ოქტომბრის მეორე დეკადაში, პირველი წრის პაექრობებში აღმოსავლელები დასავლელებს დაუპირისპირდნენ
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს.

ორგანიზატორებმა ისინი ორ ჯგუფში განთესეს. აღმოსავლეთ ჯგუფში თამაშობენ სტუ, "პეგასი", "იმედი" და თელავი, ხოლო დასავლეთისაში - ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი და 1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრები (ამ ჯგუფის შეჯიბრებებს 19-21 ნოემბერს სენაკი უმასპინძლებს). ოქტომბრის მეორე დეკადაში, პირველი წრის პაექრობებში აღმოსავლელები დასავლელებს დაუპირისპირდნენ.

სულ 4-4 მატჩი გამართეს. 8 ქულით სტუ (ბურთები - 129:105) ლიდერობს. 6-6 ქულა აქვთ ბათუმსა (151:122) და სამტრედიას (135:116). შემდეგ მოდიან: "იმედი" - 4 (122:133), ქუთაისი - 3 (112:126), ნაკრები - 2 (107:115), "პეგასი" - 2 (124:141), თელავი - 1 (104:126). 13 ნოემბერს "არენაში" აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლებმა შეჯიბრება განაახლეს.

სტუ-პეგასი 46:27

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი, ანდრიაძე, სიმონია (9), სურმავა (7), ორჯონიკიძე (6), ამირანაშვილი (5), გოგოლაძე (5), ბერძენიშვილი (3), გვაზავა (3), აბრამიშვილი (3), გრიშიკაშვილი (2), მსხვილიძე (2), სტურუა (1), ლ. არსენაშვილი, გოგალაძე

პეგასი: ცინცაძე, ნარსია, ა. ცხვარაშვილი (10), კოხრეიძე (5), ტ. კალანდაძე (4), აბჟანდაძე (2), დიხამინჯია (2), გელაშვილი (2), ცუხიშვილი (1), დემეტრაშვილი (1), ბაძაღუა, მაისურაძე, ქუთათელაძე, ნატროშვილი, ი. ცხვარაშვილი, ზარნაძე.

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი.

მატჩი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების შეტევებით დაიწყო და მათ მალევე ხელთ იგდეს ორთაბრძოლის სადავეები. პეგასელებს მეტოქის გარღვევების შეჩერება გაუჭირდათ. მოიერიშეებში, განსაკუთრებით, ქვეყნის ნაკრების წევრები გამოირჩეოდნენ. სტუ-მ პირველი ტაიმი 9 ბურთის სხვაობით მოიგო. ჩემპიონებს ინიციატივა შესვენების შემდეგაც არ დაუთმიათ და გათამაშების ცხრილში მე-5 გამარჯვება ჩაიწერეს - 46:27.

13 ნოემბერსვე თბილისის "იმედმა" აუტსაიდერი თელავი დაამარცხა - 29:20 და მონაგარი 2 ქულით გაიმდიდრა.

იმედი-თელავი 29:20

იმედი: მღებრიშვილი, ლორია, მამულაშვილი, ბეჟანიშვილი (7), რუსტამოვი (5), იობაშვილი (4), მძელური (4), ალანია (2), გიორგაძე (2), ჩიკვილაძე (2), აბაშიძე (1), გოთოშია (1), თაბაგარი (1), ი. კალანდაძე მაჭარაშვილი, ჩაკვეტაძე.

თელავი: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი, ანდრიაშვილი (7), გიორგელაშვილი (4), მაისაშვილი (4), გიგაური (1), მღებრიშვილი (1), ნ. სვიმონიშვილი (1), ი. სამიტაშვილი (1), იაგორაშვილი (1), ბიწკინაშვილი, ცისკარიშვილი, ბეჟაშვილი, დიდებაშვილი.

მსაჯები: გია ბროლაძე, ზურაბ ქოქოსაძე.

14 ნოემბერს "არენაში" ითამაშებენ: თელავი-სტუ, "პეგასი"-"იმედი". 15 ნოემბერს - "პეგასი"-თელავი, სტუ-"იმედი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო