"კორიტიბა" გასაჭირშია, "ვასკო" - შარში
"კრუზეიროს" გაჩემპიონების შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატს ორი მთავარი ინტრიგა შემორჩა: რომელი სამი გუნდი მოიპოვეს ლიბერტადორესის თასის საგზურს და რომელი შეუერთდება "ნაუტიკოს" გასავარდნ ზონაში...

"გოიასის" მცირე სასწაული

ლიბერტადორესის თასის სამი დარჩენილი საგზურისთვის 5 გუნდი იბრძვის, რომელთაგანაც საუკეთესო შანსი მეორე ადგილზე მყოფ "გრემიოს" აქვს, რომელმაც მორიგ ტურში "ფლამენგოს" სძლია. შეხვედრის გმირი ურუგვაელი მაქსიმილიანო როდრიგესი გახდა - 23 წლის ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა.

"ფლამენგოს" 21 ნოემბერს ბრაზილიის თასის ფინალის პირველი შეხვედრა ელის ("ატლეტიკო პარანაენსესთან") და ჩემპიონატისთვის არ სცხელა, თუმცა ჟაიმე დე ალმეიდას ბოლომდე მოშვების უფლება არ აქვთ, რადგან გასავარდნ ზონაში მყოფ "კორიტიბას" ბრაზილიის ყველაზე პოპულარული გუნდი მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

"ფლას" მსგავსად, სარეზერვო შემადგენლობით ითამაშა "ატლეტიკო პარანაენსემაც" და ერთ-ერთ კონკურენტ "ბოტაფოგოსთან" 0:4 წააგო. ანგარიში კლარენს ზეედორფის საგოლე პასის შემდეგ ელიასმა გახსნა, შემდეგ კი თავად ჰოლანდიელმა გაიტანა. მეორე ტაიმში დუბლი ბრუნო მენდეშმა შეასრულა - 19 წლის შემტევმა სეზონში პირველი გოლები გაიტანა.

გრძელდება "გოიასის" საოცარი სერია. სერია A-ს დებიუტანტმა ბოლო 9 თამაშიდან 8 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ. მორიგ ტურში ენდერსონ მორეირას გუნდმა 10-კაციან "ინტერნასიონალს" სძლია, რომელმაც ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო, ხოლო უკანასკნელ 14 ტურში 11 ქულა აიღო და რომ არა წარმატებული სტარტი, დღესდღეობით გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა.

"კორიტიბა" გასაჭირშია, "ვასკო" - შარში

მორიგი მატჩი წააგო "კორიტიბამ", თანაც, პარანას შტატის გუნდი კონკურენტ "კრისიუმასთან" დამარცხდა, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. მორიგი მარცხის გამო "კორიტიბას" ხელმძღვანელობამ დაკავებული თანამდებობა მთავარ მწვრთნელ პერიკლეს შამუსკას დაატოვებინა. ერთ დროს ჩემპიონატის ლიდერი უკვე გასავარდნ ზონაშია და თუ გონს არ მოეგო, დაქვეითება არ ასცდება.

კვლავ ვერ იმარჯვა "ვასკო და გამამ" და ახლა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გადამრჩენელ, მე-16 პოზიციაზე მყოფ "ბაიას" უკვე 4 ქულით ჩამორჩება. "ვასკოს" ძალიან არ გაუმართლა, რადგან თავად მას "კორინთიანსის" სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა, კონკურენტების უმეტესობამ კი ამ ტურში 3 ქულა აიღო.

ერთ-ერთი მათგანი "ფლუმინენსე" გახლავთ, რომელმაც "სან პაულოს" ბოლო წუთებზე მოუგო. შეხვედრის გმირი ცენტრალური მცველი გუმი გახდა, ვინც რამდენიმე ტურის წინ, "ფლა"-"ფლუს" დერბიში ასევე ბოლო წუთზე გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში. ამჯერად გუმს მისამართი არ არევია და 27 წლის ფეხბურთელმა საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ბურთი შეაგდო.

ჩემპიონს დაუზავდა "პონტე პრეტა", რომელსაც ცალი ფეხი სერია B-ში აქვს. აი, "ნაუტიკო" კი რეკორდს რეკორდზე, უფრო სწორად, ანტი-რეკორდს ანტი-რეკორდზე ამყარებს: რესიფელებმა ზედიზედ მეათე მატჩი წააგეს. ორწრიან ფორმატზე გადასვლის შემდეგ ყველაზე ცოტა ქულით ჩემპიონატი 2007 წელს ნატალის "ამერიკამ" დაასრულა, რომელსაც, "ნაუტიკოს" მსგავსად, 17 ქულა ჰქონდა.

იქიდან გამომდინარე, რომ "ნაუტიკო" დარჩენილ ტურებში "ატლეტიკო პარანაენსეს", "ვასკო და გამას" და "კორინთიანსს" ხვდება, სავსებით შესაძლებელია, რომ რესიფელებმა "ამერიკას" ანტი-რეკორდი გაიმეორონ.

ორი უკვე ცნობილია

უკვე ცნობილია ორი გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში სერია A-ში ითამაშებს. პირველი "პალმეირასი" გახლავთ, რომელმაც მეორე დივიზიონის ტიტულიც კი გაინაღდა, მეორე გუნდი კი "შაპეკოენსეა" - ბრაზილიური სეზონის მთავარი სენსაცია.

შტატ სანტა კატარინას ამ გუნდს ბრაზილიის ჩემპიონატში სულ ორჯერ (ბოლოს 1979 წელს) აქვს ნათამაშები, მაგრამ მაშინ ქვეყნის პირველობაზე 100-მდე (ხანდახან მეტიც) გუნდი მონაწილეობდა. აი, ორწრიან და "ნორმალურ" ფორმატზე გადასვლის შემდეგ "შაპეკოენსეს" არა მხოლოდ სერია A-ში, ამ სეზონამდე სერია B-შიც კი არასდროს ეთამაშა.

უმაღლესი ლიგის დარჩენილი ორი საგზურისთვის რამდენიმე გუნდი იბრძვის. ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "იკასას", "სეარას" და "სპორტ რესიფეს" 59 ქულა აქვთ, მომდევნო ადგილზე კი 56 ქულით "ამერიკა მინეირო" და "ფიგეირენსე" არიან. დაწინაურების ყველანაირი შანსი დაკარგა "ავაიმ", რომელიც ხუთი ტურის წინ მეორე ადგილზე იყო, მაგრამ იქიდან მოყოლებული, გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი წააგო და მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა.

სერია A. XXXV ტური

ბოტაფოგო-ატლ. პარანაენსე 4:0

გოლები: 1:0 ელიასი (28), 2:0 ზეედორფი (37), 3:0 ბრუნო მენდეში (79), 4:0 ბრუნო მენდეში (82)

გაძევება: ლეო (75. ატლეტიკო პარანაენსე), ბოლივარი (88. ბოტაფოგო)

კორიტიბა-კრისიუმა 1:2

გოლები: 0:1 ველინგტონ პაულისტა (29), 1:1 ჟუნიორ ურსო (70), 1:2 ლინსი (71)

ფლუმინენსე-სან პაულო 2:1

გოლები: 0:1 ველიტონი (18), 1:1 ჟეანი (25), 2:1 გუმი (89)

ვიტორია-სანტოსი 2:0

გოლები: 1:0 დინეი (21), 2:0 მაქსი ბიანკუჩი (84)

კრუზეირო-პონტე პრეტა 2:2

გოლები: 0:1 ლეონარდო (5), 1:1 სოუზა (75), 2:1 ვინისიუს არაუჟო (83), 2:2 ლეონარდო (90)

გრემიო-ფლამენგო 2:1

გოლები: 1:0 მაქსიმილიანო როდრიგესი (61), 1:1 ჟოაო პაულო (86), 2:1 მაქსიმილიანო როდრიგესი (88)

გოიასი-ინტერნასიონ. 3:1

გოლები: 0:1 ოტავინიო (20), 1:1 ვალტერი (26), 2:1 უგო (73), 3:1 რონი (83)

გაძევება: რაფაელ მოურა (67. ინტერნასიონალი)

ნაუტიკო-ბაია 0:1

გოლი: 0:1 ფერნანდაო (82)

პორტუგეზა-ატლ. მინეირო 2:0

გოლები: 1:0 ბრუნო ენრიკე (45), 2:0 ენრიკე (65)

კორინთიანსი-ვასკო 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. კრუზეირო 35 23 6 6 74-32 75

2. გრემიო 35 17 9 9 40-34 60

3. გოიასი 35 16 11 8 47-36 59

4. ატლ. პარანაენსე 35 16 10 9 53-45 58

5. ბოტაფოგო 35 16 9 10 50-38 57

6. ვიტორია 35 15 9 11 52-48 54

7. ატლ. მინეირო 35 14 10 11 41-33 52

8. სან პაულო 35 14 7 14 38-37 49

9. კორინთიანსი 35 11 16 8 27-20 49

10. სანტოსი 35 12 12 11 45-37 48

11. ინტერნასიონ. 35 11 12 12 51-52 45

12. ფლამენგო 35 11 12 12 39-41 45

13. პორტუგეზა 35 11 11 13 48-45 44

14. კრისიუმა 35 12 6 17 47-59 42

15. ფლუმინენსე 35 11 9 15 39-43 42

16. ბაია 35 10 12 13 33-42 42

17. კორიტიბა 35 10 11 14 39-44 41

18. ვასკო 35 9 11 15 45-55 38

19. პონტე პრეტა 35 9 8 18 36-52 35

20. ნაუტიკო 35 4 5 26 20-71 17

ბომბარდირები: 17 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა), ფერნანდაო (ბაია), ერნანი (ფლამენგო); 13 - ვალტერი (გოიასი), დინეი (ვიტორია); 12 - ანდრე (ვასკო და გამა), სისერო (სანტოსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური: ჩემპიონი ვარდება

VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]
პასი ამერიკიდან: "პონტე პრეტა" და "ფლამენგო"
ბრაზილია. სერია A. XXXVIII ტური: "ვასკო და გამა" ჩაიძირა და მას ჩემპიონი მიჰყვა
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა