რა აკავშირებთ ხემესს, დალის და ფროიდს?
მე-12 ტური გუშინ, კატალონიური დერბით დაიწყო, დღეს კი მადრიდული დერბი გაიმართება - "რაიო ვალეკანო" "რეალს" უმასპინძლებს. მადრიდში კიდევ ორი საინტერესო მატჩი გაიმართება: შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ხეტაფე" კრიზიში მყოფ "ვალენსიას" დახვდება, "ვისენტე კალდერონს" კი ბილბაოს "ატლეტიკი" ეწვევა...

ათლეტები

"ატლეტიკოს" და "ატლეტიკის" დაპირისპირება ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ გუნდებს ისტორიული კავშირი აქვთ. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ესპანეთის დედაქალაქში მცხოვრებმა სამ ბასკმა სტუდენტმა, ბილბაოს "ატლეტიკის" ფარმ-კლუბის სახით დააარსა და მას "ატლეტიკი" დაარქვა. მოგვიანებით, 1941 წელს, გენერალ ფრანკოს მიერ გამოცემული ბრძანების გამო, რომლის მიხედვითაც ესპანურ კლუბებს უცხოენოვანი სახელების ტარება აეკრძალათ, გუნდს სახელი გადაერქვა და მადრიდის "ატლეტიკი", მადრიდის "ატლეტიკო" გახდა.

ხვალინდელი შეხვედრის წინ გუნდებში განსხვავებული განწყობაა - მადრიდის "ატლეტიკომ" წინა ტურში "გრანადა" დაამარცხა და "ბარსელონასთან" ერთქულიანი სხვაობა შეინარჩუნა, ბილბაოს "ატლეტიკმა" კი საკუთარ მოედანზე "ელჩესთან" ქულები დაკარგა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

არდა თურანი მკურნალობას აგრძელებს და ხვალ ვერ ითამაშებს, სამაგიეროდ დიეგო სიმეონეს ლეო ბაპტიშტაო გამოუჯანმრთელდა და ასევე, მოედანზე იქნება ფილიპე ლუიშიც. მართალია, ბრაზილიელი მარცხენა მცველი გრანადაში გააძევეს, მაგრამ სანამ სადისციპლინო კომიტეტი არ შეიკრიბება (მომდევნო პარასკევს), იქამდე, შუა კვირაში გამართულ შეხვედრებში გაძევებულ ფეხბურთელებს თამაშის უფლება ექნებათ.

შარშანდელ სეზონში გუნდებმა საშინაო მოგებები გაცვალეს. მადრიდში "ატლეტიკომ", ფალკაოს ჰეთთრიქის წყალობით, 4:0 მოიგო, ბასკეთის დედაქალაქში კი გამარჯვება "ატლეტიკს" დარჩა - 3:0.

მადრიდული დერბი

"სევილიას" განადგურების შემდეგ, "სამეფო კლუბის" ბანაკში კარგი განწყობაა. "რეალი" ამ ტურში "რაიო ვალეკანოს" ხვდება და დერბიში მორიგი სამი ქულის აღებას გეგმავს. "რაიო" ძალიან ცუდ ფორმაშია - პაკო ხემესის კრებული ბოლოსწინა ადგილზეა და 27 გაშვებული ბურთით ყველაზე უარესი დაცვის პატრონია. მიუხედავად ამისა, მასპინძელთა დამრიგებელი იმედიანადაა:

"დამესიზმრა, რომ "რეალს" მოვუგეთ და იმედი მაქვს, რომ სიზმარში ნანახი რეალობად იქცევა. ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, ჩვენ გუნდს მეტოქის დამარცხება შეუძლია. "რეალის" ნამდვილად არ მეშინია, პირიქით, ასეთ მეტოქესთან თამაშს მოუთმენლად ველით, რადგან ჩვენთვის ეს გამოწვევა და თავის გამოჩენის შანსია." - განაცხადა 43 წლის სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

ისე, საინტერესოა, რა ანგარიშით დასრულდა მატჩი ხემესის სიზმარში და რას იტყოდა ამ ყველაფერზე ზიგმუნდ ფროიდი, ან როგორ დახატავდა ამ სიზმარს სალვადორ დალი...

"სამეფო კლუბის" შემტევ ხაზში ცვლილებები არ იქნება - "რაიოს" გარეთ ბეილი, ისკო, კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა შეუტევენ. სამაგიეროდ, როტაცია დაცვის და ნახევარდაცვის ხაზს უნდა შეეხოს. ჟურნალისტების აზრით, დაცვაში კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი და მარსელო გაირჯებიან, ვარანი კი ჩემპიონთა ლიგისთვის დაისვენებს. საყრდენებად ლუკა მოდრიჩი და გამოჯანმრთელებული ჩაბო ალონსო დადგებიან, კარში კი, რა თქმა უნდა, კვლავ დიეგო ლოპესი იქნება, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა იგივე დარჩა (2017 წლის ივნისი), სამაგიეროდ გოლკიპერის ხელფასი ორჯერ გაიზარდა.

მადრიდული დერბის ურთიერთშეხვედრებში "რეალის" უპირატესობა აშკარაა: ბოლო 10 მატჩი "მერენგესის" გამარჯვებით დასრულდა და ამ მატჩებში "რეალმა" მეტოქეს 27 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 7 გაუშვა.

ჯუკიჩის ბოლო მატჩი?

ხუთშაბათს "ხეტაფემ" "ვილიარეალს" მოუგო და მე-6 ადგილზე გადავიდა. ლუის გარსიას გუნდმა ბოლო 6 ტურში 15 ქულა მოაგროვა. დროის ამ მონაკვეთში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ "ბარსელონას" (16) აქვს. ანუ, მადრიდელები შესანიშნავ ფორმაში არიან და მორიგ ტურში "ვალენსიას" დამარცხებას ეცდებიან, რომელიც პირიქით, მძიმე მდგომარეობაშია და დიდი შანსია, ამ შეხვედრის ვერმოგების შემთხვევაში მწვრთნელის გარეშე დარჩეს.

"ღამურებმა" შუა კვირაში საკუთარ მოედანზე იმ "ალმერიასთან" წააგეს, რომელსაც აქამდე გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდა. გასაკვირი არაა, რომ კლუბის ქომაგებმა მიროსლავ ჯუკიჩის გადადგომა მოითხოვეს. სერბი ჯერ ისევ პოსტზეა, მაგრამ მისი სკამი უკვე საკმაოდ მორყეულია.

სტუმრებს "ალმერიასთან" დაშავებული ორი განაპირა მცველი, ჟოაო პერეირა და ანდრეს გუარდადო არ ეყოლებათ, მათ ადგილს კი ბარაგანი და ბერნატი დაიკავებენ. "ხეტაფეს" ტრავმის გამო ადრიან კოლუნგა დააკლდება, აროიოს თამაში კი საეჭვოა.

XI ტურის სიმბოლური ნაკრები

ასისტენტები

6 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო)

5 - კანი (ვილიარეალი)

4 - სუსო (ალმერია)

საინტერესო ფაქტები XI ტურის შემდეგ

- "მალაგას" სტუმრად უკვე 11 მატჩია არ მოუგია (4 ფრე და 7 მარცხი)

- "მალაგას" უკვე 4 ტურია გოლი არ გაუტანია. ასეთი სერია ლა ლიგაში წელს არავის ჰქონია.

- "სელტამ" გოლების 75 პროცენტი (12) მატჩების მეორე ტაიმში გაუშვა.

- "სოსიედადმა" ბოლო 3 შეხვედრაში "ვალიადოლიდს" 8 გოლი გაუტანა, აქედან 6 ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა (სამი დუბლი).

- "სევილიას" სტუმრად 21 მატჩია არ მოუგია. ბოლოს ანდალუსიელებმა გასვლაზე ლა კორუნიაში, 2012 წლის 24 სექტემბერს იმარჯვეს (2:0)

- კრიშტიანო რონალდოს ყველაზე მეტი გოლი "სევილიას" კარში აქვს გატანილი - 15. მეორე ადგილზეა "ხეტაფე" - 13.

- დავიდ ვილიამ "გრანადას" პირველად გაუტანა. ახლა, იმ გუნდების რაოდენობა, ვისთანაც ვილიას უთამაშია, მაგრამ არ გაუტანია, სამამდე დავიდა. სულ ვილიამ 30 კლუბის კარი დალაშქრა და ჯამში 176 გოლი გაიტანა.

- "სან მამესზე" "ელჩემ" 20 მატჩი ჩაატარა და ერთიც ვერ მოიგო - 6 ფრე და 14 წაგება.

XII ტური

ბარსელონა-ესპანიოლი 1:0

გოლი: 1:0 ა. სანჩესი (68)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი – დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (89. ბარტრა), მონტოია – ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (86. ფაბრეგასი) – ა. სანჩესი (83. პედრო), მესი, ნეიმარი

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია – რაულ როდრიგესი, სიდნეი, ე. მორენო, ხუან ფუენტესი – დავიდ ლოპესი, ვიქტორ სანჩესი – ტორიე, აბრაამი (83. ლანსაროტე), ტიევი (63. ჯ. კორდობა) – სერხიო გარსია

გაფრთხილება: მასკერანო - ხუან ფუენტესი, ვიქტორ სანჩესი, ლანსაროტე

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-7 (5-2); ბურთის ფლობა: 75%-25%

მაყურებელი: 79 977

2 ნოემბერი

სოსიედადი-ოსასუნა 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ი. მარტინესი, ელუსტონდო, დანი ესტრადა, გრანერო, იფრანი - სისი, ე. არმენტეროსი, ნინო

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +9 =6 -7 (21:19)

ბოლო 6 მატჩი

+2 =3 -1 (8-5) +2 =1 -3 (6-6)

ალმერია-ვალიადოლიდი 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - ოსკარი, მანუჩო, ბარმეტლერი, ვიქტორ პერესი

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +5 =6 -4 (15:16)

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 (5-11) +1 =4 -1 (11-11)

ვალეკანო-რეალი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ნ. კასტილიო, გალეანო, ზე კასტრო, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +2 =1 -15 (15:44)

ბოლო 6 მატჩი

+2 =0 -4 (3-11) +4 =0 -2 (15-9)

სევილია-სელტა 01:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მარინი, ფასიო, ჩერიშევი, სისინიო - კრონ-დელი, ბელვისი, სამუელ ლორკა, ბერმეხო

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +8 =3 -11 (25:27)

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 (14-13) +1 =0 -5 (6-9)

3 ნოემბერი

ხეტაფე-ვალენსია 15:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ა. კოლუნგა, ა. აროიო - ჟოაო პერეირა, გუარდადო

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +6 =3 -12 (28:40)

ბოლო 6 მატჩი

+5 =0 -1 (11-2) +2 =1 -3 (6-9)

3 ნოემბერი. მადრიდი. "ვისენტე კალდერონი" 20:00

ატლეტიკო-ბილბაო

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: არდა თურანი, ლეო ბაპტიშტაო - ირაისოსი, კიკე სოლა

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +19 =5 -13 (66:48)

ბოლო 6 მატჩი

+5 =0 -1 (12-4) +2 =2 -2 (8-8)

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მარიო სუარესი, გაბი, რაულ გარსია - ვილია, დიეგო კოშტა

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ლაპორტი, გურპეგი, ბალენსიაგა - ბენიატი, იტურასპე - სუსაეტა, ანდერ ერერა, მუნიაინი - ადურისი

ლევანტე-გრანადა 22:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რუბენ გარსია, პალიარდო - პიტი, დანი ბენიტესი

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +2 =1 -1 (8:5)

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 (8-4) +2 =1 -3 (4-7)

მალაგა-ბეტისი 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანხელერი, ფლავიო, კასადო - ლ. რეიესი, ნოსა იგიებორი, სარა, პაულაო, რუბენ კასტრო, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +5 =7 -6 (24:23)

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 (4-10) +1 =1 -4 (4-12)

4 ნოემბერი

ელჩე-ვილიარეალი 01:0

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: საპუნარუ, ა. ხიმენესი - იოკიჩი, ფარინოსი

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +3 =2 -1 (8:6)

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 (8-7) +2 =1 -3 (7-6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"კუკურელია იუდაა და ტანჯვა ელოდება" - "ბარსელონას" ფეხბურთელები მას იამალით ემუქრებიან
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
მესი "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს? - შესაძლო მატჩზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ლა ლიგა. მწვრთნელები: ახლები და პრიმერა
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
"ვალენსიას" არგენტინელი გაწვრთნის?
"ვალენსიამ" მიროსლავ ჯუკიჩი დაითხოვა
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
ხუან ანტონიო პიცი "ვალენსიას" ახალი თავკაცია
"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
"სპორტინგის" ახალი მწვრთნელი დანიშვნიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტში შესაძლოა, გადააყენონ
"უმადურები და აღუზრდელები" - რონალდოს დები ბობოქრობენ, ჯორჯინაც
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტურის შეჯამება და სიმბოლური: უკომპრომისო ტური
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: "რეალის" მორიგი შოუ [VIDEO]
ოფიციალურად: ლისაბონის "სპორტინგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს