველას ახსოვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადაყენებულ ჟორდანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები რომ ჰქონდა.
არსებობს ვერსია, რომ ქართული ფეხბურთის ყოფილ მაღალჩინოსანს ფეხზე დადგომაში სწორედ აბრამოვიჩი დაეხმარა.
ჟორდანიასა და "ვიტესის" ირგვლივ ბოლო ამბავი ასეთია - არნემული კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვით, თურმე, უკმაყოფილო დარჩა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაცია.
ჰოლანდიური გამოცემა "დე ტელეგრააფის" ცნობით, უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ საფეხბურთო ასოციაციას გარიგების დეტალები არ აცნობეს.
"ჩვენი ასოციაციის პრიორიტეტი საფეხბურთო კლუბების დამოუკიდებლობაა. "ვიტესს" არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია საიმისოდ, რომ კლუბის ახალი აქციონერის ბიოგრაფიას გავცნობოდით", - წერია ასოციაციის განცხადებაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისური ფესვები, კრიმინალები და ხატების ბიზნესი - ვინაა "ვიტესის" ახალი მფლობელი
vep1963
ესეც ასე გამოწველეს ფულები ამ მაფიოზებს ჰოლანდიელებმა და ეხლა უკან პანღურსაც ამოსცხებენ
გიორგი2
შაუმიანზე მე10 სკოლა 15 წლის წინ დაანგრიეს..
ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
მერაბ ჟორდანია "ვიტესიდან" საბოლოოდ წავიდა, რა ბედი ელით ქართველებს?
რისთვის ემზადება მერაბ ჟორდანია?
sbnation: მისტიკური ქართველისა და მისი "ვალეტას" მიზანი ჩემპიონთა ლიგაა!
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
მამარდაშვილის კლუბს შეიძლება ახალი "ხაზეინი" ეყოლოს - თანაც, ნახეთ, ვინ
ქუთაისური ფესვები, კრიმინალები და ხატების ბიზნესი - ვინაა "ვიტესის" ახალი მფლობელი
გურამ კაშია: მერაბ ჟორდანია ისევ "ვიტესის" ბოსია
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა