"ზუგდიდის" დირექტორის თქმით, ხმაურიანი განცხადებების შემდეგ წიტაიშვილმა გუნდში დაბრუნება ითხოვა...
6 ნოემბერს რედაქციაში "ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია დაგვიკავშირდა და გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება გვთხოვა.

"ცხადია, არ ვიცოდი, წიტაიშვილმა წასვლის მიზეზებზე რა ილაპარაკა. მესმის, რომ გაზეთს არ აქვს იმის დრო და ადგილი, ყოველდღე ჩემი კომენტარები დაბეჭდოს, მაგრამ მის გამონათქვამებს ყურიდან ყურში ვერ გავატარებდი.

ელემენტარულად, არასწორად ლაპარაკობს და ამიტომ გთხოვთ, კიდევ ერთხელ მომისმინოთ.

გაოცებული დავრჩი თუნდაც ჩემზე ნათქვამი ამ ფრაზით - "მე არ დავრჩები, თუ თქვენ იქნებით-მეთქი და გუნდი დავტოვე". მან ეს არა ჩემთან, არამედ, როგორც მითხრეს, ფეხბურთელებთან თქვა...

ამას გარდა, ამბობს, რომ ითხოვდა ფორმებს, სავარჯიშო პირობებსა და საშხაპეებს. ესეც ტყუილია! ჯერ ერთი, დანიშვნამდე ვუთხარი, რა პირობებში მოდიოდა, ვაჩვენე რუხის სტადიონი, სადაც გუნდი ვარჯიშობს და არც ის დამიმალავს, რომ იანვრამდე ვერაფერს შევცვლიდით. დამთანხმდა - ვიცი, რაც ხდებაო.

ახლა სხვანაირად ალაპარაკდა...

მეორეც - მოედანზე მართლა შეიქმნა პრობლემები, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს ხშირად წვიმდა და საფარი ამის გამო გაფუჭდა, მაგრამ თავიდანვე უვარგისი არ ყოფილა.

ფორმებს ვითხოვდიო - ეს საერთოდ აღმაშფოთებელია. ჯერ ერთი, ჩვენმა ეგვიპტელმა ლეგიონერმა, ამირ აზმი მეგაჰედმა თავისი ხარჯით სავარჯიშო ეკიპირების კომპლექტი რომ იყიდა, ეს ყველა გაზეთმა დაბეჭდა. მეორეც - თავად ჩამოვიტანე "სალერის" ეკიპირება.

იმდენი ფორმა გვაქვს, არ ვიცით, სად წავიღოთ და ეს არ იცოდა მწვრთნელმა?!

სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, თითქოს შეკრებებს არ ვუწყობდი. ბოლო ტურებში 2 ქულა რომ მოვიპოვეთ, ეს სწორედ იმის შედეგია, რომ გუნდს შევუქმენით პირობები, მოვაწყვეთ შეკრება, უკვე ნორმალურ მოედანზე ვვარჯიშობდით, გვემსახურებოდა საუნა, ტრენაჟორების დარბაზი და კვების საკითხიც მოვაგვარე. ამას ყველა ფეხბურთელი დაგიდასტურებთ.

კრების შემდეგ მოთამაშეები ვარჯიშზე არ დარჩნენო - ისე ამბობს, თითქოს მას აუბეს მხარი. სინამდვილეში, ბიჭები ანერვიულებულები იყვნენ და თავად დავასვენეთ. დღეს კი ყველამ ჩვეულებრივად ივარჯიშა, მათ შორის, მისივე ჩამოყვანილმა მეგაჰედმა, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა.

სპონსორმა 110 ათასი ლარი ჩაგვირიცხა, გამგეობა ყველანაირად გვეხმარება და ახლა მას სურს, ისეთი სურათი დახატოს, თითქოს ეს ფული გუნდამდე არ მიდიოდა. ამის თქმა დიდი უნამუსობაა. რა, სახლში მიმქონდა?! უბრალოდ, წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება და ამით საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვა არ გამოვა.

მაგრამ ამ ყველაფრის გვირგვინი ის იყო, რომ ამ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ გუნდში დაბრუნება ითხოვა, მაგრამ უკვე გათავისუფლებულია და მის დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობთ.

ახალი წლიდან ფინანსური სიტუაცია დალაგდება. იმედია, "ზუგდიდს" ბიუჯეტიდან კვლავ დააფინანსებენ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გააქტიურების მიზეზს ვერ ვხვდები, ძალიან ცდება", - ამბობს ჭეჟია და იქვე დასძენს, რომ "ზუგდიდი" ეგვიპტელმა ლეგიონერმა ჯამალ ჰამზამ დატოვა, ხოლო საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ხუბუა დააბრუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მალხაზ ჭეჟია: მერიდება პირობებზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში ფული მიმქონდა

კობა წიტაიშვილი: ვითხოვდი, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ

iago
es tqven ar xart dzmao azrze, imitom rom ar icit vis daabralot gundis cagebebi. visac fexburtshi rame esmis kargad xvdeba rom direqtori tavis movaleobebs asrulebs. koba citaishvilma ki ver sheasrula tavisi movaleoba, tavisi tavi lafshi amoisvara da gundic gaanadgura, fsiqologiurad mougo bolo da kide samarcxvino interviuebitada motqmit gainadgura tavisi karierac, am shemtxvevis gamo mas mcvrtnelad arasdros caikvanetn, dro gava da amas tqven naxavt. sxvas utxara ormo da shig tviton chavarda, mgoni amas arc xvdeba,imdeni shegneba sad aqvs...
ბაჯო.
ნუ ბოდავტ ტქვე ***.დირექტორი რა სჰუასჰია.
b-n iago
ბოლო 4 თამაშიაო გუნდს პირობები აქვსო და შედეგი არაო, რო იდძახის აი ზუსტად ეს არი ის რო საქმის აზრზე რო არაა, ამის შემდეგ რაზე უნდა ეკამათო!
iago
ბოლო 4 თამაშია გუნდს პირობები აქვს, ფორმები აქვს, რატომ არ მოიგეს ეს თამაშები.რატომ არ აქვს აქ პასუხი წიტაიშვილს. რას დააბრალებთ აქ დირექტორს.ყველა გუნდს აქვს პრობლემები მაგრამ ბურტს თამაშობენ.ახლა დავალიანებებიც დაიფარება როგორც ვიცი და დეკემბრამდე საწუწუნო არაფერი ექნებათ და თუ წააგებენ ამასაც დირექტორს დააბრალებთ?
iago
დირექტორი არ იგებს თამაშებს, თამაშები უნდა მოიგოს მწვრთნელმა... ეს კობას მოკითხეთ... ის პრეზიდენტები ტქვენ რომ ახსენებთ, არაკაცები არიან რომლებსაც ტავიანთი ამბიციების გამო ყველაფერს იკადრებენ.გგონიათ მათ გუნდის მდგომარეობა აცუხებთ, არა ბატონო, თამაშების პირველი გამყიდველები არიან და ის უნდათ ხელში ცაიგდონ ახლაც...საქმის აზრზეც არის დირექტორი და ადამიანიც, რომელიც არასდროს არ იკადრებს იმას რასაც ის ნაძირლები კადრულობენ...
b-n malxaz
როგორც თქვენ ამბობთ: მწვრთნელები , ფეხბურთელები, გულშემატკივრები, ასევე გამოგრჩათ ზუგდიდის და სამეგრელოს ფედერაციის პრეზიდენტები, რომლებიც თქვენ გაბრალებენ ყველაფერს (ოღონდ ყველა უსამართლოდ :) სხვა ვინღა დარჩა... მთავარია "კრიშა" გყავს, მოგწონს ამ სფეროში საქმიანობა, მაგრამ საქმის აზრზე არ ხარ და ამის გამო იღუპება ზუგდიდში ფეხბურთი! ან რაც შენ ხარ დირექტორი მაგის მერე გუნდმა 21 დან მხოლოდ 1 თამაში მოიგო, სირცხვილია რა!!!
b-n malxaz
როგორც თქვენ ამბობთ: მწვრთნელები , ფეხბურთელები, გულშემატკივრები, ასევე გამოგრჩათ ზუგდიდის და სამეგრელოს ფედერაციის პრეზიდენტები, რომლებიც თქვენ გაბრალებენ ყველაფერს (ოღონდ ყველა უსამართლოდ :) სხვა ვინღა დარჩა... მთავარია "კრიშა" გყავს, მოგწონს ამ სფეროში საქმიანობა, მაგრამ საქმის აზრზე არ ხარ და ამის გამო იღუპება ზუგდიდში ფეხბურთი! ან რაც შენ ხარ დირექტორი მაგის მერე გუნდმა 21 დან მხოლოდ 1 თამაში მოიგო, სირცხვილია რა!!!
chezho
მოაშორეთ ეს უვიცი ფეხბურთს, ეს ვინ მოიყვანეთ საერთოდ გაგებაში რო არაა ფეხბურთისსს

კობა წიტაიშვილმა თავიდანვე იცოდა არსებული პირობების შესახებ, ამიტომ მისი ახლანდელი განცხადებები გაუმართლებელია. კლუბის დირექტორი თავდაუზოგავად მუშაობს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ზოგიერთები ამას ვერ ამჩნევენ. მას რომ არ აინტერესებდეს გუნდის წარმატება, არც დაესწრებოდა და არ უგულშემატკვირებდა ფეხბურთელებს თამაშებზე. ხალხის აზრს კი ძირითადად წარუმატებელი თამაშები განაპირობებს, რაც დირექტორის ბრალი ნადვილად არ არის. ბრალი სწორედ მწვრთნელს მიუძღვის და პირობების არარსებობა (რაც არ არის სიმართლე) საბაბი უფრო მეტად არის საკუთარი თავის გასამართლებლად. მწვრთნელმა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა და ზოგადად გულშემატკივარმა მხოლოდ ერთ ადამიანს უსამართლოდ არ უნდა დააბრალოს ყოველივე.
111
გასკდით გულზე... ჭეჟია არ წავა. ის ჯერ კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს გუნდში... ისე ირაკლი ბატონო ვხედავ ბევრი ინფორმაცია მოგიპოვებიათ დირექტორზე,,, მაგრამ გეშლებათ,15 ლარიან სასტუმროში ჭეჟიას მოსვლამდე დაჰყავდათ ბიჭები დასაბანად...
irakli
მე არავის არ ვამართლებ მაგრამ ვამბობ რაც სიმართლეა და რასაც ხალხი ითხოვს.. წიტაიშვილმა დატოვა გუნდიი უკვე დროა შენც აიბარგო. ასე ეშველება გუნდს. ყველას ფეხებზე კიდია თქვენი კონფლიქტი.. გუნდი ვარდება... გახსოვდეს შენ არ იცი რაა ფეხბურთი, გულშემატკივრობა კი იციი გხედავ თამაშებზე განმუხურში როგორ დახტიხარ კარსებს უკან ''ფირასავით'' (ყველაზე გიჯი გულშემატკივარი ზუგდიდში, სკ, მგლების დროს). დროა დაუბრუნდე თხილის ბიზნესს.. შენი ლიტვაში სტუდენტების ჩემპიონატში დაგროვილი გამოცდილება ხედავ საკმარისი არ აღმოჩნდა პროფესიულ დონეზე! წარმატებები ბიზნესში.
malxaz
ასეთი ამბები რო ხდება გუნდში, ყველა რო თქვენს არაპროფესიონალიზმზე საუბრობს, გულშემატკივრებიდან დაწყებული ზუგდიდის ფედერაციის პრეზიდენტით დამთავრებული, რით არის ეს უკმაყოფილება გამოწვეული თქვენს მიმართ, ამაზე ხო ვერ გვიპასუხებდით? იქნებ თქვენ ხართ დამნაშავე?
lazistani
ისიც თქვით ბატონო ირაკლი, რომ ეს პირობები ყველაფერი იცოდა წიტაიშვილმა და გუნდში მუშაობაზე თანხმობა განაცხადა, არც ის დაგავიწყდეთ, რომ წიტაიშვილმა ის ფულები რისთვის გაიღო...გეტყობა ზუგდიდელი ხარ და გეტყვი, ოპერაცია "..... + კვარაცხელია + წიტაიშვილი" ჩავარდა და განხილვას არ დაექვემდებარება. როგორი უნამუსო უნდა იყო ადამიანი, როცა კლუბის დირექტორმა მოგიყვანა გუნდში და სადღაც თვენახევარში, მწვრთნელი,არა გუნდის მშენებლობაზე არამედ დირექტორის გაშვებაზე რომ რაზმავს ფეხბურთელებს.....
irakli
მალხაზ ჭეჟია.. დაღუპე ზუგდიდში ფეხბურთი
batoni irakli
ბატონო მალხაზ ისიც თქვით რომ გუნდი არ ვარჯიშობდა 4 დღე რადგან უვარგისი იყო ეწ. რუხის ''სტადიონი'' და მწვრთნელის ჩარევით მოხდა ბაიას ბაზაზე ვარჯიშების ჩატარების შეთანხმება. აგრეთვე კითხეთ ნებისმიერ ფეხბურთელს და დაგიდასტურებენ რო მტავარმა მწვრთნელმა კლიმენტიმ 11 ათასი ლარი გადაანაწილა ფეხბურთელებზე რომ ხელფასამდე როგორმე მოეგვარებინათ პრობლემები რაც უხელფასობამ შექმნა. ისიც არ დაგავიწყდეთ რომ გუნდი ქალაქის აბანოში დაგყავდათ საშხაპეეში სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები აჰყავთ 15 ლარი ღირს სასტუმრო.. ყველამ უნდა თქვას სიმართლე....
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
გიორგი დარასელია "ზუგდიდის" მწვრთნელად, კობა წიტაიშვილი - დირექტორად...
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
რუსეთის პირველი ლიგის "ტორპედოში" საქართველოში დაბადებული 5 ფეხბურთელი ჩაირიცხა
სომხური "ულისე" თურქულ შეკრებაზე 8 ქართველი ფეხბურთელით წავიდა
ᓕᕘ
ამირ აზმი მეგაჰედი: მგონი, ქართველი მამლუქების შთამომავალი ვარ
ᓠ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ლევან კუტალაია: ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში მსურს და ეს რეალურია
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ზუგდიდის "ოდიში": მოვიპოვოთ ევროსაგზური, შევავსოთ სტადიონი!
ფეხბურთი და ფინანსები: რა ღირს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა?
სიჭინავა პირველივე შეხვედრისას დამემუქრა - რას ჰყვება "ზუგდიდის" ყოფილი დირექტორი
"არაფრისმომცემ ეგვიპტელებს "ზუგდიდში" აქაურებზე მეტი ხელფასი ჰქონდათ!"
გელა ინალიშვილი: "ზუგდიდში" ტალანტები ისევ იზრდებიან
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა
მარტვილის "მერანიდან" 9 ფეხბურთელი დაითხოვეს
"ზუგდიდი" კიდევ ორი ეგვიპტელი ლეგიონერის მოლოდინში
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ახალი წლიდან "ზუგდიდს" ვერ იცნობთ! - "კამიკაძე" გიორგი დარასელიას ოპტიმიზმი
ᓖᓐᓖᓐ ᓯაᓜᓐᓨᓘᓐᓡ ᓣᓛᓪᓠᓝᓡᓘ ᓫᓛᓐ ᓖᓐᓛᓘᓠᓘ ᓡᓝᓛᓮᓣᓠ "ᓣᓚᓘᓡᓔᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ
ერევნის "არარატში" ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
"ᓖᓣᓒᓓᓘᓓᓘᓓᓐᓜ" ᓬᓐᓡᓣᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚ-ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓔᓑᓘ ᓙᓚᓣᓑᓡ ᓕᓐᓚᓘᓡ ᓒᓐᓡᓢᓣᓛᓠᓔᓑᓐᓡ ᓡᓗᓮᓝᓕᓔᓜ
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა