ყველაფერს თავისი დრო აქვს და მე მაინც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიკითხავ გეგუჩაძის ბლოგს
გია გეგუჩაძე "ზესტაფონში" დაბრუნდა.

ხშირად მომხდარა, მწვრთნელს წარმატებით უმუშავია გუნდში, მერე იქიდან წასულა და შემდეგ დაბრუნებულა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და დაბრუნება ყოველთვის არ ნიშნავს ერთ მდინარეში მეორედ შესვლას.

2011 წელს, გეგუჩაძის წასვლის შემდეგ, "ზესტაფონს" თითქოს ღერძი გამოეცალა. იცვლებოდნენ მწვრთნელები, გუნდსაც არა უშავდა რა, მაგრამ ის "ზესტაფონი" აღარ იყო, რაც გეგუჩაძემ შექმნა - გამართული, ხარისხიანი, მკვეთრად გამოხატული ხელწერით, კომბინაციური თამაშითა და მიმზიდველობით.

მან იმ გუნდის შექმნას წლები მოანდომა. ფეხბურთში სხვანაირად არ გამოდის. მანამდე "ზესტაფონი" დაჩვეული იყო მწვრთნელთა ხშირ ცვლას, გეგუჩაძემ კი მოახერხა და იქ თავი დაიმკვიდრა.

გეგუჩაძის წასვლის შემდეგაც, 2011 წლის აგვისტოდან, "ზესტაფონმა" რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა და ამით ხეირი ვერ ნახა.

ამ სეზონის წინ კლუბი ერთხელაც დაფიქრდა გეგუჩაძის მიწვევაზე, მაგრამ მაშინ ხელი ხელს ვერ დაჰკრეს და მარგველებმა სერბ რატკო დოსტანიჩს უხმეს.

დოსტანიჩმა ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, საქართველოში თითქოს გავლით იყო ჩამოსული და მალევე წავიდა...

მწვრთნელის შერჩევა არ არის ადვილი საქმე, ამაში ხანდახან დიდი გუნდებიც ცდებიან. გეგუჩაძე ქართული კლუბების პრეზიდენტებისთვის მაინცდამაინც სასურველი მწვრთნელი არ არის - საკუთარი პრინციპები აქვს, რომელსაც მკაცრად იცავს. მას არ მიიწვევენ გამგეობისა თუ აგენტის მიერ მართულ გუნდში, რადგან ამ საქმიდან არაფერი გამოვა, კერძო და მდიდარი კლუბი კი საქართველოში ძალიან ცოტაა.

მახსოვს, იოჰან ბოსკამპი რომ ჩამოვიდა საქართველოში, ბევრი ჩვენებური მწვრთნელი მას ამრეზით უყურებდა - ამან და ამისნაირებმა უნდა წაგვართვან ლუკმა-პურიო. მაშინ ერთგვარი მოდა იყო, რომ მწვრთნელი ფეხბურთელის ტრანსფერის წილში იჯდა, ფეხბურთელს "პადიომნიდან" ან ხელფასიდან ართმევდა პროცენტს.

გეგუჩაძემ კი სხვა გზა აირჩია, აკვირდებოდა ბოსკამპის სამწვრთნელო მეთოდიკას და მისი თანამოაზრეც გახდა უმეტეს საკითხებში.

როცა "დინამოს" ივო შუშაკი წვრთნიდა, გეგუჩაძეს ამ კლუბის მეორე გუნდი ებარა. მიმართულების მხრივ, შუშაკის "დინამო" ალთას იყო, გეგუჩაძის "დინამო 2" კი ბალთას - ორი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სტილით. იმ დროს "დინამოში" ხელმძღვანელობა შეიცვალა, კლუბის მმართველი დავით პეტრიაშვილი გახდა და რისკიანი გადაწყვეტილებაც მიიღო - შუშაკი გეგუჩაძემ შეცვალა.

რისკმაც გაამართლა - "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა...

ახლა კი ისევ "ზესტაფონი" და გეგუჩაძე. ფაქტია, მწვრთნელების ცვლაში იმერულმა კლუბმა დრო დაკარგა, დრო კი ფულია.

გეგუჩაძე ძალიან არ ჰგავს სხვა ქართველ მწვრთნელებს. რომ არა მწვრთნელობა, ალბათ სპორტული ჟურნალისტი გავხდებოდიო - გვითხრა ერთხელ. სხვისი არ ვიცი და, მე კი ინტერესით წავიკითხავდი გეგუჩაძის საფეხბურთო ბლოგებს, მაგრამ ქართული მედია ასეთი ნოვაციებისთვის ვერ იცლის, არადა, კარგ საფეხბურთო ქვეყნებში არა ერთ მწვრთნელსა თუ ყოფილ ფეხბურთელს უცდია ბლოგერობა...

რაღაც ახალი და საინტერესო - ასეთი გამოდგა გეგუჩაძე, როცა "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახდა. მიზანმიმართული, გეგმაზომიერი პოლიტიკა, გუნდის ჩამოყალიბების პროცესი - ასე მუშაობდა ის "ზესტაფონში".

ის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა კახა ცხადაძესთან ერთად. ქართველი მწვრთნელებიდან სანაკრებო არჩევანი მართლაც მწირია.

ბოლოს გეგუჩაძე ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა, იქაც კარგი გუნდი შექმნა და იმ პერიოდში ბევრ ფეხბურთელსა და მწვრთნელს უთქვამს - საქართველოში ყველაზე კარგ ფეხბურთს "ტორპედო" თამაშობსო...

"ტორპედოდან" "ზესტაფონამდე" ხუთი თვე გავიდა და გული დამწყდა, გეგუჩაძემ ბლოგერობა რომ ვერ მოასწრო, მწვრთნელად მუშაობისას ამის დრო არ ექნება.

ისე კი, ყველაფერს თავისი დრო აქვს და მე მაინც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიკითხავ გეგუჩაძის ბლოგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: ექვსეულში შესვლასა და ევროტურნირზე თამაშზე უნდა ვიფიქროთ

გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი

Raul
temraz pirveli, arvelodi: აბა რა ჯობია, ისეთ მწვრთნელებზე წერონ, ათას ბნელ ამბებში რომ არიან გახვეული და პროგრესის არაფერი ეტყობათ? ან იმაზე არ უნდა შეგვტკიოდეს გული, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ქართველი მწვრთნელი უმუშევრადაა?
temraz pirveli
დავით თავართქილაძევ, შენ ჟურნალისტობა არ ვიცი ვინ გასწავლა მაგრამ ასეტ *** სტატიებს როგორ წერ ძალიან მაინტერესებს გულწრფელად.. იცი როგორი სტატიები გაქ? აი ორიგინალურობას რომ ცდილობს ფეხბურთელი ორიგინალუარდ დარტყმას კარში და მაგრად რომ ჩაფლავდება.. აი ასეთი სტატიები გაქ. რაც შეეხება გეგუჩაძეს, გეგუჩაძისნაირმა მწვრთნელმა თუ ბლოგების საწერად მოიცალა კარგად გვექნება საქმე ;)
durmishxan gulua
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა რომ ამ კაცს ჩაებარებინა რომელიმე ასაკობრივი,,ესეთი ნიჭიერი კაცი ვფიქრობ ძაან სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა თაობას
arvelodi
რა წაიგეტ ტვინი ამ გეგუჩაძიტ ყველა დგე შეიდძლება ამ კაცზე წერა ?არ მოგწყინდატ?ან რა მიგწევები აქვს ასეტი რო ამოგვიყვანეტ ყელში.პს.ქეცბაია დარჩესეს უნდა.და ყუილა ნუ იგლიტ თავს
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას...
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით