ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U19. საქართველო-ბელგია 32:6 - ევროპა ჩვენია! [VIDEO]

U19. საქართველო-ბელგია 32:6 - ევროპა ჩვენია! [VIDEO]

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფინალში ბელგიის ნაკრებს დიდი ანგარიშით - 32:6 მოუგეს.

თამაშის პირველ ტაიმში ჩვენმა მორაგბეებმა ძალიან ინერვიულეს და, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქის გატეხა ვერაფრით შეძლეს. პირველი ნახევარი სრულიად მოულოდნელად ფრედ, 6:6 დასრულდა.

შეხვედრა ბელგიელებმა აქტიურად დაიწყეს. პირველი ხუთი წუთი თითქოს უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მერე ჩვენმა გუნდმა ჩვეულად ხელდახელ თამაშითა და მორკინალთა მიძალებით ბელგიელების შევიწროება და მისსავე ნახევარში ამოკეტვა შეძლო. თუმცა, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ლელოში შეღწევას ვერაფრით ახერხებდნენ, არადა, ამის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ.

პირველი ტაიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა, როცა საქართველოს ნაკრები 6:0-ს იგებდა. გუნდი, როგორც ჩანს, ოდნავ მოდუნდა, ბელგიელები გააქტიურდნენ და დასკვნით სამ წუთში ორი საჯარიმო გაგვიტანეს.

ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მეტოქეს ერთი ლელოც გატეხდა და ჩვენს ბიჭებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებდა. შესვენების შემდეგ თამაში დიდი ხნის განახლებული არ იყო, როცა შეცვლაზე შესულმა გარემარბმა ანზორ სიჭინავამ პირველი ლელო გაიტანა. მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 13:6.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამან ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაახალისა, თამაში უფრო ლაღი და სწრაფი გახდა, რასაც ვერაფრით ვიტყვით მეტოქეზე, რომელიც ხუთ წუთში პირველხაზელი ზაურ ხარებავას მეორე ლელომ საბოლოოდ გატეხა. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 18:6.

თამაშის წარმატებით დასრულება ამის შემდეგ ტექნიკის საქმე იყო. 53-ე წუთზე მეტოქის ლელოს მისადგომებთან ჩვენმა გუნდმა ბელგიელების შეცდომით კარგად ისარგებლა და მორიგი ლელო გაიტანა.

ამ ეპიზოდში ცხრა ნომერმა თემურ თუთბერიძემ ბრწყინვალე, დაფარული პასით გარღვევაზე გაიყვანა მესამეხაზელი ბადრი დანგაძე, რომელიც ვერავინ შეაჩერა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 25:6.

ბოლო, მეოთხე ლელო კი დიდი რაგბის კატალოგიდან იყო. გიორგი აფციაურმა, რომელიც ჩვენს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ, მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და ფეხით საპირისპირო, მარცხენა ფრთაზე დაკიდა, სადაც ბურთთან ყველაზე სწრაფად გარემარბი მურაზ გიორგაძე გაჩნდა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 32:6.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ამ გამარჯვებით მომავალ წელს ჰონგ-კონგში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მასპინძლებთან ერთად კანადის, აშშ-ის, ტონგას და იაპონიის ნაკრებები იასპარეზებენ, ამათ კიდევ სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ჩემპიონები დაემატებიან. აქ გამარჯვებული კი 2015 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებამდე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრებს სძლიეს - 69:8, მერე კი, ნახევარფინალში ესპანელი "ლომების ბოკვერები" დაამარცხეს - 31:3.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, ევროპის ჩემპიონები გავხდით და მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით და თითოეულ მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ გარჯისთვის, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.

დიდი შრომა გასწია სამწვრთნელო შტაბმა და მიხარია, რომ ამაგი დაგვიფასდა. ვულოცავ მათ და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას.

ეს ქართული რაგბის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია," - თქვა ნამატჩევს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა.

გუნდის თავკაცის სიხარული, ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემაც გაიზიარა, რომელიც ლისაბონში იმყოფებოდა:

"შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ამ ტურნირში გამარჯვება შეგვიძლია.

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი და ძლიერი მომავალი თაობა ეზრდება ქართულ რაგბის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მათგანს მალე ვიხილავთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელთა შტაბს, რაგბის აკადემიას და ყველას, ვინც გუნდის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა".

საქართველო-ბელგია 32:6

საქართველო (15-9) აფციაური, გიორგაძე, ტალახაძე, გულიტაშვილი, ლიპარტელიანი (სიჭინავა 36), ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე (სვანიძე 36)ს. (1-8) ხარებავა (ფხაკაძე 63), ტორაძე (ალხაზიშვილი 36), მარგველანი (კაკაბაძე 54)ს, კვაჭაძე, ბარბაქაძე, დანგაძე, ბუბუტეიშვილი (გიგაური 36), მღებრიშვილი (პაპავაძე 63).

4 ლ: სიჭინავა, ხარებავა, დანგაძე, გიორგაძე. 3გ: ჯინჭველაშვილი. 2ს: აფციაური, ჯინჭველაშვილი.

სინბინი: გიგაური.

იხილეთ ვიდეო

ევროპის ჩემპიონატი

VII ადგილისთვის

პოლონეთი-ჩეხეთი 38:5

V ადგილისთვის

რუმინეთი-რუსეთი 37:17

III ადგილისთვის

ესპანეთი-პორტუგალია 17:9

ფინალი

საქართველო-ბელგია 32:6

საბოლოო მდგომარეობა

1. საქართველო, 2. ბელგია, 3. ესპანეთი, 4. პორტუგალია, 5. რუმინეთი, 6. რუსეთი, 7. პოლონეთი, 8. ჩეხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

როდესაც ევროპის ჩემპიონატზე არ მონაწილეობენ ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნები იმას არ ჰქვია ევროპის ჩემპიონატი

• tamo-s

კრიტიკული აზრი ბოღმა ?!

• tamo

გილოცავთ ბიჭებო... გიორგი მგონი საჭირო არაა ესეტი ბოღმა კომენტარები. ეგეთები კულტურის განყოფილებაში. აქ კი წარმატებას აფასებენ!. დიახ ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ!

• tamo

გილოცავთ ბიჭებო... გიორგი მგონი საჭირო არაა ესეტი ბოღმა კომენტარები. ეგეთები კულტურის განყოფილებაში. აქ კი წარმატებას აფასებენ!. დიახ ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ!

• giorgi

ამ ჩემპიონატზე საერთოდ იყვნენ :ინგლისი,ირლანდია,შოტლანდია,უელსი,საფრანგეთი?! მემგონი არა . ასე,რომ აი ამ გუნდებს ,რომ მოვუგებთ მერე ვთქვათ ,რომ ევროპის ჩემპიონები ვართ.ეს ფიქტიური ჩემპიონობა არ გვჭირდება. ის კი კარგია,რომ ამ გუნდებს ასე დიდი ანგარიშით ამარცხებენ.

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის

კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა

მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა

"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება

3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს

WU17 | საქართველო 3:2 ლატვია

სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია

ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს

U19. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა

"უმცროსი ბორჯღალოსნები" - 2013 წლის ევროპის ჩემპიონები! [VIDEO]

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!

U19. ქართული ტურნე - შესაძლებლობა სამხრეთაფრიკელებისთვის

ᓗᓑᓘᓚᓘᕡᓡ ᓘᕜᓒᓚᓘᓡ

"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან

ᕡᓐ

უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს

U20. ᕡᓐ

"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

U20. ᓡᓐᓥ

საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. III ტურის წინ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ

ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა

რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

U19. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩში შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს