ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
ნოემბრის ტესტ-მატჩების პარალელურად, ლონდონში მსოფლიო რაგბის მმართველები შეიკრიბნენ და გასული წლის შეჯამებასთან ერთად, სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

"მსოფლიო რაგბის" მე-13 გენერალურ ასამბლეას საქართველოდან რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, "მსოფლიო რაგბის" საბჭოს წევრი გიორგი ნიჟარაძე და სპორტული და მაღალი მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე ესწრებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი დღე იქნება, როდესაც 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყანა გაირკვევა. საქართველოს მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობას გიორგი ნიჟარაძე მიიღებს.

ასამბლეის გახსნაზე საქართველო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო და ქართული რაგბის წარმატებაზე, ასევე, სოსო მათიაშვილის მიერ კანადასთან გატანილი ლელოს შესახებ ბევრი ისაუბრეს.

„წლევანდელ კონგრესზე უმთავრესი საკითხი 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენაა, რომლის კენჭისყრაც 15 ნოემბერს გაიმართება და მასში ჩვენი მხრიდან გიორგი ნიჟარაძე მიიღებს მონაწილეობას. ამ საკითხთან მიმართებაში კულისებში აქტიური მუშაობაა გაჩაღებული.

სხვა მხრივ, კონგრესი დღის წესრიგს მიჰყვება, იხილება სამედიცინო და მაღალი მიღწევების საკითხები. კონგრესში მაღალი მიღწევების პროგრამებთან დაკავშირებით დისკუსია შედგა და ბაჩო ხურციძის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოს მიმართ ყველა კეთილგანწყობილია, რაც საუბრებშიც იგრძნობა და დამოკიდებულებაშიც. კონგრესის გახსნის სიტყვაში მათიაშვილის ლელო მოიხსენიეს და მას დიდებული უწოდეს. რამდენჯერმე ახსენეს საქართველო და ხაზი გაესვა ქართული რაგბის პროგრესს“ - გვიამბობს ასამბლეის მსვლელობის შესახებ გოჩა სვანიძე.

13 ნოემბერი ქართული დელეგაციისთვის და ზოგადად, ქართული რაგბისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან კონგრესი ქართული რაგბის წინსვლითა და წარმატებებით დაინტერესდა.

საქართველო, როგორც წარმატებული სარაგბო ქვეყანა, ჯგუფურ განხილვაზე მიიწვიეს. სესიის წარმდგენი ლეგენდარული ჯონ ჯეფრი იყო. განხილვაში მონაწილეობდნენ: "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო; "მსოფლიო რაგბის" საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი; "მსოფლიო რაგბის" მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი; სპორტული მენეჯმენტის დამოუკიდებელი სპეციალისტი და "მსოფლიო რაგბის" მაღალი მიღწევების კონსულტანტი აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა, კანადა და აშშ) მაიკ მაგოვერნი; ევრო-ატლანტიკურ რაგბის კავშირებში (საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ნამიბია, ურუგვაი, ბრაზილია) "მსოფლიო რაგბის" დამოუკიდებელი კონსულტანტი სპორტული მეცნიერებისა და მაღალი მიღწევების განხრით დოქტორ ქელვინ მორისი, რომელიც წარსულში ბრიტანეთის ოლიმპიური ველორბოლის ნაკრების მაღალი მიღწევების დირექტორი, ასევე, ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ფიზმომზადების დირექტორი იყო; მაღალი მიღწევების მქონე კიდევ ერთი ქვეყნის, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ოქონორი და საქართველოდან - ბაჩო ხურციძე.

"მსოფლიო რაგბი" მაღალი მიღწევების პროგრამებს, რომლის შედეგადაც უმჯობესდება ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების თამაშის ხარისხი და შესაბამისად, შედეგები, სტრატეგიული ინვესტირებით 2006 წლიდან ფინანსდება. ჯგუფური განხილვისას საუბარი სწორედ ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ გაიმართა და საქართველო ამ დისკუსიაში პირველად მონაწილეობდა:

„საქართველო, როგორც წარმატებული სარაგბო ქვეყანა, მაღალი მიღწევების დისკუსიაში პირველად მონაწილეობდა. ეს იყო ქართული რაგბის, იმ შედეგების დაფასება, რასაც ეროვნულმა და 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო წლებში მიაღწია.

ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რაც "მსოფლიო რაგბის" მაღალი მიღწევების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღეთ და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მას შემდეგ, რაც სტრატეგიული ინვესტირების პროგრამაში მოვხვდით, საქართველო ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა მსოფლიო რაგბის მითითებებსა და რეკომენდაციებს. ხშირად გვსტუმრობდნენ მსოფლიო რაგბის ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ მაღალი მიღწევების სივრცის დახვეწაში და ასეთმა მიდგომამ ეროვნული ნაკრებისა და 20-წლამდელების წარმატება განაპირობა.

გამოსვლისას აღვნიშნე კერძო სექტორის და კონკრეტულად, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ განუზომელი ინვესტიცია, რომელიც დაგვეხმარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა მსგავსი წარმატების მიღწევა. აუცილებელია, რომ მიღწეულზე არ შევჩერდეთ და ყველა მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ“ - გვიამბობს ბაჩო ხურციძე, მაღალი მიღწევების დირექტორი, რაც ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მიღწევებს, ასევე, სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების განვითარებას, მაღალი დონის მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადებას მოიცავს.

შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით, საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატით დაინტერესდნენ და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, ჩვენმა ქვეყანამ დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი და აქამდე ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის, საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო:

„ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატი იყო ძალიან წარმატებული და ითქვა, რომ ამ გამოცდილების ფონზე, საქართველო მზადაა, უმასპინძლოს სხვა მაღალი დონის ტურნირებს. ჩემპიონატი წარმატებული იყო არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ სხვა მიმართულებითაც. საქართველოზე, როგორც სარაგბო ქვეყანაზე, მსოფლიოს დაახლოებით მილიარდმა ადამიანმა გაიგო და ეს იყო ამ ტურნირის მასპინძლობის უაღრესად პოზიტიური შედეგი.

ცალკე აღინიშნა სპორტული შედეგი, რომლის შედეგადაც "უმცროსი ბორჯღალოსნები" ზედიზედ მესამედ ითამაშებენ მსოფლიო რაგბის 12-გუნდა ელიტაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ გუნდის მწვრთნელები ქართველები არიან, რომლებმაც კვალიფიკაცია სწორედ მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების პროგრამის ფარგლებში აიმაღლეს“.

თავის მხრივ, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა იმ პროექტზე, რომლის შედეგადაც ამ ქვეყნის ფრანჩიზი ავსტრალიის ჩემპიონატში ჩაერთო.

შეხვედრის მონაწილეებს არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა აგუსტინ პიშომ მიმართა და ის გზა გაიხსენა, რომელიც მისმა ქვეყანამ დღევანდელ რეალობამდე და უდიდეს მიღწევებამდე გაიარა. მან ისაუბრა წარმატების არგენტინულ ფორმულაზე, რომლის შედეგად ცოტა ხნის წინ მეორე ეშელონის გუნდად მიჩნეული არგენტინა პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად იქცა.

ქელვინ მორისმა ისაუბრა პირველი და მეორე ეშელონის ნაკრებების დონეთა დაახლოების გზებზე და აღინიშნა, რომ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს თამაშების რაოდენობა, რათა მეორე ეშელონის ქვეყნებმა იმავე ინტენსივობითა და ხარისხით შეძლონ თამაში. მორისის თქმით, ამ შემთხვევაში სავსებით რეალურია გუნდებს შორის არსებული ნიშის დახურვა და დონის გათანაბრება.

საუბარი შეეხო მოთამაშეთა კეთილდღეობას, სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების განვითარების აუცილებლობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მაღალი დონის მიღწევებისთვის.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

წარმატებები ჩვენს რაგბისტებს.ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა მათიაშვილი,ღმერთმა გვიმრავლოს მასავით ბრწყინვალე რაგბისტები.აბა თქვენ იცით ბიჭებო

• rezo

ჩაატარეთ საქართველოში და ნახავთ როგორია გულშემატკივრობა

• 999999999

იტალია

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"

"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული

მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა

კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა

პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს

"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ

როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს

"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა

ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა

მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ

სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს

[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან

ევროპაში გვინდა! ანუ როგორ გავხსნათ ჩაკეტილი სისტემა

უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს

"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ

რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს